ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 21:28


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 24 » დავით სირაძე: "ხორვატებსაც ბოლო წუთზე რომ გავუტანო, გეწყინებათ?"
11:50
დავით სირაძე: "ხორვატებსაც ბოლო წუთზე რომ გავუტანო, გეწყინებათ?"


საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი დავით სირაძე ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება. ცხადია, საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარს თავდამსხმელების ეიმედება: ლადო დვალიშვილი და ალექსანდრე იაშვილი კლუბებში საკმაოდ შედეგიანად თამაშობენ, ნალჩიკის "სპარტაკის” ფორვარდი სირაძე კი ნაკრებში მნიშვნელოვანი გოლების ბოლო წუთებზე გატანას დაეჩვია.

ამასწინდელ ინტერვიუში დათომ გვითხრა, რომ თამაშამდე მეტოქეთა მცველებზე ინფორმაციებს ეცნობოდა. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს, რას ფიქრობს 26 მარტის მატჩზე "ბოლო წუთის” კაცი.

- ხორვატიის ნაკრების მცველთა თამაში თუ შეისწავლე?
- ჯერ არც ვიცით, მოედანზე ვინ გამოვა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ძლიერი მეტოქეა და ძლიერი მცველებიც ჰყავს. მათზე და მთლიანად ნაკრებზე წარმოდგენა ისედაც მქონდა, რადგან ხორვატთა თამაშები ბევრჯერ მინახავს.

- მათ შორის რომელ მცველს გამოარჩევდი?
- შიმუნიჩი დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფლანგებზეც ძლიერები ჰყავთ. საერთოდ, ყველა რგოლში კარგად დაკომპლექტებული ნაკრებია.

- რუსეთის პრემიერლიგის ორ ტურში ნალჩიკის "სპარტაკში” მხოლოდ ერთხელ გათამაშეს და ისიც შეცვლაზე. მიზეზი რა იყო?
- სომხეთის ნაკრებთან კუნთი რომ დავიჭიმე, ამის გამო მთელი ერთი კვირა გამიცდა და საკონტროლო შეხვედრებიც გამოვტოვე. მერე ჩემპიონატიც დაიწყო და ვერ ვითამაშე, "სპარტაკმა” კი პირველი ტურში მოიგო. ასეთ დროს მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან და მწვრთნელის მესმის.

მეორე ტურში ეშტრეკოვმა შეცვლაზე მათამაშა, თუმცა, ვიცი, რომ მენდობა და მჯერა, შემდეგ ტურებში ძირითადში დამაყენებს. ახლა კარგად ვარ, კუნთი აღარ მაწუხებს და ფორმაში შევდივარ.

- ხორვატიის ძლიერ ნაკრებს ბევრი გრანდი გაუმწარებია. გულახდილად თქვი, ასეთ მეტოქის არ გეშინია?
- ნაღდად არ მეშინია. პირიქით, მეც და სხვებიც ძალიან მონდომებულები ვართ, გულშემატკივარი რომ გავახაროთ. მიზნის მიღწევაში სავსე სტადიონი დაგვეხმარება და, იმედია, ხალხი მოვა.

- ჩვენც გვაქვს იმედი, რომ გაიტან და ამ სიამოვნებას ბოლო წუთისთვის არ "შეინახავ”.
- ჯერ ისიც არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, ხორვატია მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულშია, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს. ისე, ბოლო წუთზე რომ გავიტანო, ცუდი იქნება?


მერაბ მამულაშვილი
ნანახია: 897 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!