ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 17.04.2024, 02:03


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 3 » გიგა ბეჭვაია: `გელა გომელაურისნაირი მწვრთნელი თუ მეყოლება, ევროტურნირზე საერთოდ არ ვითამაშებ`
23:06
გიგა ბეჭვაია: `გელა გომელაურისნაირი მწვრთნელი თუ მეყოლება, ევროტურნირზე საერთოდ არ ვითამაშებ`

http://www.witgeorgia.ge/all/ALL-2009/GUNDI-2009/BIG/giga%20bechvaia.jpg
"ვიტ ჯორჯია" გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ჩავარდნებით თამაშობს. სეზონის დასაწყისში ბევრი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა კლუბიდან და გუნდიც ახალგაზრდა მოთამაშეების იმედზე დარჩა.

 

თუ რა გეგმები აქვს გუნდს წელს და რისი მიღწევაა შესაძლებელი ამ შემადგენლობით, გიგა ბეჭვაიას ვთხოვეთ ამაზე საუბარი, თუმცა მოულოდნელად, ხუთმა ‘ვიტჯორჯიელმა” გადაწყვიტა ჩვენთან სტუმრობა და ვეტერინარების ვიცე კაპიტანთან გასაუბრების შემდეგ ახალგაზრდებმაც ისაუბრეს სამომავლო მიზნების შესახებ.

 

 

 

- ოთხი თამაში წააგეთ ზედიზედ, ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა გუნდმა ამ სეზონში და ნიშნავს თუ არა იმას ეს, რომ ჩემპიონატის დონე ამაღლდა თუ უბრალოდ, გუნდია ცუდ ფორმაში?

 

- ჩემპიონატის დონე ამაღლდა და გუნდი ცუდად ნამდვილად არ თამაშობს, უბრალოდ, არ გაგვიმართლა ბოლო თამაშები, სამი თამაში ლიდერებთან წავაგეთ მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებების გამო, ესეც უნდა აღინიშნოს.

 

- თავად ახსენეთ და გკითხავთ, ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებთ მსაჯებს, მარტო მსაჯების ბრალია გუნდის ეს შედეგი, ახდენენ ისინი თქვენ თამაშების შედეგებზე გავლენას?

 

- გუნდი ცუდად არ თამაშობს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზეზი ეს არ არის წაგებული  თამაშების. ჩვენ "ზესტაფონთან" და "დინამოსთან" გოლები არ ჩაგვითვალეს და არის კიდევ ბევრი წვრილმანი. ეს ორი თამაში ნამდვილად მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებების გამო წავაგეთ, იყო სხვა მომენტიც, ზუგდიდთან ძალიან კარგად ითამაშა გუნდმა, ერთხელ დაგვირტყეს და გაგვიტანეს, თან მაშინაც წესების დარღვევით გავიდა გოლი, ადამაძე წააქციეს და წესით ჯარიმა უნდა დაენიშნათ ჩვენს სასარგებლოდ.

 

- თუმცა იყო დრო, როდესაც "ვიტ ჯორჯიას" ადანაშაულებდნენ მსაჯების მოსყიდვაში და თქვენს მიმართ ჰქონდათ სხვა გუნდებს პრეტენზიები...

 

- ახლა ჩვენ ვადანაშაულებთ იმ გუნდებს იმავეში, თუ მასეა.

 

- მიუხედავად იმისა რომ "კოლხეთი" დიდი ანგარიშით დაამარცხეთ, მწვრთნელი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო იყო და ხარვეზებზე საუბრობდა, რა არ მოეწონა კოჭლაშვილს?

 

- უკმაყოფილო იყო? მე ვფიქრობ, რომ ფოთთან გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ანახა, პირველ ტაიმში 0:0 დასრულდა, მეორე ტაიში კი შედეგზე აისახა ხარისხი და მგონი საინტერესო თამაშიც ვაჩვენეთ. "კოლხეთს" შანსი არ ჰქონდა ჩვენთან. გოლიც ყველა ეფექტური გამოვიდა.

 

-  "ვიტ ჯორჯიადან" ყოველწლიურად მიდიოდნენ ფეხბურთელები, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს იმას, რომ ვიტ ჯორჯიას მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა, წელსაც მოხდა ასე, წავიდა ბევრი ფეხბურთელი, მაგრამ გუნდი სამეულში აღარ ხვდება. ამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ მოიმატა, ახალგაზრდა ფეხბურთელები აღარ არის საკმარისი წარმატებისთვის?

 

- ადრე გუნდი უშვებდა 2-3 ფეხბურთელს და ახლა ერთბაშად, შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი. სამეულში არა, მაგრამ ოთხეულში ვართ. ახალგაზრდა ფეხბურთელები ძალიან კარგად თამაშობენ და სულ ცოტა ხანში ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ.

 

- ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანე უკვე გოლი, პოზიციით მცველი ხარ, ეს გარკვეულწილად, ხომ არ ნიშნავს, რომ გუნდს აქვს გამტანის პრობლემა, რადგან ფორვარდებს იშვიათად გააქვთ?

 

- არა გუნდს არ აქვს გამტანის პრობლემა.

 

- გუნდმა ოთხ წაგებულ თამაშში ერთი ბურთის გატანაც ვერ შეძლო?

 

- კი გაგვქონდა, მაგრამ არ გვითვლიდნენ გოლებს.

 

- გუნდი მეშვიდე ადგილიდან მეოთხე ადგილზე დაბრუნდა ისევ. ლიდერებს 6 და 5 ქულით ჩამორჩებით, რა მიზნები გაქვთ წელს, ამ შემადგენლობით რისი მიღწევაა შესაძლებელი?

 

- აუცილებლად უნდა გავიდეთ ევროტურნირებზე და ვიბრძოლებთ თასისთვის.

 

- ევროტურნირზე იმისთვის აპირებთ გასვლას, რომ შემდეგ 0:6  წააგოთ ისევ?

 

-  იმიტომ, რომ ერთი ეტაპი მაინც გადავლახოთ. გელა გომელაურისნაირი მწვრთნელი თუ მეყოლება, ევროტურნირზე საერთოდ არ ვითამაშებ. მისი ბრალი იყო 6:0 რომ წავაგეთ. მწვრთნელი არ ჰყავდა გუნდს. გასვლაზე იგივე შემადგენლობა ვიყავით და 0:0 ვითამაშეთ.

 

- "სამტრედიასთან" გიწევთ გასვლა, ეს გუნდი გასულ ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე იყო თქვენი, ქულის წამოღებას მაინც შეძლებთ სამტრედიიდან?

 

-  გაგვიჭირდება, იმიტომ,  რომ მაყურებელია ძალიან აგრესიული, სტადიონიც არ ვარგა. მესამე წელია ეს გუნდი ძალიან უხერხული მეტოქეა ჩვენთვის, მაგრამ ამჯერად ვეცდებით ნავსი გავტეხოთ და მოვიგოთ სამტრედიაში.

 

- თქვენ ხომ საერთოდ არ გაქვთ სტადიონი, ამაზე რას იტყვით? მცხეთის სტადიონი 30 ოქტომბერს უნდა ჩაბარებულიყო, ბოლო-ბოლო გეღირსებათ იმ სტადიონზე დაბრუნება?

 

-  ოთხი დღის უკან ვიყავით სტადიონზე, დასრულებულია ბალახის დაგება, ჩვენც არ გვეგონა ასე თუ იყო საქმე, გასახდელებიც გამზადებულია, სკამების დამონტაჟება მიდის და ძალიან მოგვეწონა ბიჭებს. დროის ფაქტორია, ახლა კაუჩუკს დაყრიან, დაჯდება და დავრბუნდებით. თან, მცხეთაში მაყურებელიც დადიოდა ჩვენს თამაშებზე.

 

- ფინანსურად როგორი სიტუაციაა გუნდში, შარშან ბევრს ამბობდნენ, რომ კრიზისი იყო თქვენთანაც...

 

- ყველაფერი რიგზეა, ხელფასები ნამდვილად არ გვიანდება. პრემიას შეიძლება დააგვიანდეს ცოტა და ესაა სულ, ამ მხრივ, ნამდვილად მშვიდობაა ჩვენთან.

 

 

 

კითხვას ამჯერად ახალგაზრდა ფორვარდი ბექა ზარაძე პასუხობს:

 

- ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში აღარ შეუძლიათ ბარაბაძეს, ვაწაძეს, ივანიშვილს, ახლა თქვენ გიწევთ ამ ფორმაციის ნაკრებში თამაში და კადრების პრობლემებიცაა. თუ გიფიქრია ამაზე, რომ უკეთ ითამაშო და თავი მოაწონო მწვრთნელებს?

 

- ნაკრებში თამაში ყველას მიზანი და ოცნებაა. ნაკრებში რომ მოხვდე, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ამაზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა და ვეცდები ჩემპიონატში თავი გამოვიჩინო.


 

- ხშირად ფლანგზე გათამაშებენ, ან მეორე თავდამსხმელად, შენთვის იდეალური ადგილი რომელია?

 

- მეორე თავდამსხმელად და ფლანგზეც. მირჩევნია, რომ მყავდეს პარტნიორი, რომელიც მომამარაგებს პასებით.

 

- გუნდი ბევრმა ფორვარდმა დატოვა, "მარიბორთან" გამოჩნდი მნიშვნელოვან შეხვედრაში. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, შენ კი, ძირითადში ისევ არ ჩანხარ, ხომ არ ზარმაცობ?

 

- არა, არ ვზარმაცობ ნამდვილად, მაგრამ ასე გამოვიდა. ფსიქოლოგიური მომენტია უფრო, ბევრი შანსი გავუშვი ხელიდან და დროთა განმავლობაში ამას აუცილებლად დავძლევ. ჯერ მხოლოდ ორი გოლის გატანა შევძელი მიმდინარე ჩემპიონატში, ვნახოთ, რა იქნება.

 

 

"ოლიმპთან" წინა წრეში თამაშის შემდეგ ძირითადში აღარ გამოჩენილა გიორგი ვასაძე, რომელმაც ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა გვითხრა, რომ რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა.

 

გიორგი ვასაძე: "წინა თამაშში მაისაშვილმა მიიღო ტრავმა და ნაადრევად მოუხდათ მისი შეცვლა. ვითამაშე ჩვეულებრივად და უკვე მწყობრში ვარ".

 

 

ალექსანდრე კვახაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ, დაცვის ცენტრში გურამ ადამაძე დგას. ახალგაზრდა ფეხბურთელი საკმაოდ სტაბილურია, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატში "ვიტ ჯორჯიას" წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი გოლი აქვს გაშვებული. ამას ადამაძე თავისი მიზეზით ხსნის:


 

" ოთხი წელია გუნდში ვარ. ხან კვახაძესთან, ხან ლომაიასთან ერთად მიწევდა თამაში. ამან თავისი გამოცდილება მოიტანა. რაც შეეხება გაშვებულ გოლებს და პრობლემებს, ეს ახალგაზრდული ფაქტორით აიხსნება. მეტი გამოცდილება და დრო ამ პრობლემას მოაგვარებს".

 

 

"მარიბორთან" გასვლით შეხვედრაში თავი გამოიჩინა გიორგი ჯანელიძემ, რომელიც გუნდს სლოვენიაში ლიდერად მოევლინა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა წააგო.

 

- „მარიბორთან" გასვლითი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარე, გულშემატკივრები ალაპარაკდნენ, რომ ქართველებს ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი ეყოლებოდათ, შენ კი შემდეგ აღარ გამოჩნდი, თითქოს დაიკარგე და იმედები გაგვიცრუე, რამე მოხდა?

 

- ტრავმა მივიღე და ამის შემდეგ გამიჭირდა ფორმაში დაბრუნება.  იცით რაშია საქმე? იქ,  ევროპაში, ადვილია ფეხბურთის თამაში, იმიტომ რომ იქ ფეხბურთს თამაშობენ და ჩვენთან ანტიფეხბურთია. ახლა აქტიურად ვვარჯიშობ და ვნახოთ".


goli.ge
ნანახია: 828 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!