ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 00:16


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15 » დათო კვირკველია - ალბათ, ისევ "ანჟიში"
20:17
დათო კვირკველია - ალბათ, ისევ "ანჟიში"


საქართველოს ნაკრების მცველი დავით კვირკველია ამ წლის დასაწყისში ყაზანის "რუბინიდან" მახაჩყალის "ანჟიში" გადავიდა. დათოს "რუბინში" სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და ამიტომაც შეიცვალა გუნდი.

კვირკველია "ანჟიში" მალე დამკვიდრდა და 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დაღესტნელთა გუნდში ექვსთვიანი იჯარის დასრულების შემდეგ "ანჟის" კვირკველიას შენარჩუნება უნდოდა. გუნდის მთავარ მწვრთნელს გაჯი გაჯიევს პრესასთან საუბარში არც დაუმალავს ეს სურვილი. თუმცა კლუბები ვერ შეთანხმდნენ და ზაფხულში დათო ყაზანში დაბრუნდა.

"რუბინმა" იგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა და მოლოდინიც გაჩნდა, რომ კვირკველიას ამჯერად მაინც მოუწევდა ყურბან ბერდიევის გუნდში თამაში. ყაზანელები, ზედიზედ ორჯერ გაჩემპიონების შემდეგ, წელს ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. თუმცა ამაში კვირკველიას მცირედი წვლილიც არ შეუტანია - დათოს "რუბინში" ჩემპიონატის შეხვედრებში წუთიც კი არ უთამაშია.

ბუნებრივია, უთამაშებლობას დათო ვერ შეეგუა და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა გუნდის შეცვლა. როგორც შევიტყვეთ, კვირკველია "რუბინს" დაემშვიდობა. მას ეროვნულ ნაკრებში 37 მატჩი აქვს ჩატარებული, ყაზანელთა გუნდში კი 2008 წლიდან თამაშობდა და 31 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

რუსული სააგენტოების ინფორმაციით კვირკველია "ანჟიში" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იყო მიჩნეული და, სავარაუდოდ კარიერას სწორედ გაჯი გაჯიევის გუნდში გააგრძელებს.

ნანახია: 739 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!