ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 14:59


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 1 » გვაზავა ისევ "ქართველია"
22:07
გვაზავა ისევ "ქართველია"
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/gvazava_medium.jpg

ეროვნული ნაკრები გენერალურ რეპეტიციამდე 9 დღე დარჩა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, ჩვენი ეროვნული გუნდი დასკვნით ამხანაგურ მატჩს 11 აგვისტოს მოლდოვაში გამართავს. ამ თამაშისთვის ეროვნულში გამოძახებულთა შემადგენლობა დღეს გაცხადდება. თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მოლდოვასთან მატჩისთვის გროზნოს "ტერეკის" 30 წლის ნახევარმცველი ლევან გვაზავა გამოიძახა.

ეს ინფორმაცია "ტერეკის" ოფიციალურმა ვებგვერდმა და სხვა რუსულმა საიტებმაც გაავრცელეს. ცნობისათვის, გვაზავა აქამდე არასდროს ყოფილა გამოძახებული საქართველოს ნაკრებში. არა და, ლევანს ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ ახალგაზრდულში თამაშის შემდეგ, ეროვნულის მაისურას მოირგებდა და ამას "ლელოსთან" საუბარშიც არ მალავდა. გვაზავამ ამ რამდენიმე წლის წინ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. ამჯერად კი მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობას დაიბრუნებს. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ლევან გვაზავა ამ კვირის ბოლომდე თბილისში ჩამოვა და საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელ პასპორტსაც მიიღებს.

საქართველოში ლევან გვაზავა მხოლოდ ორ კლუბში თამაშობდა - მშობლიურ ხობის "კოლხეთში" (1996-99) და ბათუმის "დინამოში" (2005-06). "ტერეკის" ნახევარმცველს გროზნომდე 4 უცხოურ კლუბში აქვს ნათამაშები - კიშინიოვის "ზიმბრუში" (2000-03), ვლადიკავკაზის "ალანიაში" (2004-05), ნალჩიკის "სპარტაკში" (2006-07), ვლადივოსტოკის "ლუჩში" (2007-08). საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ლევან გვაზავას 9 მატჩში 2 გიოლი აქვს გატანილი. ავტორიტეტულ ვებგვერდ ტრანსფერმარკტ.დე-ს მიერ გვაზავა 500 ათას ევროდ არის შეფასებული.

ლევანი 180 სმ სიმაღლისაა და რუსული პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, "ტერეკის" რიგებში 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. ლევან გვაზავას და სხვა ფეხბურთელთა დარად, მოლდოვასთან გასვლითი ამხანგური მატჩისთვის ყაზანის "რუბინის" მცველი ლაშა სალუქვაძეც არის გამოძახებული. სამწუხაროდ, შაბათს, "ზენიტთან" სანკტ პეტერბურგში გამართული შეხვედრის პირველივე წუთებზე ზენიტელ ტომაშ გუბოჩანოსთან ორთაბრძოლაში სალუქვაძე დაშავდა.

სამწუხაროდ, ლაშას ექიმის ჩარევამაც ვერ უშველა და საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. რუსულ ვებგვერდ სპორტსდაილყ.რუ-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ლაშა სალუქვაძის იძულებითი პაუზა 3 კვირას გასტანს. შესაბამისად, 11 აგვისტოს მატჩისთვის სალუქვაძე უკვე გამოაკლდა ნაკრებს. იმედია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო, 3 სექტემბრის, საბერძნეთთან გასვლით მატჩამდე ლაშა სალუქვაძე მწყობრში იქნება.

თემურ ქეცბაია სამშობლოში ზეგ, 4 აგვისტოს დაბრუნდება. ჩვენი ნაკრები 9 აგვისტოს დილით გაემგზავრება კიშინიოვში და 11 აგვისტოს თამაშისთვის მოლდოვაში მოემზადება. შეგახენებთ, რომ 10-11 აგვისტოს მოლდოვური ფეხბურთის 100-წლოვანი იუბილე აღინიშნება და კიშინიოვში ჩვენი ორი გუნდი ითამაშებს. ეროვნული ნაკრებების მატჩამდე, 10 აგვისტოდ ჩვენი სხვადასხვა თაობის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები მოლდოვას ვეტერანთა კრებულთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

"ლელო"
ნანახია: 731 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!