ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 02:42


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 12 » გუგა ხვიჩია - ქართველი საბერძნეთის 18-წლამდელთა ნაკრებში
10:41
გუგა ხვიჩია - ქართველი საბერძნეთის 18-წლამდელთა ნაკრებში


უცხო ქვეყნების ნაკრებებში მიწვეულ ქართველთა შორის კიდევ ერთი ჩვენებური, 17 წლის გუგა ხვიჩია აღმოვაჩინეთ. გუგა ამჟამად საქართველოშია და გავესაუბრეთ.

- საბერძნეთში როგორ მოხვდი?
- ქუთაისელი ვარ, 1993 წელს დავიბადე. საქართველოში გავიზარდე და ხონის "იმერეთის" საფეხბურთო სკოლაში ვთამაშობდი. ხუთი წელია, რაც საბერძნეთში ვარ. იქ მშობლებთან ერთად ჩავედი და, ცხადია, ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობდი. გამიმართლა და ბერძენმა ახლობელმა"პანათინაიკოსის" საფეხბურთო აკადემიაში სინჯებზე მიმიყვანა. აკადემიის მფლობელი ყოფილი ფეხბურთელი ვასილის კარაფიალისია. ამ კაცმა პირველივე ვარჯიშზე შემამჩნია, კაბინეტში დამიბარა და მენეჯერობა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან საბერძნეთში ალალბედზე წავედი, არავინ მიცნობდა და ასეთი თანამდგომი მჭირდებოდა.

აკადემიაში 2007 წელს ჩავირიცხე და ორი წელი ვვარჯიშობდი, საიდანაც კარაფიალისმა გადამიყვანა კლუბ "გლიკანერაში", სადაც ბოლოს ვთამაშობდი. ექვსი თვე ვითამაშე დუბლშემადგენლობაში, შემდეგ კი - ძირითად გუნდში.

გასული წლის ზაფხულში საბერძნეთის 18-წლამდელთა ნაკრებში პეტროს ციგულისმა მიმიწვია, 5 ამხანგური შეხვედრაც ჩავატარე და ხუთივე ძირითადში: ორჯერ კვიპროსს შევხვდით, სამჯერ ბერძნულ გუნდებს. ახლა დროებით საქართველოში დავბრუნდი.

- რატომ?
- როდესაც ნაკრებში თამაშზე მიდგა საქმე, პრობლემები შეიქმნა. მითხრეს, გვარი გადაიკეთეო, მაგრამ ამას არ ვაპირებ, ქართველობას ფეხბურთის კი არა, არაფრის გამო არ დავთმობ. ჩემი მშობლებიც ასე ფიქრობენ. არადა, ამის გამო პრობლემები კლუბთანაც შემექმნა და დროებით საქართველოში დავბრუნდი. თუ საბერძნეთში ყველაფერი უმტკივნეულოდ მოგვარდა, ისევ წავალ, თუ არა - დავრჩები და ფორმას რამენაირად შევინარჩუნებ. ხონის "იმერეთში" ბიძაჩემი მუშაობს და ვივარჯიშებ.

- გვარის შეუცვლელად საბერძნეთის ნაკრებში არ გათამაშებდნენ?
- ოფიციალურ შეხვედრებში არ მათამაშებდნენ. შემოთავაზება ახლაც ძალაშია, მაგრამ თავს ვიკავებ. იყო შემოთავაზებები სხვა გუნდებიდანაც, მაგრამ გუნდთან პრობლემები ისეთ დროს შემექმნა, სატრანსფერო ფანჯარა დახურული რომ იყო და ვერაფერი მოვახერხე.

- საბერძნეთის მოქალაქე ხარ?
- მოქალაქე არ ვარ, მაგრამ მაქვს საბუთი, რომელიც ნებისმიერ დროს ჩასვლის და თამაშის უფლებას მაძლევს.

- საქართველოში არ გიცნობენ. აქაურ ნაკრებში თამაში არ გსურს?
- როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემთვისაც ოცნებაა ჩვენს ნაკრებში თამაშია. გულშემატკივარი არ მიცნობს, მაგრამ სპეციალისტებს ემახსოვრებათ, რომ წელიწადნახევრის წინ გიორგი დევდარიანი დამიკავშირდა, უცხოეთში მოთამაშე სამი ბიჭი 17-წლამდელთა ნაკრებში ვიყავით მიწვეული, მაგრამ რადგან სეზონი იყო, საბერძნეთში თამაშები მქონდა და შეკრებაზე დავიგვიანე, სულ ხუთი ვარჯიში იყო დარჩენილი. შემდეგ ჩემს კლუბს დავუბრუნდი და მას მერე ნაკრებში არ გამოვუძახებივარ.

- საბერძნეთში საქართველოდან წასული ბევრი ფეხბურთელია?
- გამიგია, რომ საკმაოდ ბევრი თამაშობს, მაგრამ არც ყველას გვარი ვიცი და არც ის, ვინ სად ირიცხება. ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ პირველ ლიგაში ლუკა ხომასურიძე თამაშობს, რომელიც ძალიან ნიჭიერი ბიჭია.
ნანახია: 761 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!