ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:24


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » გიორგი გაბედავა: `თუ კარგი პირობები იქნება, შესაძლოა, `ილიჩევეცში` დავრჩე`
23:02
გიორგი გაბედავა: `თუ კარგი პირობები იქნება, შესაძლოა, `ილიჩევეცში` დავრჩე`


გიორგი გაბედავა მიმდინარე წლის ზამთრის სეზონში საფეხბურთო კლუბ "გაგრადან" მარიუპოლის "ილიჩევეცში"გადავიდა. კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია - თითქოს ფეხბურთელი "გაგრამ" და მისმა ხელმძღვანელობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს "გაარიდა".  გიორგი ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ არაფერი სმენია: "ვიცი, რომ ზუგდიდში ჩემით დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ რა გართულებები მოჰყვა ამ ამბავს, ეგ არ ვიცი. თუ ვერ შეთანხმდებოდნენ კლუბების ხელმძღვანელები, ძალით ხო ვერ გადამიყვანდნენ?"

 

მარიუპოლის "ილიჩევეცში” იჯარით გადასული გიორგი გაბედავა თავდაპირველად შეცვლაზე შეჰყავდათ მოედანზე, შემდეგ შეხვედრებში კი ნდობა გამოუცხადეს. ქართველი თავდამსხმელი ბოლო თამაშებში მოედანზე ძირითად შემადგენლობაში ჩნდებოდა და მისი თამაში დადებით შეფასებას იმსახურებდა. ფეხბურთელმა, უკრაინაში თამაშის განმავლობაში, გოლის გატანაც მოახერხა გიგიაძის "ტავრიასთან" (იმ მატჩში შეცვლაზე შევიდა).

 

გაბედავამ მალე გაიარა გუნდში  ადაპტაცია და ფეხბურთელებთან იოლად შევიდა კონტაქტში. "მეგობრული გუნდია და ფეხბურთელებსაც კარგად შევეწყვე, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ  მოსვლის დღიდან. ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთანაც, მენდობა, ბოლოხანს ძირითადში მიწევს თამაში", - აღნიშნა ფეხბურთელმა.

 

თავდამსხმელმა ისიც გვითხრა, რომ არ გასჭირვებია უკრაინაში თამაში და იქ მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებიც კარგად გამოიყურებიან მინდორზე: "განსაკუთრებით კობახიძე მომეწონა, ძალიან კარგად თამაშობს. როგორც ამბობენ, ქართველებს უჭირთ სხვა ჩემპიონატში თამაშიო, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მე არ გამჭირვებია.  ისე, გააჩნია ფეხბურთელსაც...

ზოგადად, ქართულ და უკრაინულ ჩემპიონატს შორის საგრძნობი განსხვავება არ არის, აქ ინფრასტრუქტურა და მოედნებია კარგ მდგომარეობაში, რაც საქართველოში ფუფუნების საგანია"...

 

Goli.ge-ს გადაცემა "ფეარ პლეიში" საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ხშირად საუბრობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ჩემპიონატებზე, ქართველების ამ ქვეყნებში გადაბარგებასა და ანაზღაურების საკითხებზე. "გაბეს" ვკითხეთ, გადავიდოდა თუ არა სათამაშოდ აზერბაიჯანში ან სომხეთში მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ. "ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ  ანაზღაურებაზე, მინდა უკეთეს ჩემპიონატში ვითამაშო", - ასეთი პასუხი მივიღეთ კითხვაზე.

ეროვნულ ნაკრებზე საუბრისას ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ: "საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი ყველა ფეხბურთელს აქვს, ეს თითოეულ მოთამაშეზეა დამოკიდებული, ვინც დაიმსახურებს, იმას გამოიძახებენ. მე ჯერ არავინ შემხმიანებია, მაგრამ იმედი მაქვს, ეს დღეც დადგება".

 

5 მაისს უკრაინის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონის ბოლოს წინა მატჩს "გაბეს" გუნდი ლობჟანიძის, კანკავასა და გოცირიძის "დნეპრთან" გამართავს. "უკრაინის პრემიერლიგაში უკვე ყველაფერი გარკვეულია, მშვიდად მივდივართ "დნეპრთან" სათამაშოდ", - აღნიშნა გაბედავამ.

 

 "ილიჩევეცი" უმაღლეს ლიგაში დარჩა, დარჩება თუ არა გუნდში გაბედავა, ამას სეზონის ბოლოს გადაწყვეტს: "გააჩნია რას შემომთავაზებენ, თუ კარგი პირობები იქნება, შესაძლოა დავრჩე კიდეც. ჯერ კიდევ 2 შეხვედრა გვაქვს გასამართი და მერე გაირკვევა ყველაფერი. თან გუნდისა და ჩემს სურვილზეა დამოკიდებული სამომავლოდ რა როგორ იქნება", - დასძინა მან.

 


მირანდა სურმანიძე

goli.ge

ნანახია: 829 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!