ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 07:58


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 5 » გეგუჩაძის წინასამატჩო პრესკონფერენცია (ვიდეომასალა)
16:02
გეგუჩაძის წინასამატჩო პრესკონფერენცია (ვიდეომასალა)
 


"ზესტაფონი" - "კარპატი"

ხუთშაბათი - 20:00 - ზესტაფონი ”დავით აბაშიძე”

მსაჯი: ტომი სკერვენი (ნორვეგია)

"ზესტაფონის" სავარაუდო შემადგენლობა:  კვასხვაძე - ალადაშვილი, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა -დაუშვილი, აფციაური, ძარია, გრიგალაშვილი - გელაშვილი, დვალი.

"კარპატის" სავარაუდო შემადგენლობა: ტლუმაკი - ფედეცკი, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ოშიპკო - გოდვინი, ტკაჩუკი, ხუდობიაკი - კოჟანოვი, ბატისტა, გურული.

ტრავმირებული : ბენაშვილი - გოლოდიუკი.
დისკვალიფიცირებული : არავინ.



 გუშინ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ზესტაფონის" მწვრთნელი გიორგი გეგუჩაძე ცდილობდა თავი მშვიდად და საკუთარ თავში დარწმუნებულად წარმოედგინა, თუმცა იგრძნობოდა, რომ ის ღელავდა. საინტერესოა ისიც, რომ ყველა შეკითხვა დასმულ იქნა უკრაინელი ჟურნალისტების მხრიდან.

- არის თუ არა თქვენი გუნდი მზად და ტრავმები ხომ არ აწუხებს თქვენს მოთამაშეებს?
- იმედი მაქვს, რომ ყველა მოთამაშე მზად იქნება ხვალინდელი შეხვედრისთვის, თუმცა სავარაუდოდ, გოგი ფიფია ცხელების გამო ვერ ითამაშებს.

- ამინდი თამაშზე იქონიებს ზეგავლენას?

- არა მგონია, რომ მშობლიური კლიმატი ჩვენთვის უპირატესობა იყოს. ასეთ ცხელ ამინდში თამაში ძნელია, როგორც ჩვენთვის ასევე ჩვენი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის. პრაქტიკულად გამორიცხულია სწრაფი თამაში. ასე რომ, ორივე გუნდს ექნება ბრძოლა არა მარტო ერთმანეთთან არამედ ამინდთანაც. ხვალინდელ
შეხვედრაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფეხბურთელთა ნებისყოფასა და გამძლეობას.

- რას იტყვით მინდვრის საფარის შესახებ?
- ჩვენ 2 კვირის მანძილზე ვმუშაობდით ხარისხიანი მინდვრის საფარის მისაღებად. ამ საქმეში ჩვენ დიდი რაოდენობით ფული და ენერგია ჩავდეთ, თუმცა ვაღიარებ, რომ დავმარცხდით - საფარი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში. მინდორი ორივე გუნდისთვის თანაბარ მდგომარეობაში იქნება.

- ლვოვში ჩატარებული მატჩის შემდეგ, როგორ განვლეთ მოსამზადებელი პერიოდი? ჩაატარეთ საკონტროლო სპარინგ თამაშები?
- მატჩის მეორე დღეს, ჩვენ გამოვფრინდით სამმშობლოში და იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა ერთი დღით დასვენების საშუალება მივეცით. რაც შეეხება, სპარინგ მატჩს, ჩვენ არ გვქონდა დაგეგმილი,  ვარჯიშები მიმდინარეობდა ჩვეულებრივ რეჟიმში.

- როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით ლვოვიდან?
- ამ შემთხვევაში, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლვოველებს, რომლებმაც ნამდვილი უკრაინული სტუმართმოყვარეობით მიგვიღეს. იმედი მაქვს, რომ როგორც ჩვენ მოგვეწონა ლვოვში სტუმრობა ასევე კომფორტულად იგრძნობენ თავს აქ "კარპატის" დელეგაციის წევრები. თუმცა ცხადია, ჩვენგან სტუმართმოყვარეობას მინდორზე არ უნდა ელოდოთ.

- რას უნდა ველოდოთ ხვალინდელი მატჩისგან?

- მე მაღელვებს ანგარიში 0-1. ეს ორივე გუნდისთვის სახიფათო შედეგია. მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ "კარპატის" მცირე უპირატესობის მიუხედავად, სტუმრები მაინც შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ. ჩვენ კი
თვით ღმერთმა მოგვისაჯა შეტევა. ვფიქრობ, რომ ხვალინდელი თამაში სავსე იქნება საინტერესო მოვლენებით, თუმცა პირველივე წუთებიდან არცერთი გუნდი არ წავა წინ მთელი ძალებით.  

- "კარპატის" რომელი მოთამაშის გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მგლის შიშით - ტყეში არ უნდა შეხვიდე. "კარპატი" ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ჰყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი, თუმცა პერსონალურად არცერთის დასახელება არ მინდა.

- თქვენი მოთამაშეებიდან ყველაზე მეტად ვისი გეიმედებათ?
-მოედანზე ვინც გამოვა, ყველას იმედი მექნება. ვიმედოვნებ, რომ ყოველი მათგანი მზად იქნება გადამწყვეტი როლი შეასრულოს და გახდეს მატჩის გმირი.



 ბექა დოგრაშვილი









ნანახია: 942 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!