ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 22.11.2017, 19:17


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 18 » გიორგი ჭანტურია "ვიტესისთვის" "ჩელსიში" მოემზადება
10:22
გიორგი ჭანტურია "ვიტესისთვის" "ჩელსიში" მოემზადება


17 წლის თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიაზე გუშინ ახალი ამბავი გავიგეთ. მან ჰოლანდიურ "ვიტესთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის თაობაზე გიორგის რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- "ვიტესთან" სამი დღის წინ გავაფორმე კონტრაქტი და უკვე ამ კლუბის წევრი ვარ, მაგრამ ჯერჯერობით ჰოლანდიურ გუნდში თამაშის უფლება არ მაქვს.

- ეს როგორ გავიგოთ?
- აპრილში 18 წლის გავხდები, ჰოლანდიის კანონების მიხედვით სრულწლოვნად ვიქნები და მერე შემეძლება თამაში.

- ჰოლანდიაში აქამდეც იყავი.
- დიახ და მხოლოდ ვვარჯიშობდი "ვიტესში", ერთ საკონტროლო შეხვედრაშიც ვითამაშე, რომელიც 2:1 მოვიგეთ და გადამწყვეტი გოლი გავიტანე.

- გავიგეთ, "ვიტესის" მთავარ მწვრთნელ ფერერთანაც გისაუბრია.
- ფერერი არნემში გადასვლამდე "ბარსელონას" მეორე გუნდს წვრთნიდა და იქიდან მიცნობს. მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები. მითხრა, აპრილამდე კარგად უნდა მოემზადო და 18 წლის რომ გახდები, მთავარ გუნდში თამაშს შეგაჩვევო.

- მერედა, შეძლებ, ასეთ მოკლე დროში გუნდში დამკვიდრებას?
- თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. მოვემზადები და იმედია, შევძლებ. საკუთარ თავზე მუშაობა არ მეზარება, რეჟიმის დაცვაც არ მიჭირს და ყველანაირად შევეცდები აპრილამდე დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო.

- აპრილამდე სათამაშო პრაქტიკა არ გექნება.
- მანამდე სამი სანაკრებო პაუზაა, რასაც გუნდები ამხანაგური მატჩებისთვის იყენებენ. ამას გარდა, სეზონის განახლებამდე "ვიტესი" რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს და, იმედია, მათამაშებენ.

- ესპანეთიდან ჰოლანდიაში გადასული სხვა გარემოსა და სხვა ყაიდის ფეხბურთში აღმოჩნდი.
- ასეა, მაგრამ ადაპტაცია არ გამიჭირდება. "ვიტესში" გურამ კაშიაა, ერთ კორპუსში ვცხოვრობთ, ერთი სართული გვყოფს. ჰოლანდიაში ყოფნისას კლუბის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაც არაერთხელ ვნახე. ძალიან დიდ ყურადღებასა და ნდობას იჩენს ჩემს მიმართ, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია და ამისათვის მისი მადლიერი ვარ.

- ვიცოდით, რომ ლონდონში, "ჩელსიშიც" უნდა ჩასულიყავი.
- მართალია, უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ არ ვყოფილვარ, ისე მოგვარდა ეს საკითხი. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, თებერვალში ერთი თვით "ჩელსიში" გამიშვებენ და "ვიტესის" მთავარ გუნდში სათამაშოდ იქ მოვემზადები. მეორე გუნდში ამხანაგურ მატჩებში ვითამაშებ და ეს ძალიან წამადგება.

- ამ შემოდგომაზე 19-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ითამაშე. გაისად ისევ ამ გუნდში იქნები თუ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს უმიზნებ?
- 19-წლამდელებში თამაში გაისადაც შემიძლია, მაგრამ ჩემი მიზანი ზედა სანაკრებო საფეხურებზე ასვლაა. დისკვალიფიკაცია უკვე მოვიხადე და გაისად ყველანაირად შევეცდები, 21-წლამდელთა ნაკრებში თამაში დავიმსახურო.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 277 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!