ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 23.11.2017, 21:25


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » დავითი, რომელსაც ოქროს თავი აქვს
00:17
დავითი, რომელსაც ოქროს თავი აქვს

http://s43.radikal.ru/i099/1010/bb/66475d1c7ef0.jpg

საქართველოს ნაკრებმა მალტას მოუგო - ცხოვრებამ და ჩვენი ფეხბურთის ყოფამ მოიტანა, რომ ეს დიდად მნიშვნელოვანი ამბავი გახდა. წინა შესარჩევში საქართველომ ერთხელაც ვერ გაიმარჯვა, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და 2010 წლის 8 ოქტომბერს მიმდინარე შესარჩევში პირველად მოიგო.
კარგი ფეხბურთელი კი ძვირი პროდუქტია. ნიჭის გარდა მას სჭირდება ხასიათი, კარგი მწვრთნელი ყმაწვილბიჭობაში, კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი დაოსტატების ფაზაში, კარგი მრჩეველი და სწორი გადწყვეტილების მიღების უნარი. საქართველოში ასეთი რამე ძვირი სანახავია, ეს ყველაფერი ერთმანეთს ვერ ემთხვევა და კარგი ფეხბურთელიც არ მოდის. ზოგმა დაბადების მოწმობა გადაიკეთა და ამით დაეხმარა საკუთარ თავს, მაგრამ ეს ალბათ ვერ არის უწყინარი ტყუილი - ადრე თუ გვიან რეციდივებს მაინც მოიტანს.

დავით სირაძემ ერთხელაც გაიტანა მჭექი გოლი ნაკრებში. კლაუს ტოპმიოლერის ხელში საქართველომ შინ ოლეგ ბლოხინის გაწვრთნილ უკრაინას ანგარიში რომ გუთანაბრა სირაძის თავურით, ასეთი გემრიელი გოლები ქომაგს არასდროს ავიწყდება. სირაძის მალტური თავური გოლი ხომ საერთოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გავიდა, თანაც ეს ნანატრი გამარჯვების გოლი გამოდგა - ქეცბაიას გუნდმა პირველად მოიგო შესარჩევში. ყოველივე პირველი კი განსაკუთრებულია.

ეს გამარჯვება ძალიან ჭირდებოდა ქეცბაიასაც. ზოგი ამბობს, ქეცბაიას მწვრთნელობა საქართველოს ნაკრებში საზოგადოების მოთხოვნა არისო. ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა მიიღოს თუ იმათ, ვისაც ხალხზე უკეთ ესმის ეს მეტად სპეციფიური საკითხი? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ უნდა ვიჩქაროთ...

ქეცბაია კი ხალხს მართლა უყვარს და ეს უკვე ტვირთია. ქეცბაიას მწვრთნელობა საქართველოს ნაკრებში მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულება აღარაა მისთვის, ეს უფრო მეტია, ვიდრე ხელობა, რადგან ქეცბაია საქართველოში უყვართ და ამ ყველაფერს მისგან ალბათ გაფრთხილება სჭირდება.

როცა ეროვნულ ნაკრებზეა ლაპარაკი, თავისი წილი პათეთიკისა ყოველთვის იქნება, ოღონდაც, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. მალტასთან დაშ-ხოშიან მოგებასაც სულ მალე, 12 ოქტომბერს სტუმრად ლატვიასთან მატჩი მოჰყვება და ვინ იცის, რა გვექნება მოსანელებელი - სიხარული თუ გაწბილება.

საქართველოს ნაკრებს მართლაც ბევრი ზადი აქვს, მაგრამ მალტასთამ გამარჯვებამ ეს ყველაფერი გადაფარა, ეს რაღაცნაირი გამარჯვება იყო, თან პატარა და თან დიდად მნიშვნელოვანი.

პაუზა ალბათ ყველა საქმეში მნიშვნელოვანია, დროის მონაკვეთი აგროვებს დადებით თუ უარყოფით ემოციებს, იძლევა ფიქრისა და ახლის შექმნის საშუალებას. საქართველოს ნაკრებსაც გამოუჩნდა ახალი მწვრთნელი, რომელიც ისევ ძველ ფეხბურთელებს ეყრდნობა და სხვა გზა არც აქვს - რაც არის, იმით უნდა გამოჭედოს უკეთესი გუნდი.

მალტასთან მოგების შემდეგ თემურ ქეცბაიამ თქვა, უფრო მეტი შემქნელი ფეხბურთელი გჭირდებაო და ალბათ ეს არის ჩვენი ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემაც.





ნანახია: 316 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!