ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 16:09


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 24 » ბექა გოცირიძე: "იმედი მაქვს, ნაკრებში დავბრუნდები"
17:15
ბექა გოცირიძე: "იმედი მაქვს, ნაკრებში დავბრუნდები"

ერთ-ერთი აზერბაიჯანული ვებგვერდის მიერ ბექა ბეროშვილის ნალაპარაკების ინტერვიუდ მონათვლამ უკრაინაში ბევრი გაანაწყენა. ამაზე უკვე ვწერდით და ისიც გაცნობეთ, რომ ბექა გოცირიძე, რომელიც დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" "კრივბასშია" განათხოვრებული, უკრაინაშია და კრივოიროგელთა გუნდში აგრძელებს ვარჯიშს.

უკრაინის ვიშა ლიგაში უკვე 7 ტური ჩატარდა. გოცირიძე კი "კრივბასის" რიგებში" პირველი ორი ტურის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მიზეზი ტრავმაა. ჩვენებურის ამბით დავინტერესდით და მას უკრაინაში დავუკავშირდით...

- გავიგეთ რომ თამაშები ტრავმის გამო გამოტოვეთ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- სამ კვირაზე მეტია რაც კოჭი გადამიბრუნდა და მყესი მაქვს გაწყვეტილი. პროცედურები  ჩავიტარე და ახლა უკეთ ვარ.

- ალბათ  მსუბუქად ვარჯიშობთ. გუნდთან ერთად წვრთნა როდის შეგეძლებათ?
- მსუბუქად ვარჯიში ახლახან დავიწყე, ექიმების რჩევით ჯერ მხოლოდ ნელა დავრბივარ. აგვისტოს ბოლოსთვის უკვე შემეძლება გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში.

- ტრავმამდე ორ ტურში მოასწარით თამაში...
- "ილიჩევეცთან" ბოლო 50 წუთი ვითამაშე, 1:0 მოვიგეთ, დონეცკის "შახტართან" შეხვედრაში კი 25-ე წუთზე შევედი მოედანზე. კარგად ვითამაშე. "შახტარი" ძლიერი გუნდია - 0:2 წავაგეთ...

- საერთოდ, ახალ გუნდში თავს როგორ გრძნობთ?
- გუნდში კარგად მიმიღეს, აქ სანდრო კობახიძე დამხვდა და შეგუება არ გამჭირვებია.

- რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა ვებგვერდმა "კინაღამ "ყარაბაღში" გაგაგრძელებინათ კარიერა". ეს ამბავი უკრაინაშიც გაიგეს, რა გითხრეს?
- ბევრი გაღიზიანდა, "დნიპროშიც" გაიგეს ეს ამბავი... მაგრამ ყველაფერი მალევე გაირკვა. ჯერ ერთი, კონტრაქტით "დნიპროსა" და "კრივბასს" ვეკუთვნი და სად უნდა წავსულიყავი... მეორეც, ტრავმირებული ვარ და დაშავებული ფეხბურთელი სხვა გუნდში გადასვლაზე არ ფიქრობს... სეხნია არაერთი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ფაქტს ეს არაფრით ამართლებს.

- გასაგებია, სჯობს სასიამოვნო თემაზე გავაგრძელოთ საუბარი. როგორც გავიგეთ დაოჯახდი. გილოცავთ...
- დიდი მადლობა. თეონა ჯობავაზე ვიქორწინე, ჩვენ საქართველოში შევუღლდით. ჩემი ცხოვრების მეგზური უკვე გვერდით მყავს და ჩემთვის ფეხბურთში ეს დამატებითი სტიმული იქნება.

- უკრაინაში ხართ და თქვენი ყოფილი კლუბის, "ზესტაფონის" მატჩები თუ ნახეთ ლვოველთა წინააღმდეგ?
- დიახ, ორივე მატჩი ვნახე. "ზესტაფონის" წარმატებები მეც ძალიან მახარებს. რა თქმა უნდა, "კარპატის" წინააღმდეგ, ჩემს ყოფილ გუნდს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ... "კარპატი" ძლიერია, უკრაინაში ყველასათვის უხერხული მეტოქეა. კიევის "დინამოსა" და დონეცკის "შახტარსაც" კი უჭირს ლვოველების წინააღმდეგ თამაში. "კარპატი" "გალათასარაის" თურქეთში 2:0-ს უგებდა და საბოლოოდ 2:2 ითამაშა. ლვოველთა ბარიერის გადალახვა იოლი ნამდვილად არ იყო. "ზესტაფონმა" ლვოვშიც კარგად ითამაშა და შინაც. არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ, რომ გამართლებოდათ, ამ ბარიერის გადალახვასაც შეძლებდნენ.

- სანდრო კობახიძის ამბავიც გვითხარით...
- სამწუხაროდ, სანდროც ვერ თამაშობს, იდაყვი მოხვდა ცხვირში და ჯერჯერობით ისევ მკურნალობს. ახლა უკეთაა და აგვისტოში თუ არა, სანაკრებო პაუზის შემდეგ, სექტემბერში მაინც ითამაშებს.

- 30 მაისის შვეიცარიასთან მატჩისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში კი იყავით გამოძახებული, მაგრამ თამაშმა არ მოგიწიათ. ეროვნულში სულ 11 მატჩში 2 გოლი გაქვთ გატანილი. მთავარ ნაკრებში ბოლოს, ექტორ კუპერის მწვრთნელობისას, შარშან 1 აპრილს, ჩერნოგორიასთან მატჩში ითამაშეთ...
- ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, ჩემი მთავარი მიზანია. ნაკრების შეკრებაზე ყოველთვის გულანთებული მივდივარ, ეროვნულში იქნება თუ 21-წლამდელებში. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ჩვენმა ახალგაზრდულმა სომხეთში მოიგო, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კი ეროვნული გუნდი, კვლავ დაუმარცხებელია. ავტოვარიისა და ტრავმების გამო, საკმაო პერიოდი გამიცდა. ცოტა ხანი მჭირდება, გამოვჯანმრთელდები, ფორმას აღვიდგენ და მჯერა ისევ ვითამაშებ ნაკრებში. ვისაც ჩემი თამამში უნახავს, კარგად იცის, რომ ყველა მატჩში გულს და სულს ვდებ და მომავალშიც ასე იქნება. ასე რომ, მჯერა ნაკრების მაისურით დავბრუნდები.

"ლელო"

ნანახია: 954 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!