ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 03:47


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 9 » ინტერვიუ: ომარ თეთრაძე: "მწვრთნელობას ვერ ისწავლი, ის სისხლში უნდა გქონდეს" !
17:40
ინტერვიუ: ომარ თეთრაძე: "მწვრთნელობას ვერ ისწავლი, ის სისხლში უნდა გქონდეს" !
http://www.goli.ge/thumbs/36_1223_690964.jpg

რუსეთის პირველ დივიზიონში, ლიდერთა სამეულთან დაახლოება შესძლო "ქართულმა" გუნდმა - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ", რაშიც დიდი წვლილი ომარ თეთრაძესაც მიუძღვის. ჩვენს თანამემამულეს, წინა სეზონის მსგავსად , წელსაც ანალოგიური ამოცანის გადაჭრა ევალება  – რუსეთის ელიტურ ლიგაში კლუბის აღზევება.  შეგახსენებთ,  2009/2010 წლების სეზონში, ომარ თეთრაძემ მოახერხა მახაჩკალის "ანჟის" რუსეთის პრემიერ ლიგაში გადაყვანა. თუმცა, შემდგომ მალევე მოუწია კლუბის დატოვება და დღეს ის სამწვრთნელო კარიერას ვოლგისპირელთა კლუბში აგრძელებს.

რუსულმა გამოცემა "სპორტ–ვიკენდმა" ომარ თეთრაძესთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც საუბარია არამხოლოდ მის სამწვრთნელო , არამედ სათამაშო კარიერაზეც.

- წინა სეზონში, თქვენ მოახერხეთ გადაგეჭრათ პრემიერ ლიგაში გადასვლის ამოცანა "ანჟისთან" ერთად. თქვენი გადმოსახედიდან, ამ სეზონში შეიცვალა თუ არა პირველი დივიზიონი ?

- ყოველწლიურად, ამ ტურნირის დონე იზრდება. პირველი დივიზიონის კლუბებს ბევრი ფეხბურთელი უერთება პრემიერ ლიგის გუნდებიდან. შესაბამისად, ინტრიგაც იზრდება.

- "ვოლგას" შესწევს ძალა იბრძოლოს პრემიერ ლიგის საგზურითვის ?

- პირველი დივიზიონის ტურნირი მხოლოდ ახლა უახლოვდება ეკვატორს . წინ კიდევ ბევრი მატჩია და ჯერ ადრეა  შეაფასო შანსები პრემიერლიგაში დაწინაურების პრეტენდეტებისა. ჩემპიონატის სტარტზე, ჩვენმა გუნდმა ბევრი ქულა დაკარგა, მაგრამ დაკარგული ჯერ არაფერია.

- ვოლგისპირულ ქალაქში, ისევე ადვილად გაიარეთ ადაპტაცია, როგორც მახაჩკალაში ?

- ადგილობრივ პირობებთან ადაპტაციის კუთხით არავითარი სირთულე არ ყოფილა, მე ხომ მოთამაშის კარიერა სამარაში დავამთავრე და ვიცი ვოლგისპირელთა ხასიათი და სტუმართმოყვარეობა. საფეხბურთო ენა კი ყველგან ერთია .

- იყენებთ  რუსეთში იმ გამოცდილებას , რომელიც დააგროვეთ  იმ წლებში, როდესაც იტალიასა და საბერძნეთში ასპარეზობდით  ?

- ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ოცნებობს მწვრთნელის კარიერაზე, ცდილობს მიიღოს რაიმე ნებისმიერი სპეციალისტისგან ვისთან  ერთადაც უწევს  მუშაობა. იდეალური მწვრთნელები არ არსებობენ, ყველას აქვს საკუთარი მინუსი და პლიუსი. საერთოდ, მწვრთნელის ხელობას ვერ ისწავლი, ის სისხლში უნდა გქონდეს.

- როცა მოთამაშის კარიერას ასრულებდით, თქვენ თავში მხოლოდ მწვრთნელს ხედავდით ?

- მე დიდი ხნის უკან გადავწყვიტე ყველაფერი. მწვრთნელის გარდა, საკუთარ თავს სხვა ამპუაში ვერც წარმოვიდგენდი. თანაც, ბოლო სეზონში "კრილია სოვეტოვში" მოთამაშე მწვთნელის ფუნქციას ვასრულებდი.

- ბერძნულ პასპორტზე თქვენ უარი თქვით, მაგრამ რატომ არ დაიბრუნეთ თქვენი პირვანდელი გვარი - ოსიპოვი?

- მე ვფიქრობდი ამაზე , როდესაც თბილისიდან მოსკოვში გადავედი და საკუთარი ბედის დაკავშირება რუსეთთან გადავწყვიტე. ჩემი  მშობლები ხომ ბერძნები არიან , მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს, თბილისის "დინამოს" დუბლებშიც კი ძალიან ძნელი იყო შეეღწია  ფეხბურთელს , გვარად - ოსიპოვს.  მაშინ გაგვახსენდა ჩემი ბებიის "საჭიროება" , ქართველობა. ახლა,როცა დავფიქრდი დოკუმეტების შეცვლაზე, მივხდი - ამდენი დოკუმენტის შეგროვება მხოლოდ ვარჯიშების გაცდენით მოხერხდებოდა. თანაც, უკვე გვარი "თეთრაძე" ცნობილია საფეხბურთო სამყაროში.

- იმუშავეთ რა ოთხი წელი მწვრთნელად, იგრძენით თქვენ, რომ იპოვეთ თქვენი ადგილი ცხოვრებაში ?

- მე ჯერ კიდევ სიამოვნებას ვღებულობ ჩემი სამუშაოსაგან, თუმცა ყველა თამაში დიდი ნერვიული სტრესია.

- დღეს თქვენი სათამაშო კარიერის რომელი ეპიზოდი გახსენდებათ ყველაზე დიდი სითბოთი ?

- ბევრი მახსენდება : პირველი ნაბიჯები ფეხბურთში ცნობილ თბილისის N35 სკოლაში, საიდანაც ბევრი ცნობილი ფეხბურთელი წამოვიდა; პირველი მატჩი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში , მოსკოვში გადასვლა, ოქროს მედლები რუსეთის ჩემპიონატში ვლადიკავკაზის "ალანიას" შემადგენლობაში ... ბევრი სასიამოვნო მომენტი იყო.

- თქვენ არ გიხსენებიათ "რომაში" ასპარეზობა ...

- შეიძლება ვიღაც არ დაიჯერებს, მაგრამ მე განსაკუთრებით არ მივისწრაფოდი  იტალიისკენ. მინდოდა დავერჩენილიყავი რუსულ ფეხბურთში, მაგრამ 90-იანი წლების შუაში, მოწინავე კლუბების პირობებიც კი, ძალიან შორს იყო ევროპულისგან.

- გარისკავდით გემუშავათ საბერძენეთში მწვრთნელად ?

- ჯერ რუსეთში უნდა გამოვიჩინო თავი !  კიდევ ბევრია სასწავლი. ფეხბურთში, ყოველ მატჩში რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე.

 

goli.ge

ნანახია: 799 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!