ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 23.11.2017, 21:37


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 30 » დიდი სახელმწიფო პროექტი - სანახაობა ხალხისთვის
11:56
დიდი სახელმწიფო პროექტი - სანახაობა ხალხისთვის


ქართულ ფეხბურთში და, კერძოდ, ეროვნულ ჩემპიონატში, უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. პირველი დარტყმა "კოლხიდას" პროექტის გაუქმება იყო. ფინანსური პრობლემების გამო მედიაკომპანიამ ეროვნული ჩემპიონატის გაშუქება ვეღარ მოახერხა და იძულებული გახდა, პროფლიგასთან 20-წლიანი კონტრაქტი გაეწყვიტა. არადა, "კოლხიდა" ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.

შემდეგ "დომინოს პრინციპი" ამოქმედდა და სეზონის მსვლელობისას უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი (თბილისის "დინამო", "სამტრედია", ზუგდიდის "ბაია" და ფოთის "კოლხეთი") უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა. ზუგდიდი და ფოთი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, იგივე სურთ დინამოელებსაც. უფულობისა და უსპონსორობის გამო, უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ორგანიზაცია პროფლიგა, ფაქტობრივად, გაუქმდა; სპონსორს ვერც ფეხბურთის ფედერაცია პოულობს.

მოკლედ, სეზონის დაწყებამდე არსებული მოლოდინი - წლეულს ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ჩემპიონატი ჩატარდებოდა, გვეყოლებოდა მდიდარი კლუბები და ტრიბუნები ოდნავ მაინც შეივსებოდა - არ გამართლდა. ცხადია, ეს გასულ წელს ეროვნული ნაკრების კატასტროფული გამოსვლის შედეგიც იყო - ფეხბურთში ფულის დაბანდება სამარცხვინოდაც ითვლებოდა.

ამის ფონზე უცნაურად ჩანდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას განცხადება, რომ მსაჯების ანაზღაურება გაიზრდებოდა - უმაღლეს ლიგაში არბიტრებისა 1100 ლარამდე, ლაინსმენებისა კი 650-მდე, ნაცვლად დღევანდელი 290 და 190-ისა. ცხადია, ასეთი ანაზღაურება მსაჯობას ფასს შემატებს, მაგრამ სპონსორების კატასტროფული დეფიციტისა და ბიზნესმენებისგან ქართული ფეხბურთის იგნორირების პირობებში ფულს ვინ გადაიხდიდა? მით უფრო, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა უმაღლესი ლიგის კლუბების საწევრო გადასახადების შემცირებაც გადაწყვიტა - მომავალ სეზონში 40 ათასი ლარის ნაცვლად, 20 ათასი დაწესდება, მომავალში კი საერთოდ გაუქმდებაო. მსაჯებს კი თანხებს სწორედ საწევროებიდან უხდიდნენ.

სიჭინავამ განმარტა, რომ 2011 წლის იანვრიდან მსაჯების დაფინანსებას მთავრობას შესთავაზებს. ახლახან იგივე თქვა, როდესაც პროფლიგის ფუნქციები ფედერაციას დაუბრუნა - მთავარობის დახმარებას ველოდებითო.

როგორც ჩანს, მთავრობა ფეხბურთის განვითარებაზე სერიოზულად დაფიქრდა. ამას საქმეში ჩახედული ის ადამიანებიც გვიდასტურებენ, რომლებიც ხელისუფლებას წარმოადგენენ. მათი მონათხრობიდან ასეთი სურათი გამოიკვეთა: არჩევნები მოახლოვდა და, ცხადია, ხელისუფლებას განსაკუთრებით ჩავარდნილი სფეროების ამოქაჩვა სურს. იმ დროს, როდესაც საოპერო ხელოვნებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ, ფეხბურთი აშკარად დაჩრდილულია. ამას ხელისუფლებაშიც მიხვდნენ და მისი განვითარება-გაპიარების მექანიზმზე მუშაობენ.

ვერ გეტყვით, პროექტი საბოლოოდ რა სახეს მიიღებს და როდის განხორციელდება, დღეისთვის კი მისი მონახაზი ასეთია: უახლოეს პერიოდში ქართული ფეხბურთის ერთერთ ცნობილ ვეტერანს უმაღლესი ლიგის კლუბს ჩააბარებენ, შემდეგ იგივე მოხდება მეორე, მესამე კლუბში და ეს იქნება პროცესის დასაწყისი.

ვეტერანთა მისვლას კლუბების დაფინანსება უნდა მოჰყვეს, შემდეგ კი ცნობადი სახეების ჩამოყვანა: მაგალითად, 37 წლის ვეტერან ბრაზილიელს ბოლნისში მიიწვევენ, ერთ ფრანგს "სამტრედიაში", ესპანელს "დინამოში" და ამით ახალგაზრდობას სტადიონზე მიიზიდავენ.

გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების ხელმძღვანელები შეკრიბეს. ოფიციალურად შეკრების მიზეზი ეს იყო - მათ პროფლიგის ფუნქციების ფედერაციისთვის გადაბარება აცნობეს და ახალ რეალობაში გაარკვიეს. არაოფიციალურად კი, ერთ-ერთმა მონაწილემ გაგვიმხილა, რომ კლუბები სახელმწიფოსგან 7 მილიონი ლარის გამოყოფას ელოდნენ, რაც უმაღლესის ათივე მონაწილეზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო, ანუ 700 ათასი თითოეულზე. მართალია, გუშინ მოლოდინი არ გამართლდა, მაგრამ კულუარებიდან გამოსული ხმებიც ადასტურებს, რომ კლუბების დაფინანსების პროექტი არსებობს, რაც ახლახან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმაც განაცხადა.

ამ კუთხით მნიშვნელოვანია თბილისის "დინამოს" მოფერიანება, რომელიც ამჟამად პატრონს ეძებს. როგორც შევიტყვეთ, ის ერთ-ერთი გავლენიან ბიზნესმენს შესთავაზეს. თუმცა მის გვარს არ გვიკონკრეტებენ.

ეს ყველაფერი გაკეთდება იმის ხაზგასასმელად, რომ სახელმწიფო ფეხბურთზე და ხალხზე ზრუნავს. თუმცა უცნობია, ეს ყველაფერი ზვიად სიჭინავას ფედერაციაში ყოფნის დროს მოხდება თუ მისი წასვლის შემდეგ - სავარაუდოდ, შემდეგი წლიდან. რამდენად რეალურია ამ გეგმის შესრულება? ფული თუ იქნება, ვეტერანი ვარსკვლავების ჩამოყვანას წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ სტადიონზე ხალხის მოზიდვას ხომ უდიდესი პრობლემაა? თუმცა ტელევიზიის დიქტატურის პირობებში ეს ადვილია.

დღევანდელ ხელისუფლებაში პიარ-ტექნოლოგიების მცოდნეებიც არიან და ეროვნული პირველობის გაპიარებაც უპრობლემოდ მოხდება: მისი გამუდმებული გაშუქებით ხალხს ინტერესი გაეღვიძება. გაიხსენეთ ბათუმში ამასწინათ გამართული საოპერო საღამო, ზღვისპირა ქალაქში ჩასვლის სურვილი ოპერასთან მწყრალად მყოფ ადამიანებსაც გაუჩნდათ - ქართველები ხომ ფეხის ხმის ხალხი ვართ და სწორედ ეს მიიზიდავს სტადიონზე ახალგაზრდობას.

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფეხბურთს როლს აცნობიერებდნენ. ვერსად ნახავდით ისეთ ემოციურ საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაქს, როგორც 1998 წელს, როდესაც "მამლები" მსოფლიოს ჩემპიონები რომ გახდნენ: ვერც ისეთ ანგელა მერკელს, როგორც ის 2010 წლის სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატზე იყო;

ვერავინ ვერასდროს შეკრებს თბილისში იმდენ ამომრჩეველსა თუ მომიტინგეს, რამდენიც 1981 წლის 13 მაისს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე "დინამოს" დიუსელდორფულმა გამარჯვებამ შეკრიბა. სხვათა შორის, ელისეს მინდვრებზე ფაშისტებისგან გათავისუფლება 300 ათასმა ფრანგმა იზეიმა, მსოფლიოს ჩემპიონობა კი - 600 ათასმა!

ფეხბურთის სოციალურ და პოლიტიკურ მნიშვნელობასა და გავლენაზე მრავალი ფაქტი მიუთითებს: 1969 წელს ჰონდურასი და სალვადორი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად შეხვდნენ: პირველი მატჩი ჰონდურასმა 1:0 მოიგო, განმეორებითი კი 0:3 წააგო. მეორე მატჩის შემდეგ სალვადორში სტუმართა გულშემატკივრები და ფეხბურთელები სცემეს და დროშები დაუწვეს. ამას ჰონდურასში საპასუხო რეაქცია მოჰყვა და 130 ათასი სალვადორელი სამშობლოში გაიქცა.

მაშინ გამარჯვებული ბურთების სხვაობით არ ვლინდებოდა. მესამე მატჩს მექსიკის დედაქალაქმა მეხიკომ უმასპინძლა, სალვადორმა 3:2 გაიმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. ჰონდურასმა მეზობელ ქვეყანასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა, საპასუხოდ კი სალვადორი თავს დაესხა. ომი მხოლოდ საერთაშორისო ძალების ჩარევით შეწყდა და ეს კონფლიქტი ისტორიაში "საფეხბურთო ომის" სახელით შევიდა.

ფეხბურთს ქვეყნების შერიგებაც შეუძლია. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მსვლელობისას აშშ-ს მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ელ გორმა ფიფას მაშინდელ პრეზიდენტ ჟოაო აველანჟს ისრაელ-პალეტინის მოლაპარაკებაში დახმარება სთხოვა. ეს დახმარება კი ისრაელ-პალესტინის ნაკრებების ამხანაგური მატჩის ორგანიზებაში გამოიხატებოდა.

რაღა შორს მივდივართ, 1995 წელს ვლადიკავკაზის "ალანია" რუსეთის ჩემპიონი ჩვენების დახმარებითაც გახდა. ქართველი ფეხბურთელების დამსახურებაა, ქართულ-ოსური დაძაბულობა მაშინ მნიშვნელოვნად რომ განიმუხტა. ერებს შორის შერიგების მიზნით, თბილისში "ალანია"-თბილისის "დინამოს" ამხანაგური მატჩი გაიმართა და მას ედუარდ შევარდნაძე და ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტი ახსარბეკ გალაზოვი დაესწრნენ.

ამ ემოციების გამომწვევ მიზეზებსა და ფეხბურთის მაგიური ძალას დიდი ხანია, პოლიტტექნოლოგები აანალიზებენ. ამიტომაც არ გვიკვირს, ჩვენს ხელისუფლებაში ფეხბურთის გამოყენებას რომ აპირებენ.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 256 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!