ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 20.09.2017, 10:36


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 26 » დემეტრაძეს თავდებში იაია ტურე უდგება
16:38
დემეტრაძეს თავდებში იაია ტურე უდგება
http://www.ambebi.ge/images/pictures/sporti/fexburti/ture.jpg

მცირე ხნის წინათ, თბილისის და კიევის "დინამოს", "რეალ სოსიედადისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ გიორგი დემეტრაძეს ბრალად ქურდულ სამყაროსთან კავშირი წაუყენეს, დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
ორიოდე დღეში კახი კალაძემ და 50-დე ვეტერანმა ფეხბურთელმა ეროვნულ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II დემეტრაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.

საერთო პოზიცია ნაკრების კაპიტანმა, "მილანის" მცველმა მეგობრის დაკავება გაუგებრობის შედეგად მონათლა და დემეტრაძის გაშვების იმედი გამოთქვა.

ამას გარდა, კალაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზადაა ოჯახთან ერთად დემეტრაძეს თავდებში ჩაუდგეს და საპროცესო გარიგებაში ფინანსურად დაეხმაროს.

დემეტრაძეს უცხოეთშიც ბევრი ქომაგი გამოუჩნდა. საქართველოს პრეზიდენტს ანალოგიური თხოვნით მიმართეს უკრაინის ვიშალიგელი დონეცკის "მეტალურგის" ხელმძღვანელობამ და ლატვიის უმაღლესლიგელი "დაუგავას" მთავარმა მწვრთნელ თამაზ პერტიამ.
გუშინ უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემა "სპორტარენამ" საფეხბურთო სამყაროში ცნობილი პიროვნების, გიორგის მენეჯერ დმიტრი სელიუკის განცხადება გაავრცელა.

"გიორგი ჩემთვის ღვიძლი შვილივითა. ღრმად ვარ დარწმუნებული, მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს რეალური საფუძველი არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილს ვთხოვ, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.

ჩემის მხრიდან კი, გიორგის გასათავისუფლებლად ნებისმიერ თანხას გადავიხდი. დაე, საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებმა თანხა დაადგინონ. მზად ვარ, საქართველოში საუკეთესო ადვოკატი დავიქირავო, რათა გიორგის საქმე მან წარმართოს. დემეტრაძე 18 წლის იყო, როდესაც მისი მენეჯერი გავხდი. მშვენივარდ ვიცნობ გიორგის ოჯახს, ვიცი, რომ იოლი ბავშვობა არ ჰქონია, დედის გარეშე იზრდებოდა. მის ადამიანურ თვისებებსაც კარგად ვიცნობ, რაც მაძლევს უფლებას, დარწმუნებით გამოვთქვა, რომ გიორგი უდანაშაულო იქნება.
ეს ამბავი მრავალ ფეხბურთელთან ერთად განვიხილე, მათ შორის, ჩემს ამჟამინდელ კლიენტ იაია ტურესთან. დემეტრაძის მხარდაჭერა ყველა მოთამაშემ ერთსულოვნად გამოხატა", - ამბობს სელიუკი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 263 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!