ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 13:53


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 13 » ეროსი
14:03
ეროსი


ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეროსი მანჯგალაძე განსაკუთრებული  პიროვნებაა! ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბორის პაიჭაძეს შევადარებ! რასაკვირველია, ბურთის ფლობას, ცრუ მოძრაობებს, კარში დარტყმას არ ვგულისხმობ. ეროსიმ, ისე როგორც ჩვენმა ლეგენდარულმა ფორვარდმა, ფეხბურთი შეაყვარა საქართველოს.

დახვეწილი საფეხბურთო გემოვნება, არტისტიზმი, ემოცია, ფანტაზია, ხმის ტემბრი – ეროსი მანჯგალაძის რადიორეპორტაჟები ხომ განუმეორებელი, დაუვიწყარია. ჯერ კიდევ არ ვიცნობდი, როცა „დინამოს" სტადიონი გადაიჭედა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობთა მატჩზე. რუსთაველის თეატრის გუნდში კარლო ღლონტი და ეროსი მანჯგალაძე გამოირჩეოდნენ. ეროსი ბურთს მიიღებდა – ერთი მეტოქის მოტყუება არ ჰყოფნიდა და ეს ტრიბუნებს ძალიან მოსწონდათ.

ეროსი და მიშა მესხი მეგობრობდნენ. საქართველოს რადიოში მისვლის მეორე თუ მესამე დღეს ჩვენი გაცნობისას უთხრეს – „მესხისტიაო". აბა ვინ უნდა იყოსო – განაჩენი გამოიტანა ეროსიმ და ჩვენი დაახლოებაც ასე დაიწყო. ახლა ძალიან ბევრი, მართლაც ისტორიული ეპიზოდების გახსენება შემიძლია, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ეროსი მანჯგალაძის სახელთან და ჩემდა საბედნიეროდ, ზოგიერთის მოწმე მეც ვიყავი. იმედს არ ვკარგავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს გავიხსენებ...

წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ეროსი მანჯგალაძეს – დიდ მსახიობსა და განუმეორებელ რადიოკომენტატორს, ნებისმიერი ჩვენთაგანის მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები უკავშირდება. ხშირად კურიოზული და ბუნებრივია – მოარულიც.

... ეროსიმ და დოდო აბაშიძემ ფუნიკულიორის რესტორანში მეგობრებთან  იქეიფეს და გდრ–ის ტურისტებთან ერთად ვაგონით ჩამოვიდნენ. ეროსი შინ წავიდა. დოდო აბაშიძე კი რუსთაველის პროსპექტზე რაღაც გაუგებრობაში მოჰყვა და კალინინის რაიონის მილიციაში აღმოჩნდა. ყველაფერი მალე გაირკვა, დოდო აბაშიძემ კი დეტექტიური ამბავი შეთხზა და მალე ეროსიც სახლიდან მიიყვანეს მილიციაში. დოდო და მილიციის უფროსი ნახევრად ღია კარს ამოეფარნენ და ისე უსმენდნენ ეროსის დაკითხვას, რომელსაც მორიგემ ბრალად  გერმანელი ტურისტების გალახვა წაუყენა.

        არაფერი მახსოვსო – თავი იმართლა ეროსიმ.

        მთვრალი იყავით, ესეც დანაშაულია და თან უცხოელ სტუმარს სცემეთო – კიდევ უფრო დაამძიმა ბრალდება მორიგემ.

ბოლოს და ბოლოს მორიგემ ეროსი დაარწმუნა, რომ საერთაშორისო მასშტაბის დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და თავის გადარჩენაზე ზრუნვა ურჩია...

        ვასილ პავლოვიჩი (ცეკას პირველი მდივანი  მჟავანაძე) გამიგებს და ნიკიტასთან მიშუამდგომლებს (ნიკიტა – საკავშირო ცეკას პირველი მდივანი – ხრუშჩოვი), ნიკიტა ხომ მისი ძველი მეგობარია! აქ ასე ჩავფარცხავ ამ საქმეს, მაგრამ გდრ–ს რანაირად გავაჩერებ, ულბრიხტს (გდრ–ის ცეკას პირველი მდივანი) რა ვუყო არ ვიციო – ხმამაღლა იყვირა ეროსიმ და მეორე ოთახიდან დოდო აბაშიძე და მილიციის უფროსი გამოვიდნენ სიცილით:

        ულბრიხტის საქმე ხაშზე გავარჩიოთო – ურჩიეს ნირწამხდარ ეროსის...

... დუბლების მატჩზე ერთად ვისხედით. შესვენებისას ეროსიმ ჩრდილოეთი ტრიბუნის მხარეს გაიხედა და მეუბნება: შეხედე, იმ ბიჭს რა სხვანაირი იერი აქვსო. გახედვისთანავე ვუთხარი: დავუძახოთ და ეჭვი არ მეპარება, რომ იმერელი აღმოჩნდება.

ხელი დავუქნიეთ, ის ბიჭიც ადგა და მორიდებით, რიგებს შორის ჩვენსკენ წამოვიდა – ულვაშიანი, კეხიანი ცხვირით და მოგრძო სახით, ფაფანაკი აკლდა.

                 სამტრედიელი ვარ ბატონოო – გვიპასუხა და უნდა გენახათ თუ როგორ გაიხარა ეროსიმ ასეთი კოლორიტული გარეგნობის ახლგაზრდა მისი უსაყვარლესი კუთხის შვილი რომ აღმოჩნდა.

სამტრედია და მშობლიური სოფელი ღანირი, შეიძლება ითქვას, რომ ეროსი მანჯგალაძის მუდმივი გატაცება იყო. თეატრისა და ფეხბურთის რეპორტაჟებისაგან თავისუფალ დროს, მხოლოდ იქ, თავისიანებში ატარებდა.

ეროსი მანჯგალაძე მთელ საქართველოს უყვარდა და არც ახლა ივიწყებს, მით უმეტეს ღანირი, სადაც ამ საღამოს, თუმცა ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ დიდი პატივისცემით აღნიშნავენ გამორჩეული ქართველის ეროსი მანჯგალაძის დაბადების 85–ე წელს!

 

დავით ქლიბაძე

 


ნანახია: 838 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!