ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 15:41


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » ასათიანი შეიწყალეს
15:21
ასათიანი შეიწყალეს


ცსკას-თან რუსული პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩი ჩვენი ნაკრების მცველ მალხაზ ასათიანისთვის ცუდად მოსაგონარი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივმა" 1:0 მოიგო, ასათიანი კი, არმიელთა ჩილელ ნახევარმცველ მარკ გონსალესთან ერთად ჩხუბის გამო, არბიტრმა მოედნიდან გააძევა. რუსეთის საფეხბურთო კავშირის გადაწყეტილებით, ორივე ფეხბურთელს 4-4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. რაკი რეგლამენტი საშუალებას იძლეოდა, კლუბებმა საფეხბურთო კავშირს დისკვალიფიცირებულთა შეწყალებისა და სასჯელის განახევრების თხოვნით მიმართეს. თხოვნა დაკმაყოფილებულია და რაკი ასათიანმაც და გონსალესმაც ორ-ორი მატჩი უკვე გამოტოვეს, უახლოეს ტურში უკვე შეეძლებათ თამაში.

"მოჩხუბარი არ ვარ და რუსეთში ეს ყველამ კარგად იცის. კმაყოფილი ვარ, რომ ეს ამ გადაწყვეტილებაშიც აისახა. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდებოდა იმისი დაჯერება, რომ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ორი მატჩის გამოტოვება, ჩემთვის ისედაც დიდი სასჯელია. ადრე ჩხუბის გამო არასდროს ვყოფილვარ გაძევებული. მსგავს სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი... მეკითხებიან, შეძლებ თუ არა 3 თვე გაძევების გარეშე ითამაშოო. მჯერა ეს ჩემთვის შეუძლებელი ნამდვილად არ არის. დისკვალიფიკაციის მიუხედავად ვარჯიში არ შემიწყვეტია. ახლა უკვე გაორმაგებული მონდომებით მოვემზადები უახლოესი მატჩისთვის. უკვე შემიძლია თამაში და მომიწევს თუ არა მოედანზე გასვლა, ამას გუნდის მთავარი მწვრთნელი იური სიომინი გადაწყვეტს", - აღნიშნა მალხაზ ასათიანმა პრესასთან საუბარში.

დაბოლოს, ასათიანის "ლოკომოტივი", რომელიც 30 ქულით მე-7 ადგილზეა, უახლოეს მატჩს კვირას, 3 ოქტომბერს გამართავს. რკინიგზელები რამენსკოეს "სატურნს" სტუმრად ეთამაშებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მალტასა და ლატვიასთან მატჩებამდე ასათიანს რუსეთის ჩემპიონატში თამაშისა და ფორმის აღდგენის საშუალება ექნება.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 213 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!