ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 05:20


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » ითამაშებს თუ არა იაშვილი?
14:26
ითამაშებს თუ არა იაშვილი?

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მალტასა და ლატვიასთან საოქტომბრო მატჩებისთვის ალექსანდრე იაშვილიც რომ გამოიძახა, მკითხველმა უკვე იცის. გუშინ იაშვილის "კარლსრუემ", "ინგოლშტადტთან" მეორე ბუნდესლიგის მორიგ ტურში, ჩვენებურის გარეშე ითამაშა - ქართველი განაცხადშიც არ ყოფილა. ბუნებრივია, სიტუაციაში გარკვევა ვცადეთ. ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დეპარტამენტში იაშვილისგან შეტყობინება არ მიუღიათ - ტრავმის ან სხვა მიზეზის შემთხვევაში ფეხბურთელი საქმის კურსში ჩააყენებდა ფედერაციას, რომ ჩამოსვლას ვერ ახერხებს. და რაკი ასეთი შეტყობინება არ მოსულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იაშვილს საგანგაშო არაფერი სჭირს.

24 სექტემბერს, "ფრანკფურტთან" მატჩის (0:2, იაშვილმა სრულად ითამაშა) შემდეგ ნაკრების ფორვარდი კუნთის ტკივილმა შეაწუხა და მას მერე გუნდთან ერთად აღარ უვარჯიშია. ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროს ცნობით, იაშვილს კუნთი ჰქონდა დაჭიმული. ჩვენებური ახლა უკეთაა, უბრალოდ, მწვრთნელმა იმიტომ არ ათამაშა, რომ ტრავმა არ გამიზეზებოდა.

კიდევ ერთი ამბავი ეროვნულ გუნდთან დაკავშირებით - ორშაბათს 11 საათზე თემურ ქეცბაია სასტუმრო "ბომონდ გარდენში" პრესკონფერენციას გამართავს. 4 ოქტომბერს კი ამავე სასტუმროში დაიწყება ეროვნული გუნდის მოსამზადებელი შეკრება. ნაკრები პირველ ვარჯიშს ორშაბათს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 საათზე გამართავს.


დავით ცაბაძე

ნანახია: 715 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!