ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:57


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 14 » გიორგი ნავალოვსკი: "მე და მარცვალაძემ წვერი შოვინისტი რუსების ჯიბრზე მოვუშვით"
00:22
გიორგი ნავალოვსკი: "მე და მარცვალაძემ წვერი შოვინისტი რუსების ჯიბრზე მოვუშვით"


გიორგი ნავალოვსკიმ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" პრემიერლიგის საგზური მოიპოვა და იმედოვნებს, რომ ახლა მაინც არ წააწყდება "ანჟის" მსგავს უმადურობას. საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი თბილისში სეზონის დასრულების შემდეგ ჩამოვიდა და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- გიორგი, რუსეთის პრემიერლიგაში მეორე გუნდი გადაიყვანეთ, მაგრამ გასული წლის მწარე გამოცდილება გვაშინებს - ქართველები ახალ სეზონშიც თამაშგარე მდგომარეობაში ხომ არ აღმოჩნდებით?
- ”ვოლგასთან” კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში მიმთავრდება და იმედია, წლეულსაც ”ბიტლებივით” არ დავიშლებით. თავისთავად ცხადია, ”ვოლგას” გაძლიერება აუცილებელია. სხვაგვარად პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება გაგვიჭირდება. მაგრამ არა მგონია, ”ანჟის” ვარიანტი განმეორდეს, რადგან ნიჟნიში მახაჩყალაზე ბევრად მეტ ნდობას და სიყვარულს ვგრძნობთ.

ჩემს თავზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ბიჭებს ვინ შეელევა? ოთარ მარცვალაძე კი არ თამაშობს, დაფრინავს. ”კრასნოდართან” 0:1 ვაგებდით და ჰეთ-თრიქი ისე შეასრულა, მოწინააღმდეგე გონზე ვერ მოვიდა. ყველამ ვიცოდით ოთარის შესაძლებლობები, გასულ სეზონში ”ანჟიშიც” კარგ ფორმაში იყო, მაგრამ წლეულს სრულად გაიხსნა და კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. პირველ ლიგაში 21 გოლის გატანა ძალიან რთულია, სულ ბრძოლა და ომია და მარცვალაძის შედეგიანობით ყველა გაოცებულია.

არადა, სეზონის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა პრესტიჟულმა გამოცემამ წლის ფეხბურთელად ”ხიმკის” თავდამსხმელი ანდრეი ტიხონოვი დაასახელა, ოთარს კი მხოლოდ ბომბარდირის და საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი ერგო. ტიხონოვიც თავდამსხმელია და თორმეტ შედეგიან ფორვარდშიც ვერ მოხვდა, მისი ”ხიმკი” კი ჩემპიონატში მეცამეტეზე გავიდა. მოკლედ, თავი ვერც ტიხონოვმა გამოიჩინა და ვერც მისმა გუნდმა და მაინც მარცვალაძეზე წინ დააყენეს. აი, ასეთი კურიოზული დაჯილდოება ჩატარდა.

მეეჭვება გაუშვან ედიკ საჯაია, რადგან მთელი სეზონი სტაბილურად და კარგად გამოიყურებოდა. ”ყუბანის” შემდეგ, ყველაზე ცოტა გოლი რომ გავუშვით, მისი დამსახურებაცაა.

გოჩა ხოჯავამ კი გულშემატკივრებს თავი გადმოსვლისთანავე შეაყვარა. ბურთს ვერავინ ართმევდა და გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი იყო.

სხვათა შორის, ”ნიჟნი ნოვგოროდთან” ფრედ რომ ვითამაშეთ და პრემიერლიგაში გადავედით, ვიღაც-ვიღაცებს გული გაუსკდათ - თბილისში დაბადებულმა ქურთებმა სტადიონზე საქართველოს დროშა მოიტანეს, რომელიც თამაშის შემდეგ გამოვართვით და ტრიბუნების წინ ვაფრიალეთ.

- ამ საქციელით რუსები არ გააღიზიანეთ?
- სხვა ქალაქში გაღიზიანდებოდნენ, მაგრამ არა ნიჟნი ნოვგოროდში. ბევრ ქალაქში ჩვენს გასაგონად ყვირიან ”ვპერიოდ რუსკიე”, ნიჟნიში კი მსგავსი რამ არ მომხდარა. ხომ ამბობენ, რომ ქართველები შავები და წვერებიანები ვართ? ამის გამო, მე და მარცვალაძემ წვერი შეგნებულად მოვუშვით და ამით ჩვენს ქართველობას გავუსვით ხაზი. მერე ვთქვით, წვერი პრემიერლიგაში გადასვლამდე არ გავიპარსოთო და ბოლოსწინა ტურამდე, მთელი ორი თვე მართლა ასე დავდიოდით.

- რომელი უფრო სოლიდური კლუბია - ”ვოლგა” თუ ”ანჟი”?
- ერთმანეთს ვერც შევადარებ, რადგან ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, ფეხბურთის ცოდნაც მეტია და პროფესიონალიზმიც. მახაჩკალა კი მაინც პროვინციაა. რაც მთავარია, ნიჟნიში თავს ბევრად უფრო კარგად ვგრძნობთ, რადგან იქაური რუსები თბილი ხალხია. მოსკოვში ქუჩაში გამვლელს რაიმე რომ ჰკითხო, შეიძლება, ზედ არ შემოგხედოს, ნიჟნიში კი თან გადაგვყვებიან.

კლუბიც ისეთია, წასვლა არ მინდა: ათასნაირი გუნდი არსებობს, ბევრგანაა ენის მიმტანი, ზოგან ჩაკეტილი და არამეგობრული კოლექტივია. ”ვოლგა” ამ მხრივაც გამორჩეულია, რადგან ჩვენი პრეზიდენტი ალექსეი გოიხმანი უბრალო და გულიანი ადამიანია და ეს გუნდზე აისახება. პრეზიდენტი ყველგან ”ბატონოსთან” ასოცირდება, ეს კაცი კი ბატონოთი და მამის სახელით მიმართვას გვიკრძალავს, ჩვენთან ერთად ხუმრობს და ერთობა. ”ვოლგაში” მეორე წრიდან მივედი და თავი რუსეთში კი არა, საქართველოში მეგონა. ეგაა, საკმაოდ ცოტა გულშემატკივარი გვყავდა, მხოლოდ სეზონის ბოლოს დაიწყეს ტრიბუნების შევსება. ალბათ, ადრე ჩვენი პრემიერლიგაში გადასვლის ბევრს არ სჯეროდა. ”კრასნოდარს” პირველი წრემდე მთელი 11 ქულით ჩამოვრჩებოდით და ბოლოს 8 ქულით გადავასწარით.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო
"
ნანახია: 696 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!