ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 05:31


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 18 » გადალახული "ეკვატორი"
15:15
გადალახული "ეკვატორი"

 

ზემოიმერელთა ავსტრიულმა შეკრებამ "ეკვატორი" გადალახა. სანქტ-პეტერბურგის "ზენიტთან" სპარინგ-შეხვედრის შემდგომი დღეები საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა მძიმე, თუმცა ნაყოფიერ შრომაში გაატარეს.

 

სანქტ ულრიჰის სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მინდორზე გია გეგუჩაძის. ხელმძღვანელობით ზესტაფონელები ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმში მუშაობენ. დილის ვარჯიშებზე ძირითადი დრო, როგორც წესი, გუნდის ფიზიკურ მომზადებას ეთმობა, საღამოს კი ფეხბურთელები უფრო მეტად ბურთთან მუშაობენ

”ზესტაფონის” ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან, სასიხარულოა ის, რომ საერთო ჯგუფში ვარჯიშს დაუბრუნდა გიორგი ხიდეშელი, რომელმაც ტრავმა პლზენის "ვიქტორიასთან" წინა შაბათს გამართული მატჩისას მიიღო.

გუშინდელ დილის ვარჯიშზე გუნდმა გაიარა ტესტირება, რომლის ძირითადი არსიც ფეხბურთელთა ძალოვანი თვისებების, გამძლეობისა და სისწრაფის მაჩვენებელთა შემოწმება გახლდათ. ტესტირებისას გუნდის მწვრთნელები ფეხბურთელების კონდიციებს ულტრათანამედროვე სისტემა ”Polar Team2”-ს მეშვეობით აკვირდებოდნენ.

ხვალ, 19 ივნისს მარგველები ავსტრიულ შეკრებაზე რიგით მესამე ამხანაგურ მატჩს გამართავენ - ქართველთა მეტოქე ბოლო წლებში ავსტრიული ფეხბურთის უპირობო ლიდერი, 2007, 2009 და 2010 წლების ბუნდეს-მაისტერი, ზალცბურგის ”რედ ბული ” იქნება. მატჩი ქალაქ ლეოგანგში გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.


  

 


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური








ნანახია: 862 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!