ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 17:59


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » ილია კოკაია: "დინამოს" არ ვყიდულობთ"
13:51
ილია კოკაია: "დინამოს" არ ვყიდულობთ"


ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი თბილისის მერიას ეკუთვნის. სტადიონის დირექტორმა სანდრო შახოვმა ჯერ კიდევ მალტის მატჩამდე დაგვიდასტურა, რომ მის გასხვისებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ვინ არის დაინტერესებული ეროვნულის შეძენით, ამის თაობაზე არაფერი უწყოდა.

საქართველო-მალტის მატჩამდე "ლელო" წერდა, რომ ეროვნულის არენის ახალი პატრონი მალე უნდა გარკვეულიყო და კონკრეტული ინფორმაციაც გამოვაქვეყნეთ - მართალია, ოფიციალურად არავინ დაადასტურა, მაგრამ პირად საუბრებში პირდაპირ გვითხრეს, რომ პოტენციური მეპატრონე "ჭიათურმანგანუმია". "ლელოს" უფრო კონკრეტული ინფორმაციაც მიაწოდეს - თითქოს, ეროვნული სტადიონის ყიდვა "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას სურს.

ინფორმაცია თავად ილია კოკაიასთან გადავამოწმეთ, რომელმაც ინტერესი დაგვიდასტურა. მისი თქმით, სტადიონის თაობაზე მოლაპარაკებები დაწყებულია, მაგრამ არა "ჭიათურმანგანუმის", არამედ "ემ-ჯი-ჯგუფის" მიერ, რომელშიც გაერთიანებულია "ფერო" და "ჭიათურმანგანუმი". საუბარია ხანგრძლივ არენდაზე, მაგრამ არ იქნება კომერციული პროექტი, რადგან სტადიონი მოგებიანი ვერ იქნება და კომპანიის შესანახი გახდება, მაგრამ არის ერთი "მაგრამ"...

"ეროვნული სტადიონი საქართველოსთვის სხვა რამეა და აქ მოგება-წაგებაზე ლაპარაკი უხერხულია", - ამბობს კოკაია.

მართალია, ევროპულ ქვეყნებში სტადიონები ქალაქის მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის და ეს მიღებული წესია, მაგრამ ჩვენთან არსებული განსხვავებული ვითარება ასეთსავე განსხვავებულ მიდგომებსაც გვკარნახობს. აშკარაა, რომ სტადიონს კერძო მეპატრონე სჭირდება.

მაგალითისთვის ეროვნული სტადიონის ბოლოდროინდელი მოუგვარებელი პრობლემაც იკმარებს: ზაფხულიდან მოყოლებული, საფარი შესაცვლელია, მაგრამ ელემენტარული საკითხი ვერა და ვერ მოგვარდა - თბილისის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია და საფარის შესაცვლელად საჭირო 300 თუ 500 ათასი ლარის გამონახვა აგვისტოსა და წლის ბოლომდე შეუძლებელი იყო. ამისთვის, თბილისის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაა საჭირო. სხვაგვარად, საბიუჯეტო თანხებს მერია ვერავის გამოუყოფს. ესაა პრობლემის თავი და თავი.

...ამ დროს, ილია კოკაიამ მოინდომა, უკრაინიდან ზესტაფონში ჩაიყვანა საფარის სპეციალისტი და გაზონი ერთ თვეში შეიცვალა. ერთი თვის წინ მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მინდვრის პრობლემა ხუთ დღეში 200 ათას ევროდ მოაგვარა და სამშაბათს "მილანთან" მატჩი თუ ნახეთ, მოგეწონებოდათ ხავერდივით მოედანი. ერთი კვირის წინ კი "ბარსელონამაც" შეცვალა "კამპ ნოუს" ბალახი.

ზემოთნახსენები უკრაინელი სპეციალისტი, ილია კოკაიამ ეროვნული სტადიონის საფარის სანახავად თბილისშიც ჩამოიყვანა. უკრაინელმა დიაგნოზი დასვა - შესაცვლელია არა მხოლოდ საფარი, არამედ ნიადაგიც, რომელიც ამჟამად 10-სანტიმეტრი სიღრმისაა და მოთხოვნებს ვერ პასუხობს. სტანდარტულად, 28 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს. მთლიანობაში, უკრაინელმა თქვა, რომ პრობლემას ერთ თვეში მოგვარება შესაძლებელია. ახლა მთავარია, სტადიონი "ემ-ჯი ჯგუფს" დროულად გადაეცეს.

ცხადია მერიაც დაინტერესებული იყო, ქვეყნის მთავარი არენა კერძო მეპატრონისთვის გადაეცა - ამით სახელმწიფოს ხარჯი შემცირდებოდა. თუმცა როდის გადაუფორმებენ ობიექტს დაინტერესებულ კომპანიას, ჯერ უცნობია.

სტადიონთან დაკავშირებული პროცესების თაობაზე კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ვთხოვეთ.

"მე არ ვიცი, ეს საკითხი გადაწყვეტილია თუ არა, მაგრამ ძალიან გამიახდება, თუკი სტადიონს ის ხალხი აიღებს, ვისაც ფეხბურთი უყვარს. თუკი ეს ფაქტი ილია კოკაიამ დაგიდასტურათ, ამ ფაქტს მივესალმები, რადგან ამ ადამიანმა ზესტაფონში უკევ დაადასტურა, რომ ძალიან უყვარს ფეხბურთი და არა მხოლოდ ამ რაიონის, მთლიანად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის, ბოლო წლებში უდიდესი წვლილი შეიტანა. ძალიან გამიხარდება, თუკი ეროვნულ სტადიონზე ჩადებს ინვესტიციას და ევროსტანდარტების დონეზე მიიყვანს", - გვითხრა სიჭინავამ.

დაბოლოს: კიდევ ერთი გავრცელებული ინფორმაცია თბილისის "დინამოს" შესაძლო გასხვისებას უკავშირდება: ბადრი პატაკაციშვილის ოჯახი გუნდს პრინციპულად არ ყიდის, მაგრამ თანახმაა გადასცეს იმ ბიზნესჯგუფს, რომელიც მას დააფინანსებს. "დინამოს" შესაძლო მყიდველადაც კოკაია დასახელდა, მაგრამ ბატონმა ილიამ ამის თაობაზე პასუხი რიტორიკული კითხვით შემოგვიტრიალა - "მერე "ზესტაფონი" და იქაური გულშემატკივარი როგორ მივატოვო? რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში ხდება, ერთი და იგივე ჯგუფი ორ და მეტ კლუბს ფლობს, მაგრამ ეს გაუმართლებელი მგონია".

მართალია, ეს ამ თემას არ ეხება, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ კოკაია თბილისის ზღვაზე საფეხბურთო სკოლას აშენებს, სადაც სამი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, ფულიანი ჯგუფებით გამწარებულ თბილისელებს კი სერიოზული სიურპრიზი ელით - ამ სკოლაში ბავშვებს უფასოდ ავარჯიშებენ.

ჩვენის მხრივ კი აუცილებლად ჩავთავლეთ გვეთქვა: ფეხბურთით საქართველოში ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მცირე ბიზნესმენი ინტერესდება. ამიტომაც, აუცილებელია, კოკაიას მსგავს იშვიათ გამონაკლისებს ხელი შეეწყოს. ჩვენ კარგად გვახსოვს ფეხბურთის ენთუზიასტები - "სამტრედიის" პრეზიდენტი ტარიელ ჩაჩუა, "კოლხეთის" პრეზიდენტი დავით კუპრეიშვილი და ვალერი გეგიძე, "შევარდენის" თავკაცი ზურაბ ქიტუაშვილი, გურჯაანის "ალაზანის" მეპატრონე მიხეილ ფურცელაძე, "ზესტაფონზე" გადამკვდარი ვასიკო ხაჭაპურიძე და ა.შ, რომლებიც სწორედ ფეხბურთის სიყვარულმა გააკოტრა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ხელშეწყობა არ ჰქონდათ. არადა, კლუბის, სტადიონსა და რომელიმე საფეხბურთო ობიექტის პატრონობით ისევ სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება. მაგალითად, ზესტაფონის სტადიონიდან რაიონის ბიუჯეტი წელიწადში 90 ათას დოლარამდე იღებს, კლუბში გაცემული ხელფასების საშემოსავლო გადასახედებიდან კი 300 ათას ლარზე მეტს. ახლა ტავად განსაჯეთ, ასეტი ხალხის ხელსეწყობა, რეალურად ფეხბურთის ხელშეწყობაა თუ თავად სახელმწიფოსი?



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
ნანახია: 816 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!