ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 17:57


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 14 » ესპანეთში მოთამაშე ქართველი - გიორგი შიუკაშვილი
14:57
ესპანეთში მოთამაშე ქართველი - გიორგი შიუკაშვილი
 

 გიორგი შიუკაშვილი უკვე ხუთი წელია, რაც ესპანეთში ცხოვრობს და თამაშობს.
 ყველაფერი კი ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო აკადემია "ოლიმპიდან" იწყება. სწორედ აქ, მამუკა ფანცულაიას ჯგუფში დაიწყო გიორგიმ ფეხბურთის თამაში. დროთა განმავლობაში, მას სხვადასხვა პოზიციებზე უხდებოდა თამაში და ერთგვარ უნივერსალადაც კი ჩამოყალიბდა, თუმცა შიუკაშვილის ძირითადი ადგილი მაინც მარჯვენა მცველის პოზიციაზეა. მას ორივე ფეხით შეუძლია თამაში. რამდენიმე წლის შემდეგ, თორმეტი წლის გიორგი შიუკაშვილი ესპანეთში, კერძოდ კატალონიაში წავიდა და იქ განაგრძო საფეხბურთო კარიერა. თავდაპირველად, შიუკაშვილი ქალაქ კორდობის 13-დან 16 წლამდე ფეხბურთელთა უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, შედეგ მიიღო სერიოზული ტრავმა, რის გამოც 1 წელი გაუცდა. შარშან ის საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებში უნდა გამოეძახათ, თუმცა გარკვეული მიზეზების  გამო ეს ვერ მოხერხდა. სულ ახლახან, შიუკაშვილმა კონტრაქტი გააუქმა ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთ გუნდთან. ამჟამად ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებულია ისეთი გუნდი, როგორიცაა "ესპანიოლი". გარდა ამისა, ჩვენებურს ვარჯიშები ექნება კატალონიის სხვა გუნდებშიც: "Can Vidalet De Sant Andreu" და "FC Europa". თუ სად წავა გიორგი, ეს თვის ბოლოს გაირკვევა. სხვათაშორის, გიორგი შიუკაშვილი დასახელებულია,  ყველაზე დისციპლინირებულ ფეხბურთელად მთელ კატალონიაში. მას მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და ისიც ხელით თამაშის გამო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები საქმის კურსში არიან და  არაა გამორიცხული, წელს 17 წლის გიორგი შიუკაშვილი გიორგი დევდარიანმა მიიწვიოს ნაკრებში.
 რა თქმა უნდა, მეტად სასიხარულოა, როდესაც ქართველ ფეხბურთელს ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში აქვს თავის გამოჩენის საშუალება, როგორიც ესპანეთია. საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები ბოლო პერიოდში მომრავლდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაშის ნიჭი არ დაუკარგავთ. ეს ყველაფერი ხომ ისევ საქართველოს და ქართულ ფეხბურთს წაადგება?! ჩვენი საიტი წარმატებებს უსურვებს გიორგის, როგორც სპორტულ კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში.


ბექა დოგრაშვილი
ნანახია: 1775 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
4 MaRiAmi  
0
gioooo... waramatebes gisurveb.... dzalian kargi adamiani xar.. da vxedav pexburtelic dzalian kargi xar...gilocav ar vici...ra davwero sxva sityvebi ar myopnis... yochag....

3 იკო  
0
ახალგაზრდა მცველი და თან ქართველი ასეთი დისციპლინირებული ძალიან იშვიათია. იმედია ამ თაობის ბიჭები მაინც გააღვიძებენ მძინარე ქართულ ფეხბურთს. თუ გიორგი ამას წაიკითხავს მე წარმატებებსა და დიდ მომავალს ვუსურვებ.

2 DuBi_BuBI  
0
VaIme Shen Gexutune Gio me .. warmatebebs gisurveb chemo sixarulo mteli gulit..:*

1 nodo  
0
zalian sasiamovno informaciaa da imedia devdarians ar gamorcheba es bichi.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!