ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 15:44


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 31 » ამხანაგური: მოლდოვა-საქართველო (მასპინძლების შემადგენლობა ცნობილია)
15:51
ამხანაგური: მოლდოვა-საქართველო (მასპინძლების შემადგენლობა ცნობილია)
 
http://www.flux.md/sys/upload/image/08.11.2007/p4/modova-fmf.jpgvs


   


11 აგვისტოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გენერალური რეპეტიცია ელის. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე თემურ ქეცბაიას გუნდი დასკვნით ამხანაგურ მატჩს 11 აგვისტოს მოლდოვასთან სტუმრად გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს 3 სექტემბერს საბერძნეთთან სტუმრად გამართავს.

მოლდოველთა ნაკრების თავკაცმა, წარსულში ცნობილმა რუმინელმა ფეხბურთელმა გაბი ბალინტმა ქართველებთან მატჩისთვის სანაკრებო შემადგენლობა დაასახელა. ბალინტმა 11 აგვისტოს შეხვედრისთვის ეს 24 ფეხბურთელი შეარჩია.

მეკარეები: სტანისლავ ნამაშკო (ყუბანი, რუსეთი), ევგენი მატიუხინი (დაჩია), ნოკოლაე კალანჩეა (ზიმბრუ);
მცველები: სიმიონ ბულგარუ (ვიბორგი, დანია), ალექსეი სავინოვი, ვადიმ ბორეცი (ორივე ბაკი, აზერბაიჯანი), ალექსანდ ეპურიანუ (დინამო მ, რუსეთი), ვიქტორ გოლოვატენკო, იგორ არმაში (ორივე ყუბანი, რუსეთი), ვალერიუ კატინსუსი (შინიკი, რუსეთი), პეტრუ რაკუ (ნორჩიპინგი, შვედეთი), ვადიმ ბოლოხანი (ზაკარპატიე, უკრაინა), დენის ილესკუ (ლოკომოტივი, ყაზახეთი);
ნახევარმცველები: ევგენიუ ჩებოტარუ (ჩახლაული, რუმინეთი), დენის ზმეუ (ვასლუი, რუმინეთი), ანდრეი კოჟოკარი, ვიქტორ ბულატი (ორივე დაჩია), იგორ ტიგირლასი (მეტალურგი ზ, უკრაინა), ნიკოლაე ჟოსანი (ანჟი, რუსეთი), ალექსანდრუ სუვოროვი (კრაკოვია, პოლონეთი), ვალერიუ ანდრონიკი (ლოკომოტივი, ყაზახეთი);
თავდამსხმელები: იგორ ბუგაიოვი (ლოკომოტივი ყაზახეთი), ვიორელ ფრუნზა (ატირაუ, ყაზახეთი), ანატოლიე დოროში (ჩერნომორეცი ოდ, უკრაინა).

ბალინტის ამ სიაში ერთადერთი დებიუტანტია, შვედური "ნორჩეპინგის" 23 წლის ნახევარმცველი პეტრუ რაკუ.
ორიოდე სიტყვით მეტოქე მოლდოვაზეც ვთქვათ. გაბი პელე ბალინტმა მოლდოვას ნაკრები მიმდინარე წლის 20 იანვარს ჩაიბარა. აქამდე ბალინტის ხელმძღვანელობით მოლდოველებმა სამი ამხანაგური მატჩი გამართეს და სამივე შედეგი იგემეს - ანთალიურ შეკრებაზე, 3 მარტს ყაზახეთთან 1:0 მოიგეს. მაისში კი ავსტრიაში ემზადებოდნენ, 26 მაისს აზერბაიჯანთან 1:1 ფრეზე გაიყარნენ, 29-ში კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან 2:3 წააგეს.

ამ 4 შეხვედრაში ბალინტის ბიჭებმა 4 ბურთი გაიტანეს და ამდენივე გაუშვეს. ფიფას ივლისის თვის რეიტინგში მოლდოვა ჩვენზე 22 საფეხურით წინ, 89-ე ადგილზეა. 11 აგვისტოს მატჩს მეტოქისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დღეს მოლდოვური ფეხბურთის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან, ეს ამხანაგური თამაში მოლდოველებისთვისაც გენერალური რეპეტიციაა - ბალინტის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში 7 სექტემბერს უნგრეთს სტუმრად ეთამაშება.


"ლელო"

ნანახია: 337 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!