ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 17:38


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 16 » "გეფლე" 1-2 "დინამო" თბ.
00:33
"გეფლე" 1-2 "დინამო" თბ.
უეფას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი:
http://b.pix.ge/w/03btw.gif1-2
http://b.pix.ge/s/z7wmj.png


 გუშინ  სტოქჰოლმში ,,რასუნდა''-ზე გაიმართა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც ,,გეფლე''-მ თბილისის ,,დინამო''-ს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის 11-წუთზე ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა. ქართველ ფორვარდს ასისტენტობა დონალდ ჯიუსმა გაუწია. მასპინძლებმა 51-ზე ბერგრენის 11-მეტრიანით ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ,,დინამოელებმა” შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს და 87-წუთზე ლევან ხმალაძემ ასევე 11-მეტრიანი შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.
აღსანისნავია, რომ ”ხმალას” მსაჯმა პირველივე ცდიდან გატანილი პენალტი არ ჩაუთვალა და მეორედ დაარტყმევინა.
ამ გამარჯვებით ,,დინამო''-მ დიდი ნაბიჯი გადადგა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად, რომლის კენჭისყრაც ხვალ გაიმართება.
განმეორებითი შეხვედრა 1-კვირაში 22-ივლისს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება და 20:00-ზე დაიწყება, იმედი ვიქონიოთ, რომ ,,დინამო'' განმეორებით მატჩშიც შეძლებს მეტოქის დამარცხებას და თავაწეული გავა მესამე ეტაპზე.
,,დინამო''-მ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლორია, კაკუბავა, თომაშვილი, ხმალაძე, კახელიშვილი, ედნილსონი, კოშკაძე (76 ფირცხალავა), თექთურმანიძე, ჯუისი, რობერტინიო (34 ლეკვთაძე), ვაწაძე (82 მეტრეველი).
34-წუთზე ტრავმა მიიღო რობერტინიომ, იმედია მისი ტრავმა არ აღმოჩნდება სერიოზული. ყვითელი ბარათები კი თექთურმანიძემ და კახელიშვილმა დაიმსახურეს, საბედნიეროდ დისკვალიფიკაცია არცერთ მათგანს არ ექნება.
მთელი მატჩის განმავლობაში შვედეთში მცხოვრები დაახლოებით 50 ქართველი გულშემატკივარი რასუნდას სტადიონის ტრიბუნებიდან ძალიან აქტიურად და ომახიანად ქომაგობდა ჩვენს გუნდს. ასეთმა მხარდაჭერამ შორეულ შვედეთში შინაური ატმოსფერო შეუქმნა ჩვენს ფეხბურთელებს.  შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ჩვენმა თანამემამულეებმა ხანგრძლივი ოვაციებით გამოაცილეს დინამოელები სტადიონიდან.

http://b.pix.ge/b/8q94l.jpg


http://a.pix.ge/f/y6nx7.jpg

ნანახია: 817 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!