ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 23:15


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 13 » ინტერვიუ: კახაბერ ცხადაძე: ,,აზერბაიჯანულ-პოლონური დაპირისპირება წარსულში დარჩა,,
02:27
ინტერვიუ: კახაბერ ცხადაძე: ,,აზერბაიჯანულ-პოლონური დაპირისპირება წარსულში დარჩა,,
http://a.pix.ge/x/dz2j4.jpg

აზერბაიჯანის ჩემპიონის ბაქოს ,,ინტერი''-ს მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ, რომელიც დღეს ბაქოში გაიმართება და ,,ინტერი''-ს მეტოქე პოლონური ,,ლეხი'' იქნება პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ახლა გთავაზობთ:

-რას ელოდებით დღევანდელი დაპირისპირებისაგან პოლონურ ,,ლეხ''-თან?
-იქნება საინტერესო თამაში. ყველას ესმის თუ რა დონის ტურნირზეც ვასპარეზობთ.

-შეძელით კარგად შეგესწავლათ მეტოქე?
-ბევრი რამ ვიცით ,,ლეხი''-ს შესახებ, ჩვენი ინფორმაცია საკმარისია. ვნახეთ მათი ბევრი ამხანაგური მატჩის ჩანაწერი, მაგრამ იქიდან სერიოზული დასკვნების გამოტანა ძალიან ძნელია.

-რას იტყვით ,,ლეხი''-ს დანაკარგზე, რომელიც ლევანდოვსკით გამოიხატება?
-ის გასული პოლონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ლევანდოვსკის წასვლა რა თქმა უნდა კლუბს დაასუსტებდა. ვეცდებით ამით ვისარგებლოთ.

-შეგიძლიათ დაგვისახელოთ, რომელიმე ,,ლეხი''-ს ფეხბურთელის გვარი, თუ ასე კარგად იცნობთ ამ პოლონურ კლუბს?
-არ მინდა ვისაუბრო გვარებით. ჩვენს მეტოქეს ყავს კარგი გუნდი. გააჩნია თამაშის საკუთარი სტილი. წინასწარი შემადგენლობა ვიცი, მაგრამ შეიძლება იყოს ცვლილებები უშუალოდ თამაშის წინ.

-,,ინტერი'' შეიძლება იყოს გადაღლილი ბულგარული შეკრების შემდეგ?
-მე ყოველთვის ვასვენებ ჩემს ფეხბურთელებს, ასევე მოვიქეცი ბულგარული შეკრების შემდეგაც, როცა 2-დღით შვებულება მივეცი. ასე, რომ მათ მოასწრეს დასვენება.

-,,ლეხს'' უფრო მეტად უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას, ვიდრე ,,ინტერს'', ეს ალბათ აზერბაიჯანულ-პოლონური დაპირისპირებების ისტორიით აიხსნება?
წარსული დარჩა უკან, მე ყოველთვის წინ ვიხედები. ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.

-,,ინტერი''-ს კაპიტანი გახდა ვლადიმერ ლევინი...
-იგი დიდი ხანია ასპარეზობს კლუბში და მოუტანა კლუბს ბევრი სარგებელი. ორჯერ გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონი და აცვია აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მაისური. ასევე მისმა ადამიანურმა ხასიათმა და პიროვნებამ ითამაშა დიდი როლი კაპიტნის არჩევაში. ამასთან ერთად ჩვენ ორი ვიცე-კაპიტანიც გვყავს - ბრანისლავ ჩერვენკა და რობერტას პოშკუსი.

championat.ge
ნანახია: 859 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!