ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 22:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 12 » ინგლისელი მიმომხილველები: "თვალი ანანიძესა და მარცვალაძეზე გეჭიროთ"
15:15
ინგლისელი მიმომხილველები: "თვალი ანანიძესა და მარცვალაძეზე გეჭიროთ"


რუსეთის ჩემპიონატისადმი დიდ ინტერესს, ისევე როგორც სხვა საფეხბურთო ქვეყნებში, ინგლისშიც იჩენენ. ჩვენმა მეზობლებმა ნისლიან ალბიონზე რამდენიმე ცნობილი საფეხბურთო სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი შეარჩიეს და საკუთარ ჩემპიონატზე აზრის გამოთქმა და პროგნოზების გაკეთება სთხოვეს.

ბრიტანელი მიმომხილველები საქმეს გულისხმიერად მოეკიდნენ: დაასახელეს ის სავარაუდო გუნდები, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ლიდერთა სამეულს შეადგენენ და ასევე ის გუნდები, რომლებიც იმედს ვერ გაამართლებენ. ინგლისელებმა გამოთქვეს თავიანთი პროგნოზები: ვინ გახდება ჩემპიონატის ბომბარდირი, ვინ - აღმოჩენა და რა იქნება სეზონის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა.

ქართველი მკითხველისთვის ეს ყველაფერი საინტერესო კი, მიუხედავად რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატისადმი ჩვენი დიდი პატივისცემისა, უპირველესად იმიტომ არის, რომ ინგლისელ ჟურნალისტთა პასუხებში ორი ქართველის - ჯანო ანანიძისა და ოთარ მარცვალაძის გვარებიც მოხვდა.

ჯონათან უილსონი - თვალი ჯანოზე გეჭიროთ
ჯონათან უილსონი სანდერლენდიდანაა. ის საიტ onefootball.com-ის აღმოსავლეთევროპული ფეხბურთის განყოფილების მიმომხილველად მუშაობდა. გატაცებულია საფეხბურთო ტაქტიკით, მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო და თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ საფეხბურთო ჟურნალისტად მიიჩნევა. ფეხბურთზე მიძღვნილი რამდენიმე პოპულარული წიგნის ავტორი ამჟამად ჟურნალ The Blizzard-ს გამოსცემს.

ჯონათან უილსონმა რუსეთის 2011 წლის ჩემპიონატზე გაკეთებულ პროგნოზში, გრაფაში "ვისზე ღირს ყურადღების გამახვილება", "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის გვარი ჩაწერა.

ჯეიმს აპელი - ოთარ მარცვალაძეზე ამდენს ტყუილად ხომ არ ლაპარაკობენ?!
ლიდსელი ჟურნალისტი ჯეიმს აპელი რუსეთს და მის საფეხბურთო სამყაროს კარგად იცნობს. ის ამჟამად კომპანია ITV-ის საიტზე მუშაობს, აკეთებს საკუთარ ბლოგს და ასევე წერს სვეტს საიტ The Football Ramble-ისთვის.

ჯეიმსის ვარაუდით, რუსეთში წელს რამდენიმე ფეხბურთელი გაიბრწყინებს, რომელთა შორის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძეც იქნება. ბოლო-ბოლო მასზე ამდენს ტყუილად ხომ არ ლაპარაკობენ?! - ასე ამყარებს საკუთარ პროგნოზს ინგლისელი.





ნანახია: 754 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!