ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 17:30


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15 » ინტერვიუ ლევან კობიაშვილთან
20:18
ინტერვიუ ლევან კობიაშვილთან


საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობიაშვილმა გასულ კვირას "ჰერტაში" პირველი გოლი გაიტანა. "აუესთან" საშინაო მოგებას (2:0), 36-ე წუთზე გატანილი პენალტით სწორედ ჩვენებურმა დაუდო სათავე. კობიმ 11-მეტრიანი ჩვეულად შეასრულა, არა რომელიმე კუთხეში, არამედ შუაში დაარტყა და ამჯერადაც გაიტანა. ბერლინურმა "მორგენპოსტენმა" და სხვა გამოცემებმა, ლევანს რამდენიმე კითხვით მიმართეს.

- აუე მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერია. კვირის მატჩამდე ჩვენზე წინ იყო და ცხრილიდანაც ჩანდა, რომ რთული მატჩი გველოდა. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებდა, ეს თამაში მოგვეგო და პირველობისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი კონკურენტი ჩამოგვეტოვებინა. მოხარული ვარ, რომ ეს შევძელით, აუე დავამარცხეთ, გადავუსწარით და "აუგსბურგთან" ერთად ცხრილში თანალიდერები ვართ.

- გერმანიაში ცნობილი პენალტისტი ხართ. თერთმეტმეტრიანებს ჯერ კიდევ "შალკეში" თამაშისას" ასრულებდით. პენალტი ჩვეულად, მღელვარების გარეშე გაიტანეთ. მეკარეს კვლავ შუაში დაურტყით. ეს თქვენი პირველი გოლი იყო ამ სეზონში...
- ამ სეზონში კი არა, საერთოდ, "ჰერტაში" პირველი გოლი გავიტანე. დაინიშნა თუ არა პენალტი, ყველამ იცოდა, რომ ის მე უნდა დამერტყა. პენალტისას აღელვება არ მჩვევია, რადგან ეს შედეგს ვერასდროს მოგიტანს.

- აუე-სთან ისე კარგად ითამაშეთ, რომ შეხვედრის შემდეგ დოპინგ კონტროლზეც კი შეგამოწმეს. ასეთ ვითარებაში პირველად აღმოჩნდით?
- კარგა ხანია გერმანიაში ვთამაშობ და დიპონგ-კონტროლზე შემოწმება ჩემთვის პირველი არ ყოფილა. ოთხჯერ თუ ხუთჯერ მაინც მაქვს ეს პროცედურა გავლილი. აკრძალულ პრეპარატები არასდროს მიმიღია და დიპინგ-კონტროლზე ამჯერადაც ეს დაფიქსირდა.

- აუე-მდე, წინა შეხვედრაში, "მიუნხენ 1860"-თან ჩვეულად ვერ ითამაშეთ. "ჰერტას" თავკაცმა მარკუს ბაბელმა პირველი ტაიმის შემდეგ შეგცვალათ. არადა, ბერლინელთა გუნდში ლიდერად მიიჩნევით. აქამდე არასდროს შეუცვლიხართ?
- "ლომებთან" თამაში არ წამივიდა. სუსტად ვგრძნობდი თავს და ეს მწვრთნელსაც არ გამოჰპარვია. ვიცი, რომ "ჰერტაში" ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

- ჩავთვალოთ, რომ ჩავარდნის პერიოდი უკვე უკან მოიტოვეთ?
- ვერ ვიტყოდი, რომ ეს ჩავარდნა იყო. უბრალოდ, თამაში არ წამივიდა. საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ და ჩავარდნა ან კრიზისი რომ მქონდეს, ამას არც დავმალავდი. კრიზისული პერიოდი ადრეც მქონია და ვიცი, როგორ დავაღწიო თავი. "მიუნხენ 1860"-თან მატჩის შემდეგ საკუთარ თავზე ვიმუშავე და ახლა კარგად ვგრძნობ თავს.

- "ჰერტამ" სეზონი რიხიანად კი დაიწყო, მაგრამ ამას მცირედი ჩავარდნა მოჰყვა. როგორ ფიქრობთ კრიზისი დაძლიეთ?
- ოქტომბერ-ნოემბერში არასტაბილურობა დაგვჩემდა, რაც ალბათ ტრავმებითაც იყო განპირობებული. ქულები დავკარგეთ და ცხრილში ლიდერობის დათმობაც მოგვიხდა. თუმცა იმედი მაქვს, აუე-სთან მოგების შემდეგ გუნდმა ირწმუნა საკუთარი ძალების და შედეგიანად თამაშს გავაგრძელებთ. ამისათვის ზამთრის შესვენება უნდა გამოვიყენოთ და უფრო მეტად დავხვეწოთ თამაში.

- ზამთრის შესვენებამდე პირველი წრის ბოლო ტურში რთული მატჩი გელით. 18 დეკემბერს "აუგსბურგს" ეთამაშებით. ამ გუნდთან ერთად ცხრილის თანალიდერი ხართ. რას ელით ამ მატჩისგან?
- ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა ის, რომ თანალიდერს ვეთამაშებით. "აუგსბურგმა" ბოლოს ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო, ეს კი ცოტას არ ნიშნავს. ბუნებრივია, მეტოქე ყველანაირად შეეცდება, წელიწადი პირველ ადგილზე დაასრულოს. თუმცა ჩვენი მიზანიც ეს არის და აუგსბურგში მოგებისთვის ვიბრძოლებთ. "აუესთან" ბერად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მანამდე "მიუნხენ 1860"-თან. ვხედავ, რომ "ჰერტამ" მოუმატა. ამიტომაც, წლის ბოლო და გადამწყვეტ მატჩს დიდი ინტერესითა და ამაღლებული განწყობით ველოდები.




ნანახია: 735 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!