ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 13:16


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 19 » ლეგიონერები: დვალიშვილმა "მაკაბიში" მეხუთე გოლი გაიტანა
09:52
ლეგიონერები: დვალიშვილმა "მაკაბიში" მეხუთე გოლი გაიტანა


ინგლისის ჩემპიონშიპში ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგის" მატჩი კი გადაურჩა დიდთოვლობას, მაგრამ ქართველს სტუმრად "დერბის" ძლევაში (2:1) წვლილი არ შეუტანია - "რედინგის" თავკაცმა ბრაიან მაკდერმოტმა სათადარიგოთა სკამს არ გააცილა. "რედინგი" 30 ქულით მე-7 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ საპრემიერლიგო პლეი ოფში 6 გუნდი გადის. საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის "ლე მანის" თამაში "ლავალთან" გადაიდო, თუმცა არა გვგონია, დიდიე ოვონოს ნაცვლად კვლავ ქართველს (როგორც ერთი კვირის წინ თასზე) ეთამაშა.

ლევან კობიაშვილმა და მისმა "ჰერტამ" სტუმრად "აუგსბურგთან" ომი გადაიტანა - სულ 4 ფეხბურთელი გააძევეს მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა. გუნდის ქართველმა ვიცე-კაპიტანმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ტრადიციულად, გერმანელები არ იშურებენ დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს - კობიაშვილი 62-ჯერ შეეხო ბურთს, 37 პასიდან 23 ზუსტი გამოუვიდა (62%) და კარისკენ ერთხელ დაარტყა. "შპორტალმა" მისი თამაში 4 ბალით შეაფასა, რაც კლუბში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნიშანია. ლიდერთა თამაშს 25 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, მათ 33-33 ქულა აქვთ. ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" (16 ქულა 16 თამაშიდან) დღეს ეწვევა ბერლინს და "უნიონს" შეხვდება.

იტალიაში სერია B-ს "ემპოლი" ტურინში "ტორინოსთან" 1:2 დამარცხდა, ლევან მჭედლიძე კვლავ არ ყოფილა მატჩის განაცხადში.

ჰოლანდიაში მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" "ბრედას" ესტუმრა და 10 კაცით მოთამაშე მეტოქეს დაუზავდა - 1:1. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, მან ყვითელი ბარათი მიიღო. "ვიტესი" 18 ქულით მე-15 ადგილზეა.

თურქეთში მოგების გემო გაიხსენა შოთა არველაძის "კაისერისპორმა", რომელმაც შინ "ბუკასპორი" 2:0 დაამარცხა. ალექსანდრე ამისულაშვილმა ამ შეხვედრაშიც შეუცვლელად ითამაშა.

"შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა უკეთ თამაში შეგვეძლო. ასე მგონია, მე უკეთ ვითამაშებდი. მძიმე ბრძოლაში სამი ქულა მოვიპოვეთ და ეს კარგია", - განაცხადა "კაისერის" ქართველმა თავკაცმა. ქართველთა გუნდი 32 ქულით მე-4 ადგილზეა თურქულ სუპერლიგაში.

ისრაელში სეზონში მე-5 გოლი გაიტანა ლადო დვალიშვილმა. "ლიგატ ჰაალის" ლიდერმა "მაქაბიმ" 3:0 მოუგო "ნეთანიას" და გუნდის მესამე გოლი ქართველის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ შარშან დვალიშვილმა 16 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. სტუმართა გუნდში სათადარიგო იყო გაგა ჩხეტიანი. ზურაბ მენთეშაშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო მისი "აშკელონი" სტუმრად 2:3 დამარცხდა "აშდოდთან". ქართველს ზედიზედ მეორე ტურია ყვითელი ბარათი არ მიუღია, რაც ამ სეზონში სულ მეორედ მოხდა.

საბერძნეთში გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისმა" 2:0 აჯობა "პანსერაიკოსს". ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა (გაფრთხილება). კრეტელებმა კი უიმედო აუტსაიდერობიდან თანდათან ცხრილის შუაში გადაინაცვლეს.

ადრე თუ ქართველი ლეგიონერები აზერბაიჯანში მაინც გამოირჩეოდნენ უხვგოლიანობით, ახლა ჩვენს სამეზობლოში ტური ტურს ისე მიყვება, რომ ჩვენებურთა ლამის 20-კაციან კოჰორტას გოლი ვერ გააქვს.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო კახა ცხადაძის "ინტერმა", რომელმაც დერბიში "ბაქი" 2:1 დაამარცხა. "ინტერში" სასტარტოში ოთხი ჩვენებური იყო: ილია კანდელაკი, დავით ოდიკაძე, ვალერი აბრამიძე და კახაბერ მჟავანაძე. ამათგან მხოლოდ ოდიკაძე შეცვალეს (84-ე წუთზე), გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. "ინტერი" 31 ქულით მე-4 ადგილზეა.

აზალ-ისა და "გაბალას" მატჩში (2:2) ქართველთა დუელი მეორე ტაიმში შედგა. მასპინძელმა ნუგზარ კვირტიამ 90 წუთი ითამაშა, სტუმარმა გოგა ბერაიამ - მე-2 ტაიმი. აზალ-ი 34 ქულით მესამეა, "გაბალა" (30 ქულა) - მე-6. "განჯა" შინ ლიდერ "ნეფთჩისთან" განადგურდა - 0:4. წაგებულთა სასტარტოში ზურაბ ძამსაშვილმა ითამაშა, გიორგი სეთურიძე კი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. ამ ტურში "ყარაბახში" არ უთამაშია გიორგი ადამიას. რევაზ ძოძუაშვილის"თურანი" შინ "სიმურგს" დაუზავდა - 1:1. გიორგი ჭედია ძოძუაშვილმა 68-ე წუთზე შეცვალა. "თურანი" 12 ქულით მე-10 ადგილზეა.



ნანახია: 696 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!