ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 08:14


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 15 » ჩეხები თავს ფავორიტებად გრძნობენ და თბილისურ სიცხეს არ უფრთხიან
12:56
ჩეხები თავს ფავორიტებად გრძნობენ და თბილისურ სიცხეს არ უფრთხიან
http://a.pix.ge/e/aj4vq.jpg
ეროვნულ სტადიონზე გუშინდელი საღამო "ბანიკის" მთავარი მწვრთნელის, მიროსლავ კუბეკის პრესკონფერენციით დაიწყო. ამის შემდეგ ჯერ "ბანიკმა" ივარჯიშა, შემდეგ კი "ვიტ ჯორჯიამ".

რაკი ვარჯიშებზე დიდად საინტერესო და დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა, მათ შესახებ უცებ გეტყვით და პრესკონფერენციაზე გადავინაცვლებთ.

ჩეხებმა ერთი საათით ივარჯიშეს, მაგრამ ღია მხოლოდ წვრთნის საწყისი 15 წუთი იყო, რის შემდეგაც ტრიბუნები დაცარიელდა. როგორც შევიტყვეთ, "ბანიკი" თბილისში ოპტიმალური შემადგენლობითა ჩამოვიდა. სტუმრები დღეს სავარაუდოდ, ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: დანეკი – რეჟნიკი, ნოივირტი, ბოლფი, ნევეში – ლუკეში, მარეკი, ჰუშბაუერი – შენკერიკი, ვარადი, პილიკი.

საღამოს 7 საათზე კი მოედანზე "ვიტ ჯორჯია" გავიდა, მაგრამ მეტოქისგან განსხვავებით, არასრული შემადგენლობით. გიორგი ბერიაშვილის ტრანსფერზე დაყენების ამბავი უკვე ცნობილია, კიდევ ერთი დანაკლისი კი ახალგაზრდა მცველი დავით ხურცილავა, რომელმაც ხელი მოიტეხა. გუნდიდან ალექსანდრე კვახაძისა და ლაშა ჯაფარიძის წასვლის შემდეგ, ხურცილავას არყოფნა ვეტერინართა უკანა ხაზს კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ვიტ ჯორჯიას" ვარჯიშს "ბანიკის" სამმა წარმომადგენელმა მიადევნა თვალი.

შეგახსენებთ, "ვიტ ჯორჯია"-"ბანიკი" დღეს ეროვნულ სტადიონზე, საღამოს 6 საათზე დაიწყება და ბილეთი 3 ლარი ეღირება.
მივუბრუნდეთ ხანმოკლე პრესკონფერენციას, სადაც ჩეხი ჟურნალისტები სჭარბობდნენ. "ბანიკს" ცხრა მედიელი ჩამოჰყვა, რომელთაც "ბანიკის" დამრიგებლისგან უპირველესად, ის აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ფლობდნენ ისინი "ვიტ ჯორჯიაზე". ბუნებრივია, კუბეკს კითხვები ქართველმა ჟურნალისტებმაც დავუსვით.

- ვნახეთ "ვიტ ჯორჯიას" მიერ საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებული რამდენიმე მატჩის ვიდეოჩანაწერი და დავრწმუნდი, რომ საქმე გვაქვს სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთის მოთამაშე გუნდთან. ისიც ვიცი, რომ სულ ცოტა ხსნის წინ "ვიტ ჯორჯია" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ არა მგონია, ამის გამო გუნდის ბრძოლისუნარიანობა დაცემულიყო.

- ვის მიიჩნევთ წყვილის ფავორიტად?
- დარწმუნებული ვარ, რომ წინ ორი რთული მატჩი გველის, მაგრამ ფავორიტი მაინც "ბანიკია" და ვალდებულნი ვართ, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ.

- თბილისური სიცხე ხელს ხომ არ შეგიშლით?
- არა, რადგან მსგავს ტემპერატურას უკვე შეჩვეულები ვართ. როცა ავსტრიაში საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ, იქაც ასეთივე სიცხე იყო, ანალოგიურ ტემპერატურაზე ვითამაშეთ სლოვაკურ "დუკლასთან" ამხანაგურ მატჩში, ასე რომ, თბილისში სიცხე ხელს ვერ შეგვიშლის. თანაც, ჩვენი გუნდი თამაშამდე სასტუმროდან გასვლას არ აპირებს და სასტუმროში გავგრლიდებით.

- ბოლო კვირაში ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარეთ. ეს გუნდის გადაღლას ხომ არ გამოიწვევს?
- გადაღლაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან სეზონი ახალი დაწყებულია და ფეხბურთელები შესანიშნავ კონდიციებში არიან.


"ლელო"
ნანახია: 783 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!