ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 19:23


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 8 » ევროპის ლიგა. ზესტაფონი ალადაშვილის გარეშე
15:00
ევროპის ლიგა. ზესტაფონი ალადაშვილის გარეშე
http://forum.ge/uploads/post-68-1222953424.jpg
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს საპასუხო მატჩებია. შინ 5:0 მოგების შემდეგ, "ზესტაფონი" სან მარინოს "ფაეტანოს" სტუმრად ეთამაშება. იმერელთა კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძის ინფორმაციით, გია გეგუჩაძის გუნდი სან მარინოში გუშინ თბილისიდა, ჩარტერული რეისით იტალიის ქალაქ რიმინიში ჩაფრინდა. ზესტაფონელები რიმინიდან 20 კილომეტრით მოშორებით, მონტე კოლომბოში, სასტუმრო "ვილია ლერიში" დაბინავდნენ. იმერელთა გუნდის თავკაც გია გეგუჩაის განკარგულებაში 19 ფეხბურთელია. ესენია:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;
მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ, ელიავა, მამუკა კობახიძე, კარენ მაკარიანი;
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა ბაბუნაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია.

როგორც ხედავთ, ზესტაფონელებს თან ახლავს თავდამსხმელი "ფაეტანოსთან" პირველ მატჩში დუბლის ავტორი ჯაბა დვალი. სქმე ის არის, რომ სანმარინოელებთან საშინაო შეხვედრაში დვალი დაშავდა და საპასუხო მატჩში მისი თამაში საეჭვო იყო, მაგრამ იმერელთა მეგოლე უკვე კარგად გრძნობს თავს და მოედანზე გასვლაც შეუძლია. "ფაეტანოსთა" ზესტაფონური შეხვედრაში გუნდის განაცხადში არ ყოფილა ნახევარმცველი თორნიკე აფციაური. როგორც გავიგეთ, აფციაური უკეთ არის, მაგრამ, ექიმებმა მას სრულად გამოჯანმრთელების მიზნით, გამოჯანმრთელება ურჩიეს. იმერლებს თან არ ახლავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ახალწვეული კახა ალადაშვილი. ამ 26 წლის ნახევარმცველმა ზესტაფონელთა კლუბთან, სამიოდე დღის წინ, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა უეფა განაცხადში მისი გვარი შეტანილი არ იყო და შესაბამისად გუნდს სან მარინოში ვერ დაეხმარება. მომდევნო რაუნდში ასპარეზობისას, ალადაშვილს უკვე შეეძლება "ზესტაფონის" რიგებში თამაში.

"ფაეტანოსთან" შინ 5:0 მოგების შემდეგ, ზესტაფონელების მომდევნო ეტაპზე გასვლაში, ეჭვი არავის ეპარება. იგივე ტენდენცია იგრძნობა "ფაეტანოს" მთავარ მწვრთნელ სერენო ურალდის მიერ სან მარინო ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარშიც.
"ძლიერ მეტოქესთან ამჯერად შინ გვიწევს თამაში. სტუმრად დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, ძნელია რაიმე მოტივაციაზე საუბარი. ჩემი ფეხბურთელებისგან მხოლოდ ერთს ვითხოთ, გვინდა ევროპის ლიგაზე გოლი გავიტანოთ და შევეცადოთ, შინ არ წავაგოთ".
დაბოლოს, "ფაეტანო"- "ზესტაფონის" მატჩი დღეს ფაეტანოში, "ოლიმპიკო სერავალეზე", თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეხვედრას ანდორელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. არბიტრი იგნასიო როზადოსი იქნება.

"ლელო"


______________________________________________________________________________________________________________________________________________________
  მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი საიტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. (http://pexburti.tk/)
________________________________________________________________________________________


ნანახია: 680 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!