ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 12:06


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 13 » დათო თარგამაძით კიევის ”დინამო” დაინტერესდა
13:20
დათო თარგამაძით კიევის ”დინამო” დაინტერესდა


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დათო თარგამაძე ბუნდესლიგის "ფრაიბურგიდან" უკრაინის პირველი ლიგის "ალექსანდრიაში" ოქტომბერში გადავიდა. ცხადია, ეს უკუსვლა იყო. თუმცა, მისი სიზარმაცე არაფერ შუაშია. ბევრისთვის უცნობია, დათოს ოჯახური ტრაგედია. მამის გარდაცვალების შემდეგ, ნიჭიერი ფეხბურთელი ვერ ახერხებდა ვარჯიშს და გერმანიაც იძულებით დატოვა.

”ალექსანდრიის” პრეზიდენტი ნიკოლაი ლავრენკო დარწმუნებული იყო, რომ წარმატებული ტრანსფერი განახორციელა და ასეც მოხდა - თარგამაძემ იმედები გაუმართლა და გახდა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე კლუბში, რომელიც პირველი ლიგის ლიდერი და ”ვიშა ლიგაში” გადასვლის რეალური კანდიდატია. სხვათა შორის, უკრაინაში კახი კალაძის მენეჯერმა ანდრეი ბილეიჩუკმა ჩაიყვანა და ახალი რიბერიც შეარქვეს.

როგორც გაირკვა, ევროპაში 17 წლის ასაკში წასულმა ქართველმა რუსული არ იცის. კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, ენის უცოდინრად, მწვრთნელთან და თანაგუნდელთან როგორ ურთიერთობს, პასუხობს: ” ფაქტობრივად, ყველაფერი მესმის, მაგრამ რუსულად პასუხის გაცემა არ შემიძლია. როდესაც რაიმეს გაგება ან ახსნას ვერ ვახერხებ, ინგლისურად ვპასუხობ".

დათო ამბობს, რომ უკრაინაში ფეხბურთი საქართველოზე მეტად უყვართ: ”ამის გამოა, უკრაინულ სტადიონებზე გაცილებით მეტი მაყურებელი რომ დადის, ვიდრე საქართველოში. თქვენი გულშემატივარი უფრო ყურადღებიანია, თუმცა, ძალიან მომთხოვნიცაა. ასეთი მხარდაჭერა მოგებას გვიადვილდებს”.

დათოს უკრაინაში ჩასვლამდე, გერმანიისა და ჰოლანდიის კლუბებში მოხვედრას სთავაზობდნენ, მაგრამ ”ალექსანდრია” ამჯობინა - მოუმზადებელი დაბალ ლიგაში ფორმას აღიდგენდა და გუნდთან ერთად უმაღლეს დივიზიონში თამამად შეაბიჯებდა.

ახლახან კი ”ალექსანდრიას" პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკომ გაამხილა, რომ თარგამაძით კიევის "დინამო" დაინტერესდა. უკრაინელებს ურთიერთობის გარკვევა ”ფრაიბურგთან” მოუწევთ - 21 წლის თარგამაძე დღემდე გერმანული კლუბის საკუთრებაა, ”ალექსანდრიაში" კი ერთწლიანი არენდით გამოდის.



ნანახია: 767 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!