ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 22:54


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » გიყვართ ფეხბურთი?!...
01:41
გიყვართ ფეხბურთი?!...



რამდენიმე წლის წინ ჯამლეტ ხუხაშვილმა ორიგინალურად დაამთავრა თავისივე საიუბილეო საღამო – მაშინდელი „რკინიგზელთა სახლის" დარბაზიდან კოლეგები მიიწვია სცენაზე და სათითაოდ წარუდგინა მაყურებლებს. გარეთ გამოსვლისას, პეტერბურგიდან ჩამოსული გენადი ორლოვი წამომეწია და მეუბნება: დავთვალე და თვრამეტი კომენტატორი გყოლიათ თბილისში, ამდენი კი მთელ რუსეთში არაა... რუსეთში კი არა ალბათ ბრაზილიაშიც გაუჭირდებათ თვრამეტი კომენტატორის გამოძებნა – ვუპასუხე და ორივეს გაგვეცინა, რადგან სამართლისგან შორს არ ვიყავით.

ჩემს მეგობარ გენადი ორლოვს აღარ ვუთხარი, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრს თავისი ტელევიზია აქვს და სპორტული კომენტატორებიც ჰყავს.

თუ ჩვენ ახლა  ქართულ სპორტულ გაზეთებში და ჟურნალებში მომუშავე საფეხბურთო მიმომხილველებისა და ტელევიზიასა და რადიოში ფეხბურთზე ლაპარაკით გატაცებულთა რაოდენობას გავიხსენებთ, ეჭვიც არ მეპარება – ამ სფეროში მსოფლიო ჩემპიონები ვართ, რასაკვირველია, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით.

უნებურად მახსენდება, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ ჩვენს პრესაში წაიკითხავდით: საქართველო მსოფლიოში პირველია 100 000 მცხოვრებზე ექიმთა რაოდენობითო და რა დასამალია, ასეთი ინფორმაცია მაშინ საამაყო იყო.

თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ახლა ფეხბურთში, გავბედავ და ვიტყვი – პოლიტიკაშიც. თუმცა, პოლიტიკა და ფეხბურთი თუ დაშორდება ერთმანეთს უფრო აჯობებს.

ბუნებრივია, რადგან სახლში ტელევიზორიცა და რადიოც გაქვთ, შეგიძლიათ რამდენიც გინდა უსმინოთ და უყუროთ – ვერც ვერავინ დაგიშლით და აგიკრძალავთ (ცოლი და სიდედრი არ მყავს მხედველობაში)! გაზეთსა და ჟურნალს ყიდულობთ – იკითხეთ ბატონო, ეს თქვენი ნებაა.

მაგრამ, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, რომ თავი აარიდოთ დაუოკებელი ფანტაზიისა და გაქანების საფეხბურთო „გურმანებს", რამდენიმე ფაქტს შემოგაშველებთ პროფილაქტიკის მიზნით:

... ხომ გახსოვთ, გაცეცხლებულმა დავით ყიფიანმა ერთხელ ხმამაღლა განაცხადა – წერეთ და იკითხეთო! ამის შემდეგ კიდევ უფრო გადაეკიდნენ. ალბათ ისიც გახსოვთ, მანამდე ალექსანდრე ჩივაძე იყო ამოჩემებული...

...ბათუმიდან დამირეკეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა – რეპორტაჟს ვუყურებთ და ტელევიზორის ფანჯრიდან გადაგდების დიდი სურვილი გვაქვსო. ჩემი ზოგიერთი თბილისელი მეგობრის ნაცადი მეთოდი შევთავაზე: რეპორტაჟის ნახვა გაეგრძელებინათ ქართული მუსიკის თანხლებით. შუაღამისას ისევ დამირეკეს: ახლა მშვენიერ ხასიათზეც ვართ, ტელევიზორიც გადაგვირჩა და წაგების მიუხედავად, ქეიფის სურვილიც გაგვიჩნდაო…

ფეხბურთთან დაკავშირებული ახალი ფილოსოფიის წაყრუების მართლაც მრავალი საშუალება არსებობს. მაგრამ, ისევ და ისევ და შესანიშნავ ფეხბურთელს ჯუმბერ ხაჟალიას არ უნდა დავუკარგოთ ფასდაუდებელი ამაგი:

1964 წლის გაზაფხულზე, როსტოვში, ქუთაისის „ტორპედომ" 0 – 7 წააგო შეხვედრა არმიის სპორტული კლუბის გუნდთან. ამ მატჩის რეპორტაჟი საქართველოს რადიომ გადასცა, ხოლო მეორე დღეს ქუთაისში, ბაღის კიდეზე ფეხბურთის გულშემატკივრები ჯუმბერ ხაჟალიას შემოეხვივნენ და საყვედურებით აავსეს: რა დაგემართათ ჯუბა! გაუშვით ერთი, ორი, სამი... შვიდი რა ამბავია, არ გრცხვენიათ, სიმწრისგან აღარ დაგვეძინაო. ჯუმბერ ხაჟალიას პასუხი ნაღდი ქუთაისური იყო – ნერვებს რაღას იშლიდით, მეოთხე გოლის შემდეგ რადიო უნდა გამოგერთოთო...

თუ ატყობთ, გარშემო ვუტრიალებ სათქმელს, რადგან ვხედავ: ფეხბურთის ცოდნის გამომჟღავნების სურვილი მეტად მოძალებულია დღევანდელ საქართველოში, თუმცა, სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება საფრთხე – ჩვენი ფეხბურთისაგან განსხვავებით...

 

დავით ქლიბაძე

ნანახია: 813 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!