ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 09:09


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 11 » ღირსება გავალდებულებთ !!!
17:50
ღირსება გავალდებულებთ !!!
http://a.pix.ge/k/jh49v.jpg

 ორიოდე დღეა, რაც "ვიტ ჯორჯია" უკრაინული შეკრებიდან დაბრუნდა. ბოლო შეხვედრა ვიტელებმა ადგილობრივ "კრიმტემპლიცასთან" ჩაატარეს და ანგარიშით 3-1 დამარცხდნენ. თუმცა ახლა ეს არ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მთავარი ის არის, რომ შეხვედრის მეორე ტაიმის შუაწელს "ვიტ ჯორჯიას" ათიანმა - გიორგი ბერიაშვილმა  საკუთარი მწვრთნელი - გელა გომელაური გალახა. ამის შესახებ ვერც გავიგებდით, რომ არა უკრაინული გუნდის საიტზე დადებული ვიდეომიმოხილვა, რომლის ქრონომეტრაჟში ეს მომენტიც არის შესული. ამის შესახებ ამ მოახლოებული ევროსარბიელის წინ არ ვაპირებდით დაწერას, თუმცა სხვა ქართულ საიტებზე უკვე გავრცელდა და ჩვენც გადავწყვიტეთ არ დაგვეხუჭა თვალი ამ ფაქტზე. ვიდეო გუშინ გავრცელდა და გუშინვე დაიწყეს გულშემატკივრებმა იმის გამოცნობა, თუ რატომ მოხდა ეს ფაქტი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სათადარიგო სკამზე ჯდომით განაწყენებულმა ბერიაშვილმა ახლა იჯერა გული მწვრთნელზე. მეორე ვარიანტი ამბობს, რომ ბერიაშვილმა მომენტი გააფუჭა, რამაც გომელაური გააბრაზა, ფეხბურთელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჩხუბიც ამიტომ "აიწია". ფაქტი ერთია, მოხდა ძალიან ცუდი ინციდენტი, რამაც ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთხელ ჩასცა მახვილი. ასეთი ფაქტები აღარ გვიკვირს, თუმცა უკვე ქვეყნის ფარგლებს გასცდა, ქართველებმა სტუმრად უკრაინაშიც გაახერხეს "ღირსეული" საქციელი. უკრაინელები კი გაკვირვებისგან მხრებს იჩეჩდნენ, 'ეს რა დავინახეთო'... "ვიტ ჯორჯიას" დევიზი - "ღირსება გვავალდებულებს" აქ დაიმსხვრა. გუნდის მხრიდან ოფიციალურ განცხადებებს ჯერ არავინ აკეთებს. საინტერესოა ისიც, რომ "ვიტ ჯორჯიას" საიტზე დევს აღნიშნულ მატჩში, თუ რა შემადგენლობით ითამაშა გუნდმა. ყურადღებას იქცევს ის, რომ გიორგი ბერიაშვილი შემადგენლობაში ნახსენები არ არის. ეს კი არა მგონია, შემთხვევით გამორჩენოდათ. გუნდი საიმედოდ აპირებდა ამ ინციდენტის შენახვას, თუმცა უკრაინელებმა სააშკარაოზე გამოიტანეს ეს ამბავი.  ჩვენ დავუკავშირდით ჯერ-ჯერობით "ვიტელ" ირაკლი კლიმიაშვილს, რომელმაც გაიკვირვა და "არ ვიცი"-ს თქმით შეეცადა თავი აერიდა ამ შეკითხვას. არადა, ვიდეოში კარგად ჩანს თვით კლიმიაშვილიც. ირაკლის მის მომავალზეც ვკითხეთ, დატოვებს თუ არა კლუბს, თუმცა არც ამის შესახებ იცის ჯერ გადაწყვეტით. დავუბრუნდეთ "ვიტ ჯორჯიას" განხეთქილების ამბავს. როგორც გავრცელდა, გიორგი ბერიაშვილი გუნდმა ტრანსფერზე დააყენა. სწორედ ეს შეიძლება მივიღოთ "ვიტ ჯორჯიას" ოფიციალურ პასუხად. ბერიაშვილი "ვიტ ჯორჯიას" დატოვებს, მაგრამ ამით ქართულ ფეხბურთს რა?! გუნდი ევროსარბიელზე იწყებს გამოსვლა და საინტერესოა ასე "შეკრული" გუნდი რა შედეგს მიიღებს. ჩვენ ყველანაირად წარმატებებს ვუსურვებთ გუნდს, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ "ვიტ ჯორჯია" ევროპის ლიგაზე ღირსეულად გამოვა.


(ვიდეო გამოქვეყნებულია ჩვენი საიტის ვიდეო-განყოფილებაშიც)


ბექა დოგრაშვილი
    
ნანახია: 799 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!