ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 17.10.2017, 01:14


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » იანვარი » 30 » ამხანაგური: "ლეხი" 2-2 "ზესტააფონი"
13:11
ამხანაგური: "ლეხი" 2-2 "ზესტააფონი"


2011 წლის 29 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ესპანური შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ზესტაფონელთა მეტოქე პოლონური ფეხბურთს ერთ-ერთი მოწინავე კლუბი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ქალაქ პოზნანის საფეხბურთო კლუბი ”ლეხი” გახლდათ.

 

გუშინდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქე პოლონეთის 6-გზის ჩემპიონი, თასის 5-გზის და ქვეყნის სუპერთასის 4-გზის მფლობელი, პოზნანის საფეხბურთო კლუბი ”ლეხი” გახლდათ.პოლონეთის მოქმედი ჩემპიონი უეფას ”ევროპის ლიგაშიც” წარმატებით ასპარეზობს და მიმდინარე გათამაშების მიღმა ტურინის ”იუვენტუსის” დატოვებაც მოასწრო. საინტერესოა, რომ გუნდს წარსულში სან-სებასტიანის ”რეალ-სოსიედადის”, ”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ხოსე მარი ბაკერო წვრთნის. გუნდის ღირსებას პოლონეთის, ლატვიის, სერბეთისა და ბელორუსის ნაკრებთა მრავალი ფეხბურთელი იცავს.

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემების გამო დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს ნიკოლოზ გელაშვილმა, გიორგი ხიდეშელმა და ზურაბ მენთეშაშვილმა. სამაგიეროდ, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ ”ახალი სახე” - 20 წლის ბრაზილიელი მცველი ვინიციუს ლოპეს ლაურინდო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელიც მალევე გახდა შესაცვლელი. პირველი ტაიმის მიწურულს შესაცვლელი მურთაზ დაუშვილიც გახდა, ბუბას ერთ-ერთი ორთაბრძოლას ფეხი გადაუბრუნდა, თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა.

პოლონეთის ჩემპიონი ქართველებს შერეული შემადგენლობით დაუპირისპირდა, ასევე ექსპერიმენტალური შემადგენლობით გავიდნენ მოედანზე ზესტაფონელებიც. პირველივე წუთებიდან მოყოლებული მოედანზე საინტერესო და გახსნილი პაექრობა გაჩაღდა. შედარებით თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ, უპირატესობას თანდათანობით ქართველები დაეუფლნენ და პოლონელთა მეკარე კჟიშტოფ კოტოროვსკის კართან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა - თავის გამოჩენა რატი წინამძღვრიშვილს, გოგი ფიფიასა და ჯაბა დვალს შეეძლოთ, თუმცა 33-ე წუთამდე იმერელთა ყველა მცდელობა უშედეგო გახლდათ. კარგა ხნის მომწიფებული 33-ე წუთზე გავიდა - თორნიკე გორგიაშვილის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ რატი წინამძღვრიშვილიპოლონელთა საჯარიმოში შეიჭრა, სლავთა გოლკიპერი და მცველები ცრუმოძრაობით ”უსაქმოდ” დატოვა და თავის გუნდი დააწინაურა. ქართველთათვის სამწუხაროდ, პოლონელთა პირველივე საპასუხო ”აქცია” შედეგიანი აღმოჩნდა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდანიაკუბ ვილკის ჩამოწოდებულს ”ლეხის” სერბმა ლეგიონერმა ვოიო უბიპარიპმა თავი შეაგება და როინ კვასხვაძის კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გარკვეულ სათამაშო უპირატესობას უკვე პოლონელი ფეხბურთელები დაეუფლნენ, მათ ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს ზესტაფონელთა კართან და 61-ე წუთზე დაწინაურებაც შეეძლოთ, შეცვლაზე ძალიან აქტიურად შესული არტიომს რუდნევსის წაქცევისათვის დანიშნულ 11-მეტრიანს თავად დაზარელებული ასრულებდა, თუმცა იტალიური ”იუვენტუსის” გოლკიპერ ალექს მანინგერის 4-ჯერ დამმწუხრებელ ლატვიელს ზურაბ მამალაძის კარის აღება დღეს არ ეწერა. პოლონელთა მიერ გამოუყენებელი პენალტის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ორმხრივ იერიშებში წარიმართა. სლავებმა 76-ე წუთზე მაინც მოახერხეს დაწინაურება - არტიომს რუდნევსის ზესტაფონელთა საჯარიმოში ჩაწოდებულს ტომაშ მიკოლაიჩაკი საგოლედ ”გამოეხმაურა”.

. ქართველმა ფეხბურთელებმა, რომელთა გეგმებში მარცხი არანაირად არ შედიოდა, მატჩის დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარეს. 89-ე წუთზე. ალექს ბენაშვილის მარჯვნიდან ჩაწოდების შემდეგ, პოლონელთა კართან ძალიან სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა ნიკოლოზ ჩიხლაძის დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. ანგარიშის გაყაიმების რეალური შანსის ხელიდან გაშვების შემდეგ, შეხვედრაც თითქოს ასე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მარგველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის ესპანელი არბიტრის კარავაკას მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე, ალექს ბენაშვილის კიდევ ერთი გააზრებული გადაცემის შემდეგ, ირაკლი ძარიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 2-2.

 

29/01/2011 ”ზესტაფონი” - ”ლეხი” (პოზნანი, პოლონეთი) - 2-2

”ზესტაფონი”: კვასხვაძე (მამალაძე, 46), ალადაშვილი (ბენაშვილი, 46), ელიავა (წინამძღვრიშვილი, 58 (ჭანკოტაძე, 81)), ვინიციუს ლოპესი (კობახიძე,14), გრუიცა (ონიანი, 46), დაუშვილი (გორგიაშვილი, 30), ბაბუნაშვილი (ძარია, 46), ფიფია(გრიგალაშვილი, 46), ჭანკოტაძე (აფციაური, 46), დვალი (ლომია, 46), წინამძღვრიშვილი (ჩიხლაძე, 46),

”ლეხი”: კოტოროვსკი, გოლა (განცარჩიკ, 46), ბანდროვსკი (ჯურჯევიჩი, 46), ვილკი (კრივეცი), 46), კიელბი (ზაპოტოკა, 46), უბიპარიპი (რუდნევსი, 46), შტილიჩი (შლუსარსკი, 46), ბოსაცკი (ვოლაკევიჩი, 46), კიკუტი (ინიაცი, 46), ენრიკესი (მიკოლაიჩაკი, 46), კამინსკი (მოჟდჟენი, 46).

შემდეგ მატჩს ქართული გუნდი 2 თებერვალს გამართავს. ”მარბელიას თასის” გათამაშების სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელები პრაღის ”სპარტას” დაუპირისპირდებიან. მატჩი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება. ...

ტომაშ მანდროვსკი და შოთა ბაბუნაშვილი
შეტევაშია კახა ალადაშვილი
ბარტოშ ბოსაცკი და ჯაბა დვალი
ნანახია: 299 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1  
sagool Zestafons

სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!