ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 17:58


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 23 » არველაძე: "გალა" ქულით კმაყოფილი უნდა იყოს"
10:06
არველაძე: "გალა" ქულით კმაყოფილი უნდა იყოს"


შოთა არველაძის "ქაისერისფორმა" თურქული სუპერლიგის გრანდებიდან არც ერთი გაახარა. გუნდმა, რომლის დაცვაში ჩვენი ეროვნული ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი საკვანძო ფიგურაა, "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" დაამარცხა, ცხრილის ლიდერ "ტრაბზონს" ფრედ ეთამაშა, "გალათასარაის" კი უგოლო ფრით გაეყარა.

თურქული გამოცემების თქმით, შოთამ და "ქაისერისფორმა" კიდევ ერთი დიდი გამოცდა ჩააბარეს. მრისხანე "გალათასარაი" ქაისერში 3 ქულისთვის ჩავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთს დასჯერდა. თანაც, ჩვენებურთა გუნდს მოგებაც შეეძლო. ამიტომაც იყო, მატჩისშემდგომ კომენტარში შოთა არველაძემ მეტოქეზე თქვა, ქულით ყაბულს უნდა იყოსო.

"საინტერესო მატჩი გამოვიდა. ორი განსხვავებული ტაიმი ვაჩვენეთ. პირველ 45 წუთში მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა, შესვენების შემდეგ კი თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ კიდეც. საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ბურთის გატანა ვერ მოვახერხეთ.

"გალათასარაიმ" ქულები დაკარგა, მაგრამ კარგი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, ეს შედეგებშიც აისახება. თუმცა მეტოქე ამ ქულითაც კმაყოფილი უნდა იყოს".

"გალასთან" უგოლო მატჩის შემდეგ შოთას გუნდს მოქმედ ჩემპიონ "ბურსას" მსგავსად 28 ქულა აქვს. ეს გუნდები მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ და მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს ერთმანეთთან უწევთ თამაში.




ნანახია: 771 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!