ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 15:51


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » ინტერვიუ კობა ჟორჟიკაშვილთან
20:36
ინტერვიუ კობა ჟორჟიკაშვილთან


საქართველოს 17-წლამდელთა ახალი ფორმაციის ნაკრების ჩამოყალიბება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ეს ის გუნდია, რომელიიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ოქტომბრიდან ჩაერთვება. ისიც გეხსომებათ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს, ჩვენი გუნდის მეტოქეები კი პოლონეთი, ინგლისი და შვედეთი იქნებიან.

ჩვენმა 17-წლამდელთა ნაკრებმა წლის დასაწყისში ორ ნაწილად გაყოფილი შეკრება გაიარა ზუგდიდში, იმავე პერიოდში იყო ირანის ნაკრებთან გამართული ორი ამხანაგური მატჩი, რასაც ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი ესპანეთში ჩატარებული ტურნირები მოჰყვა.
გუნდი ზაფხულშიც აქტიურად ემზადება და ამიტომაც ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, თუ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

- სად ვარჯიშობს ამჟამად ნაკრები და როგორია ფეხბურთელთა კონდიციები?
- დღეისათვის გუნდი თბილისშია და აქ ემზადება. ვარჯიშები უმეტესად, ორჯერადია. დილით ნაკრები ფიზიკურად იტვირთება, საღამოობით კი 35-ე საფეხბურთო სკოლის მოედანზე ვარჯიშობს. გუნდის მომზადების დონე დამაკმაყოფილებელია. ფეხბურთელები მონდომებით ვარჯიშობენ და ვფიქრობ, ჩვენს მიერ შედგენილი გეგმა ნორმალურად ხორციელდება. გუნდი ეტაპობრივად აუმჯობესებს თამაშის ხარისხს და უკვე რეალური იმედი გვაქვს იმისა, რომ შესარჩევ ტურნირს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

- ნაკრების უახლოესი გეგმები როგორია?
- 9 აგვისტოს შეკრებაზე ურეკში გავემგზავრებით, რის შემდეგაც პალანგაში წავალთ, სადაც ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 23-29 აგვისტოს გაიმართება. შარშან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ამ ტუნირში გაიმარჯვა და გვსურს, ეს ტრადიცია ამჟამინდელი გუნდითაც გავაგრძელოთ. პალანგის შემდეგ კი შეკრება და საერთაშორისო ამხანაგური მატჩები კიდევ დაგვჭირდება და იმედია, ესეც მოხერხდება.


ვრცლად იხილეთ "ლელოს" ხვალინდელ ნომერში
ნანახია: 286 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!