ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 20.07.2017, 17:36


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » გია ჭანტურია ისევ ფეხბურთსა და "ოლიმპში"...
11:41
გია ჭანტურია ისევ ფეხბურთსა და "ოლიმპში"...

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/chanturia_medium.jpg


გია ჭანტურია რუსთავის "ოლიმპში" დააბრუნეს. გასული სეზონის შედეგების მიხედვით, 36 წლის მეკარე კოლეგებს შორის საუკეთესოდ დასახელდა, ზაფხულში კი... გუნდიდან გაუშვეს. ამ გადაწყვეტილებამ მაშინ ბევრი კითხვა დაბადა - 36 წლის მეკარე (და მარტო მეკარე?) სხვა ქვეყანაში თუ ჩვეულებრივი მოვლენაა, საქართველოში რატომ უნდა იყოს გასაკვირი? თუმცა მაშინ რუსთაველებმა უფრო ახალგაზრდა მეკარეების დაწინაურება გადაწყვიტეს...

ჭანტურიამ ერთი კვირის წინ გვითხრა, რომ ფეხბურთიდან წავიდა და ჯერ არ იცოდა, რა გზას დაადგებოდა. თუმცა გუშინ ის "ოლიმპის" ვარჯიშზე გამოჩნდა. როგორც შევიტყვეთ, რუსთავული კლუბის ხელმძღვანელობამ მას "ოლიმპში" დაბრუნება (შესაბამისად, კარიერის გაგრძელება) სთხოვა.

ინფორმაცია თავად ჭანტურიამაც დაგვიდასტურა: "რუსთავში მართლა დავბრუნდი. "ოლიმპიდან" ფოთში წაგების შემდეგ დამიკავშირდნენ და სამთვიანი შესვენების შემდეგ, დღეს გუნდთან ერთად პირველად ვივარჯიშე. მართალია, ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ რადგან მიმიწვიეს, ხელშეკრულებასაც მოვაწერ ხელს. ზაფხულში არავინ არ მიწვევდა და ამის გამო ბუცები, როგორც იტყვიან, ლურსმანზე ჩამოვკიდე... მეგობრებთან ერთად ლამის ყოველდღე ვთამაშობდი, მაგრამ გართობა და სერიოზული წვრთნა სხვადასხვა რამაა. ამის მიუხედავად, ვარჯიშის განახლება არ გამჭირვებია".

მე-8 ტურში "სამტრედიასთან" (რუსთავში) ჭანტურიას თამაში გამორიცხულია. ის ჯერ ფორმას აღიდგენს, კონტრაქტს გააფორმებს და ამის შემდეგღა ითამაშებს.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 243 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!