ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 15:54


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » ქართული სპორტული არხების შესახებ
20:12
ქართული სპორტული არხების შესახებ

http://www.ambebi.ge/images/stories/masmedia/bizina.jpg


"რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე მატჩი უკვე ვიხილეთ. ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარს ეს ამბავი ძალიან ახარებს,  მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი "რუსთავი 2-ის" სპორტული სახის დიმიტრი ობოლაძის მიერ პირდაპირ ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია აღმოჩნდა - მალე საქართველოში სპორტული ტელევიზია გაიხსნებაო.

მსგავსი პროფილის ტელევიზიის მიმართ დიდი ინტერესია, მის ჩამოყალიბებაზე საქართველოში უკვე თხუთმეტი წელია, ლაპარაკობენ, მაგრამ ვერა და ვერ დაადგა საშველი. სპორტული ტელევიზიის ჩამოყალიბებას ხომ სერიოზული თანხები, სპონსორული თანადგომა და რეკლამები დასჭირდება, საქართველო კი, ბევრის აზრით, დღეისთვის საამისოდ მზად არ არის.


მაგრამ აი, "გლობალ მედია გრუპმა" ლაპარაკს საქმის გაკეთება ამჯობინა და უკვე პირველი ნაბიჯიც გადადგა, რომლის შემდეგაც ტელევიზია ამოქმედდება. უფრო მეტი რომ გაგვეგო და მკითხველიც საქმის კურსში ჩაგვეყენებინა, ჯერ დიმიტრი ობოლაძეს დავუკავშირდით...

- სპორტული არხის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ის" ეთერში პირველად თქვენ გააჟღერეთ. ბუნებრივია, გაჩნდა ვარაუდი, რომ ამ საქმის მოთავე თქვე ბრძანდებით...
- არა, მე ნამდვილად არ ვარ. პროექტს "გლობალ მედია გრუპი" ახორციელებს, რომელიც ეთერში მოგვიანებით გავა, მაგრამ ამჟამად რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიური უფლება აქვს. ჩვენ ინგლისურ პრემიერლიგას ვაჩვენებთ. არ არის გამორიცხული, ესპანეთის ჩემპიონატიც ავიღოთ. პროექტის ნაწილს კი "მზეზე" იხილავთ. სჯობს, ამ საკითხზე ბიძინა ბარათაშვილს დაელაპარაკოთ, ის არხის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

- მაგრამ მანამდე თქვენ გკითხვათ: "რუსთავი 2" შემოდგომაზე რა სიახლეებს შემოგვთავაზებს?
- ცხადია, ინგლისისა და ესპანეთის გარდა, ჩემპიონთა ლიგის მატჩებსა ვაჩვენებთ, 20 სექტემბრიდან კი "საფეხბურთო ღამეც" განახლდება, რომელშიც საქართველოს პირველობის მიმოხილვები გვექნება, ოღონდ, ეთერში ძველებური ქრონომეტრაჟით ვეღარ გავა - ახლა მხოლოდ ერთსაათიანი ეთერი გვექნება. გადაცემის ფორმატიც შეიცვლება და მაყურებელთან პირდაპირ ეთერში კონტრაქტის საშუალებაც იქნება. 

- არჩილ არველაძესთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი იყო, ხმები გავრცელდა, თითქოს, შოთამ "ქაისერში" გენერალურ მენეჯერად წაიყვანა...

- ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს თავად აჩიკოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - თუ მართლა დაინიშნა "ქაისერში", ბუნებრივია, გადაცემაში ვეღარ იქნება.
 
ამის შემდეგ დავუკავშირდით ბიძინა ბარათაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გახლდათ. სხვათა შორის, სწორედ მას წლების წინ კახი ასათიანთან ერთად სურდა ანალოგიური პროექტის განხორციელება და ეს თითქოს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ პროექტი საბოლოოდ ჩაიშალა...

- ბატონო ბიძინა, როგორც გავიგეთ, სპორტული არხის ჩამოყალიბებას იწყებთ...
- მოდით, დავაზუსტოთ: არხის ჩამოყალიბების იდეა "გლობალ მედია გრუპს" ეკუთვნის, მე კი გენერალური პროდიუსერი გახლავართ. კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა გამყრელიძე გახლავთ, გადაცემა "ვის უნდა 20 ათასის" წამყვანი, რომელიც ამავე დროს ბიზნესმენიცაა. მას საქართველოში ისეთივე საკაბელო ტელევიზიების ქსელის ჩამოყალიბება სურს, როგორიც რუსულ ტელესივრცეში "ნტვ" და მისი დამატებებია - "ნტვ ფუტბოლი", "ნტვ კინო", საბავშვო, სერიალების, გასართობი, სპორტული და სხვა არხები. ამ შემთხვევაში მე მას სპორტული არხების ჩამოყალიბებაში დავეხმარები.

- არხების თუ არხის?
- ჩანაფიქრის თანახმად, ორი სპორტული არხი გაკეთდება - წმინდა საფეხბურთო და მეორეც, რომელზეც ასევე იქნება ფეხბურთი, ოღონდ სხვა პოპულარულ სახეობებსაც ფართოდ გავაშუქებთ - NBA-ს, ჩოგბურთს და ასე შემდეგ. 

- როდის ამუშავდება არხი?
- სავარაუდოდ, გვიანი შემოდგომიდან. "გლობალ მედია გრუპის" ხელმძღვანელობამ სხვადასხვა ქვეყნის მატჩების ჩვენების ექსკლუზიური უფლება უკვე შეიძინა - ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის. დიდი ხუთეულის პირველობებიდან ჩვენი მაყურებელი მხოლოდ გერმანიის ბუნდესლიგის მატჩებს ვერ იხლავს.

- თუ ტელეჩვენების უფლებები "გლობალ მედია გრუპმა" შეიძინა, "რუსთავი 2" და "მზე" რა შუაშია?
- სპორტული არხი ჯერ ეთერში ვერ გადის, ეს ჩემპიონატები კი დაიწყო და "რუსთავი 2-მა" და "მზემ" მათი ჩვენების სურვილი გამოთქვეს. არხის გახსნამდე გულშემატკივარს სწორედ ამ არხებზე ექნებათ ფეხბურთის ნახვის საშუალება. "რუსთავი 2-ზე" რეპორტაჟები უკვე გადის, "მზეზე" კი აგვისტოს ბოლოდან, ან 12 სექტემბრიდან იხილავთ. ეს ტექნიკაზეა დამოკიდებული - რაც მალე ჩამოგვიტანენ, მით უკეთესი...

- ქართული სპორტული ტელევიზია ჩვენს სპორტულ ცხოვრებას არ გააშუქებს?
- პირველ ეტაპზე აქცენტი უცხოურ სპორტზეა აღებული, რადგან საკაბელო არხი კომერციულია და შესაბამისი პროექტები გვჭირდება. ქართული ფეხბურთი და მთლიანად სპორტი კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ ყურებადი არ არის და კომერციული თვალსაზრისით წამგებიანია. უცებ ყველაფერს ვერც შევეჭიდებით, თუმცა, ბუნებრივია, სამომავლოდ დაფიქრება შეიძლება. ვგულისხმობ გარკვეული სახით საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გაშუქებას... ჯერჯერობით კი, როგორც გითხარით, მაყურებელი ხუთი ქვეყნის ჩემპიონატს იხილავს - რეპორტაჟებს თავისი მატჩისწინა ამბებით, ანუ ეგრეთ წოდებელი "პრევიუებით", ტურის მიმოხილვებით, შემაჯამებელი და ანალიტიკური გადაცემებით, რომელშიც მაყურებელიც ჩაერთვება, მოსაწყენი რომ არ იყოს. მაყურებელთან ცოცხალი ურთიერთობა მომგებიანი და საინტერესოა... ამას გარდა, ვგეგმავთ ძველი მატჩების, სპორტსა თუ სპორტსმენებზე დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმების გაშვებასაც. მაგალითად, "ფორმულა 1" ბევრისთვის უინტერესო საყურებელია, მაგრამ ცნობილ სპორტსმენებზე ფილმი, მათი ცხოვრების უცნობ და საინტერესო დეტალებზე ბევრს დააინტერესებს. ახლანდელმა თაობამ არაფერი იცის ბრაზილიის 1962 წლის ნაკრებზე. თავად ნახავს მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის ყველა მატჩს და შეაფასებს, გარინჩა და იმ გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები მართლა ვარსკვლავები იყვნენ, თუ მათზე ლეგენდებს ჰყვებიან. არსებობს მსოფლიოს ჩემპიონი გუნდების, დიდი ნაკრებისა თუ დიდი მატჩების ჩანაწერები, რომლითაც ეთერს შევავსებთ. საფეხბურთო არხი მხოლოდ ამ სახეობას დაეთმობა, მაგრამ თუ ერთსა და იმავე დროს ორი საინტერესო რეპორტაჟი დაემთხვევა, ორივე არხზე გადავანაწილებთ. ყოველდღიური სპორტული სიახლეების გაშუქებასაც ვფიქრობთ

- ქართულ სპორტს ამ კუთხით მაინც მივხედავთ. სამწუხაროდ, რეპორტაჟები დიდ  ხარჯებს მოითხოვს და ჯერ ვერ შევწვდებით.
- ეთერი სრულად შეივსება?

- რა თქმა უნდა, ეთერი უპრობლემოდ შეივსება და დილიდან საღამომდე დაიტვირთება. ცხადია, სულ ახალი მატჩები და გადაცემები ვერ გვექნება, გამეორებებსაც ვაჩვენებთ, ან ამა თუ იმ ტურის მეორე ცენტრალური მატჩის ჩანაწერს, რადგან ჩვენ ყველა შეხვედრის ჩვენების უფლება გვაქვს.

...გადაცემების და რეპორტაჟების "მზეზე" გასვლის პერსპექტივამ თავისთავად გვაფიქრებინა, რომ პროექტში ლაშა დვალიშვილის სტუდიაც იქნებოდა ჩართული:
"გლობალ მედია გრუპთან" არანაირი კავშირი არ მაქვს, - გვითხრა დვალიშვილმა, - მათ საკუთარი ჯგუფი ჰყავთ და პროექტს თავად განახორციელებენ. ჩვენი გადაცემები ეთერში აღარ გავა და ეტყობა, "ლაშა დვალიშვილის სტუდიის" "მზესთან" თანამშრომლობაც ამით ამოიწურა".

რაც შეეხება საქართველოს პირველობის გაშუქებას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გაურკვეველი ვითარებაა. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეროვნული ჩემპიონატი "პირველი არხის" ნაცვლად "მზემ" გააშუქოს, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. როგორც პროფლიგის პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ გვითხრა, დღეს ფეხბურთის ფედერაცია, პროფლიგა და მედიაკომპანია "კოლხიდა" საბოლოოდ იტყვიან, გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას...


 მერაბ მამულაშვილი

ნანახია: 665 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!