ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 12.12.2017, 21:11


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 28 » გილოცავთ, ბატონო ზვიად!
10:53
გილოცავთ, ბატონო ზვიად!


გუშინ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საარჩევნო ყრილობის მონაწილე ფედერაციის კიდევ ხუთმა სუბიექტმა პრეზიდენტობის კანდიდატად ფედერაციის მოქმედი თავკაცი ზვიად სიჭინავა წარადგინა და წარმდგენთა ოდენობამ ოცს უწია:

1. თბილისის "ვიტ ჯორჯია"
2. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
3. ზუგდიდის "მგლები"
4. შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
5. იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
6. კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
7. გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
8. ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
9. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
10. ვეტერანთა კავშირი
11. ეზოს ფეხბურთის ასოციაცია
12. პლაჟის ფეხბურთის ასოციაცია
13. საფეხბურთო სკოლების ასოციაცია
14. ქუთაისის "ტორპედო"
15. ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
16. საქართველოს მსაჯთა და მსაჯების დამკვირვებელთა კავშირი
17. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
18. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
19. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფედერაცია
20. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია

ჯერჯერობით სიჭინავა არ წარუდგენიათ: აფხაზეთის, თბილისის, ქვემო ქართლის ფედერაციებს, ფუტსალისა და ინვალიდთა ასოციაციებს, პროფლიგას, თბილისის "დინამოს", "ზესტაფონს", "ოლიმპს", "სპარტაკს", "სამტრედიას", "კოლხეთს" და "სიონს".

თუმცა საერთო გეზს ისინიც ვერ დაუპირისპირდებიან, თუ ამ მარაქაში არც გაერევიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყრილობაზე ალტერნატიული კანდიდატურის წამოყენებაც არავის უფიქრია.

სიჭინავას კონკურენტი არ ეყოლება, ცხადია, სხვა ვერ გაიმარჯვებს და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 22 იანვარს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად სიჭინავამ გაიმარჯვა. ყრილობას 33 ხმოსანი დელეგატი დაესწრება, გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გაირკვევა, სიჭინავამ კი ხმების უმრავლესობა (20) უკვე დაიჯავშნა და ძნელი წარმოსადგენი არ არის, დანარჩენები რა პოზიციას დაიკავებენ.

ჯერ კიდევ 15 დეკემბერს ვწერდით, ყრილობის გამართვის ვადას მნიშვნელობა არ აქვს, მომგები (სიჭინავა) მაინც მოიგებსო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რედაქციაში წინასწარმეტყველები გვყავს, უბრალოდ, ლოგიკის ამბავია.

მართალია, ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობა ოფიციალურად 22 იანვარს გაფორმდება, მაგრამ მანამდე ლოდინს აზრი არ აქვს და ზვიად სიჭინავას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას დღესვე ვულოცავთ.

მას პირველად ირჩევენ სრული ვადით და ახლა მაინც მიეცემა საშუალება, ფედერაციაში საკუთარი ჩანაფიქრი განახორციელოს.


ნანახია: 231 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!