ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 13:36


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 6 » გიგიაძის საიუბილეო, მე–200 მატჩი
00:29
გიგიაძის საიუბილეო, მე–200 მატჩი

ვასილ გიგიაძემ  უკრაინის ჩემპიონატში 200 მატჩი ჩაატარა. საიუბილეო მე–200 შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელმა "ჩერნომორეცთან" გამართა. აღნიშნულ მატჩში გიგიაძემ მხოლოდ 4 წუთი ითამაშა.  ერთ–ერთ უკრინულ გაზეთთან საუბრისას ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა: " 200 შეხვედრა ჩავატარე უკრაინის ჩემპიონატში, მაგრამ მოედანზე გატარებულმა მხოლოდ 4–მა წუთმა ის ემოცია ვერ მომიტანა, რასაც ამ დროს განიცდიან ხოლმე. თუმცა ფეხბურთელის მოედანზე გაყვანა–არგაყვანის საკითხი მწვრთნელების გადასაწყვეტია".

საუბრისას გიგიაძემ სიმფეროპოლის "ტავრიაში" ჩატარებული პირველი შეხვედრაც გაიხსენა "ვიორსკლას" წინააღმდეგ გამართული, რომელიც ფრედ 0–0 დასრულდა. ასევე მე–100 მატჩიც, რომელიც თავდამსხმელმა "კრივბასის" შემადგენლობაში ჩაატარა, ამჯერად "ტავრიას" წინააღმდეგ.  "იმ შეხვედრაში საგოლე პასიც ჩავაწოდე და ყვითელი ბარათიც მივიღე", – იხსენებს გიგიაძე.

            "პენალტების საუკეთესო შემსრულებელი ხართ, რამე საიდუმლო ხერხი ხომ არ იცით, რითაც მეკარეების სუსტ წერტილს სათქვენოდ იყენებთ", – დაინტერესდა უკრაინელი ჟურნალისტი.  რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: " კი, მე ყოველთვის დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში. თუმცა მქონდა ცუდი მომენტებიც... "ჩერნომორეცთან" ვიტალი რუდენკო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. რაც მთავარია, მსგავსი ფაქტები ჩემზე გავლენას არ ახდენს, საკუთარი შესაძლებლობების 100 %–ით მჯერა!"

            ქართველი ფეხბურთელი ყველაზე ეფექტურად "დინამოსთან" გატანილ გოლს მიიჩნევს. იმ შეხვედრაში "ტავრიამ" 3:2 იმარჯვა.

            უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი თავდამსხმელის სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა. კითხვაზე ხომ არ აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ სიმფეროპოლში დარჩენას, ქართველმა ფეხბურთელმა ასე უპასუხა: "აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ ჩემი ნამდვილი სახლი საქართველოა. 32 წლის ვარ და ისევ ვაპირებ თამაშს. სამწუხაროდ, ნაკრებში თამაშზე უარის თქმა მომიხდა, რათა კონცენტრირება კლუბზე მომეხდინა".

უახლოესი შეხვედრა "ტავრიას" გიგიაძის ყოფილ გუნდთან "კრივბასთან" აქვს. თავდამსხმელი ფიქრობს, რომ საინტერესო დუელი შედგება.

            ვასილ გიგიაძეს "ტავრიასთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

ნანახია: 862 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!