ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 00:23


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აპრილი » 23 » გიორგი მერებაშვილი: "სერბეთის და საქართველოს ჩემპიონატები ძალიან განსხვავდება"
14:46
გიორგი მერებაშვილი: "სერბეთის და საქართველოს ჩემპიონატები ძალიან განსხვავდება"

სერბეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ვოივოდინას ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილს დღეს სერბეთში დავუკავშირდით და კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს შეეხო საუბარი. ქვემოთ გაეცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვოივოდინას ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილთან ინტერვიუს.

იმედი მაქვს, რომ ნაკრები დიდ წარმატებებს მიაღწევს და გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს.


გიორგი თავდაპირველად კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბროთ, რამდენიმე დღის წინ ვოივოდინამ სერბეთის ნახევარ ფინალში პარტიზანი დაამარცხა და ფინალში გააღწია, რა კომენტარს გააკეთებ ამასთან დაკავშირებით?

კომენტარი არ ჭირდება, რომ პარტიზანი სერბეთის ჩემპიონატში ცრვენა ზვეზდასთან ერთად ლიდერია და ყოველთვის სასიხარულოა პარტიზანის დამარცხება თასის ნახევარფინალში, თან მისსავე მოედანზე. გუნდში კარგი განწყობაა და ყველანაირად ვეცდებით, რომ თასი ავიღოთ.


კლუბი მიმდინარე სეზონში რა მიზანს ისახავს?

როცა გუნდში მოვედი, თავიდანვე მითხრეს, რომ თასის აღებას ვგეგმავთო, კლუბს თავისი ისტორიის განმავლობაში არც ერთხელ არ მოუგია თასი და გვინდა, რომ პირველად დავეუფლოდ თასს ვოივოდინას ისტორიაში.

საინტერესოა შენი აზრი, რამდენად განსხვავდება საქართველოსა და სერბეთის ჩემპიონატები ერთმანეთისგან?

ძალიან განსხვავდება.

კერძოდ?

სისწრაფით და ბრძოლისუნარიანობით, თუმცა ძალიან მოიკოჭლებენ ტექნიკით, თუ არ ჩავთვლით პარტიზანსა და ცრვენა ზვეზდას.

გიორგი მოდი ეროვნულ ნაკრებსაც შევეხოთ, თემურ ქეცბაიასთან მუშაობა რამდენად მომგებიანია შენთვის და შენი მომავალი ხედვა როგორია ნაკრებისა?

მე მახსოვს თემურ თამაშები და ყოველთვის მომწონდა თუ როგორ იხარჯებოდა მინდორზე, რომ გუნდისთვის სარგებელი მოეტანა, როგორც მწვრთნელი ძალიან წარმატებულია და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება. იმედი მაქვს, რომ ნაკრები დიდ წარმატებებს მიაღწევს და გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს.

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში კამერუნის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება, შენი კომენტარი ამ მატჩთან დაკავშირებით როგორი იქნება?

ძალიან კარგი იქნება მართლაც და ნაკრები რაც უფრო მეტ ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს მით უფრო კარგი იქნება. მეტოქეს რაც შეეხება, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს.

დიდი მადლობა გიორგი და წარმატებები შენს პირად კარიერაში.

შეგახსნებეთ, რომ გიორგი მერებაშვილის გუნდი, სერბეთის ჩემპიონატის გათამაშებაში მეხუთე ადგილზე იმყოფება და 37 ქულა გააჩნია.
თორნიკე ცირამუა
fanebi.com


ნანახია: 828 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!