ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:39


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 4 » დღეს მოდიან...
02:18
დღეს მოდიან...
http://blog.mysport.ro/adi7k/files/2009/08/europa-league-1.jpg

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს შემორჩენილი ორი ქართული გუნდი, ხვალ საპასუხო მატჩებს გამართავს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 0:1 დამარცხებული "ზესტაფონი" იმერეთში შეეცდება "კარპატის" დაპყრობას. "დინამო" კი "ეროვნულზე" "შტურმს" რევანშს შტურმით ჰპირდება.

ჩვენი გუნდების მეტოქეები დღეს გვეწვევიან. პირველად ავსტრიელები გვეწვევიან და ჯერ მათზე ვთქვათ.
გრაცის "შტურმი" დღეს ნაშუადღევის 2 საათზე ჩამოფრინდება. ავსტრიელები სასტურმო "რედისონში" დაბინავდებიან. გრაცელებს ჟურნალისტთა გარდა ასამდე გულშემატკივარი ჩამოჰყვება. "შტურმი" ეროვნულ სტადიონზე 19 საათზე ივარჯიშებს. ჟურნალისტებს წვრთნაზე დასწრება მხოლოდ საწყისი 15 წთის განმავლობაში შეეძლებათ. გრაცელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკო ფოდა ვარჯიშამდე, 18:30 საათზე მასმედიის კითხვებს უპასუხებს. ავსტრიელთა შემდეგ, 20:30 საათზე ეროვნულ სტადიონზე უკვე "დინამო" გამართავს ვარჯიშს. ხვალ, 5 აგვისტოს კი "დინამო"-"შტურმის" მატჩი ეროვნულ არენაზე 20:30 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარია. შეხვედრას სერბი მსაჯები გაუძღვებიან. მატჩის არბიტრი მილორად მაჟიჩი იქნება.

ახლა მეორე წყვილზე ვთქვათ. ზესტაფონელთა მეტოქე ლვოვის "კარპატი" დღეს 15 საათზე კოპტნარის აეროპორტში ჩამოფრინდება. ლვოველთა გუნდი ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატში" დაბინავდება. უკრაინელები მრავალრიცხოვანი დელეგაციით გვეწვევიან. მათ დელეგაციაში ჟურნალისატებისა და ფანკლუბის გარდა, ქალაქ ლვოვის მუნიციპალიტეტის ოცამდე წარმომადგენელიც იქნება. "კარპატის" მთავარი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი გუნდს 19 საათზე ავარჯიშებს, საათის შემდეგ კი "დავით აბაშიძეზე" უკვე "ზესტაფონი" ივარჯიშებს. "ზესტაფონი"-"კარპატის" მატჩი 20 საათზე დაიწყება. მატჩზე დასაწრები ბილეთის ფასი 5 და 7 ლარია. თამაშს ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. არბიტრი ტომი შერვენი იქნება.

როგორც ადრე ვწერდით, საეჭვო იყო, რომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზესტაფონელებს მეტოქისთვის მშობლიურ არენაზე ემასპინძლათ. თუმცა კლუბის მესვეურთა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით ეს საკითხი დადებითად გადაწყდა. თუმცა მესამე რაუნდში მატჩის მასპინძლობისთვის უეფას უფრო მეტი მოთხოვნა აქვს და ზესტაფონის არენაზე გარკვეული სამუშაოები შესრულდა, რაზეც კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ მოგვითხრო.

კერძოდ, "კარპატისთან" მატჩში, ზესტაფონის არენაზე პირველად გამოჩნდებიან სტიუარდები. თამაშს 30 სტიუარდი მოემსახურება, რომელთაც უკვე გაიარეს სპეციალური ტრეინინგები. ამასთან, საპრესკონფერენციო დარბაზი ამიერიდან უკვე 50 მასმედიელს დაიტევს. ასევე მოიმატა სტადიონის ტევადობამ. ახალი სკამების დამონტაჟების შემდეგ, "დავით აბაშიძეზე" ტევადობა 4 558-მდე გაიზარდა. ფოტოკორესპონდენტების სამუშაო პირობები გაუმჯობესდა და სტადიონის ავტოსადგომი ახლა უკვე 100-ით მეტ მანქანას დაიტევს.


დავით ცაბაძე "ლელო"
ნანახია: 822 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!