ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 04:44


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » იანვარი » 12 » გელაშვილი "ზესტაფონიდან" "სპარტაში" მიდისო
16:03
გელაშვილი "ზესტაფონიდან" "სპარტაში" მიდისო


ქართული კლუბებიდან რჩეული ფეხბურთელების მიგრაცია არავისთვის არაა სიახლე, მით უმეტეს, თუ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია და თანაც ახალგაზრდაა. გუშინ გავიგეთ, რომ ზესტაფონელი ნიკოლოზ გელაშვილი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლეგიონერთა რიცხვს შეუერთდება. ბუნებრივია, ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და თავდაპირველად თავად ფეხბურთელს დავუკავშირდით. ნიკამ ჩვენი ინფორმაცია გაიკვირვა. მოგვიანებით კლუბშიც დავრეკეთ და გვითხრეს, რომ ნიკას კონტრაქტი აქვს კლუბთან და ამ ეტაპზე მისი ტრანსფერის საკითხი არ განიხილება.

კლუბის ოფიციალური პოზიცია გასაგებია, მაგრამ ზესტაფონელთა მეგოლის შესახებ ჩვენ სხვადასხვა ინფორმაცია გვაქვს. ერთი წყაროს მტკიცებით, გელაშვილი გუნდთან ერთად გაემგზავრება ესპანურ შეკრებაზე, მარბელას თასზეც ითამაშებს და ახალ გუნდში მერე გადავა. მისით დაინტერესებული კლუბი სწორედ მარბელას თასის ერთ-ერთი მონაწილეა და ეს გუნდი, სავარაუდოდ, პრაღის "სპარტაა", ვისთანაც ზესტაფონელებს ამ ტურნირის პირველი მატჩი აქვთ.

მეორე ვერსით, გელაშვილით ბელგიური (სავარაუდოდ "გენკი"), გერმანული (მეორე ბუნდესლიგის), ჰოლანდიური (ერედივიზიონის) და ერთიც ავსტრიული (მთავარი ბუნდესლიგიდან) კლუბია დაინტერესებული და ნიკა მათგან ერთ-ერთის მაისურას მოირგებს. თუ რომლის, ამას მოლაპარაკებების პროცესი გვიჩვენებს.

მესამე წყაროს ინფორმაციით, გელაშვილს ისრაელში, ჰაიფას "მაქაბიში" ვიხილავთ. ეს კლუბი ლადო დვალიშვილს დათმობს და მის შემცვლელად სწორედ ნიკას მიიჩნევს. ზოგის მტკიცებით კი ნიკა უჩა ლობჟანიძის გზას დაადგება და უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" გადავა, მაგრამ ეს ვარიანტი ყველაზე შორს გვგონია რეალობიდან.

ცნობისათვის, გელაშვილმსა სეზონის პირველ ნახევარში "ზესტაფონში" 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიას თანაკლუბელ რატი წინამძღვრიშვილთან ერთად ლიდერობს. თუმცა ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ გაუტანია, 8 მატჩი მშრალად ჩაატარა. 25 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 400 ათასი ევროა.

ერთი სიტყვით, კლუბში გელაშვილის შესაძლო ტრანსფერს არ ადასტურებენ, მაგრამ ჩვენი ინფორმაცია სხვაზე მეტყველებს. როგორც იტყვიან კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და ვნახოთ.







ნანახია: 718 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!