ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 12:43


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 19 » დუკლას მთავარი მწვრთნელი: დვალის დონის თავდამსხმელები სლოვაკეთის ჩემპიონატში არ თამაშობენ
01:15
დუკლას მთავარი მწვრთნელი: დვალის დონის თავდამსხმელები სლოვაკეთის ჩემპიონატში არ თამაშობენ
http://a.pix.ge/y/eqqnk.jpg

ზესტაფონში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ სლოვაკურმა გამოცემა "დენნიკ შპორტმა" "დუკლას" მთავარ მწვრთნელ კაროლ მარკოსთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ამ უკანასკნელმა წაგების მიზეზებზე ისაუბრა და ქართველები შეაქო, მანამდე კი ის თქვა, რომ ქუთაისის აეროპორტში მათ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და "დუკლა" სამშობლოში დაგვიანებით დაბრუნდა. მარკო ზემოთ აღნიშნულ გამოცემას სლოვაკეთში დაბრუნების შემდეგ ესაუბრა.

მარკოს ინტერვიუმდე კი "დუკლას" კაპიტნის, მარტინ პოლიოვკას კომენტარსაც შემოგთავაზებთ: "შეიძლება, 0:3-ს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და მარცხის ლოგიკურია. უამრავი შეცდომა დავუშვით, რაც "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა შესანიშნავად გამოიყენეს. ამაზე ცუდად თამაში, უბრალოდ, წარმოუდგენელია".

- ელოდით, რომ "ზესტაფონი" ასე ძლიერად ითამაშებდა?
- თავიდანვე ვიცოდით, რომ საქმე ძლიერ მეტოქესთან გვექნებოდა, მაგრამ ასეთი შედეგი უპირველესად, ჩვენი ბრალია. პირველი გოლისას არ გაგვიმართლა, ხოლო ჩვენს კარში გატანილი მეორე ბურთი "დუკლას" მცველების შეცდომას მოჰყვა. მათ გოლის ავტორს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ამან ჩვენი ფეხბურთელები ფსიწოლოგიურად დათრგუნა და მათ შესაძლებლობების ნახევარიც ვერ განოიყენეს.

- "ზესტაფონის" შემადგენლობიდან ორი გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა.
- ასეთი დონის თავდამსხმელები სლოვაკეთის ჩემპიონატში არ თამაშობენ. "ზესტაფონს" მის გარდა, კიდევ რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მაინც შეგვეძლო მათთვის მეტი წინააღმდეგობის გაწევა.

- უპირველეს ყოვლისა, რაში გვაჯობეს ქართველებმა?
- სლოვაკი ფეხბურთელები საზღვარგარეთ თამაშზე ოცნებობენ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი იმას ვერ აცნობიერებს, რომ ჯერ სლოვაკურ კლუბებში უნდა გამოიჩინონ თავი და მხოლოდ ამის შემდეგ გაეხსნებათ გზა უცხოეთისკენ. ასე რომ, მარცხის უპირველეს მიზეზად პროფესიონალიზმის ნაკლებობას დავასახელებდი.

- აქვს "დუკლას" სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი?
- "ზესტაფონი" ძლიერი მეტოქეა და პირველ შეხვედრაში სოლიდური გამარჯვებით შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ უშანსოდ მაინც არ ვართ. განმეორებით მატჩში აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და მომდევნო რაუნდში გასასვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

"ლელო"
ნანახია: 767 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!