ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 23:01


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 11 » ამირან მინაშვილი: "ინგლისურ აკადემიებში სწრაფ და აგრესიულ თამაშს ითხოვენ"
11:31
ამირან მინაშვილი: "ინგლისურ აკადემიებში სწრაფ და აგრესიულ თამაშს ითხოვენ"


70-80-იანი წლების თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ამირან მინაშვილი აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო ასპარეზზეა. ერთი პერიოდი მექსიკაშიც მუშაობდა, ბოლო გუნდი კი თბილისის "ლოკომოტივი" იყო, საიდანაც სამი წლის წინ წამოვიდა. თუმცა, ამირან მინაშვილი კვლავაც ფეხბურთში "ტრიალებს" და თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს.

სხვათა შორის, ამირან მინაშვილი სულ ახლახან დაბრუნდა ინგლისიდან, სადაც ოთხი თვე იმყოფებოდა და სწორედ ბრიტანულ ვიზიტზე ვისაუბრეთ კიდეც. აქვე, ისიც გვინდა ვთქვათ, რომ მამის კვალს გაჰყვა ამირანის ვაჟიც - გიორგი მინაშვილი, უკვე წლებია ინგლისშია; მინაშვილი-უმცროსის სამწვრთნელო მიღწევები წლიდან წლამდე იზრდება და ამჯერად ერთ-ერთი იქაური კლუბის, რანგით მეშვიდე ლიგაში მოასპარეზე "ლონდონ თაიგერის" მთავარი მწვრთნელიც გახლავთ. სხვათა შორის, ამ სეზონში, ზემოთნახსენები ოთხი თვის განმავლობაში, მამა-შვილი ერთად მოძღვრავდნენ "ლონდონ თაიგერსს": გიორგი უფროსი მწვრთნელის რანგში, ამირანი კი - ასისტენტისა.

ახლა კი, თბილისში შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დაბრუნებულ ამირან მინაშვილსაც მოვუსმინოთ.

- "ლოკომოტივიდან" წამოსვლის მერე თბილისში, 16-18 წლის ფეხბურთელებს სპეციალური პროგრამით ვავარჯიშებ; მათგან უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრები არიან და ჩემთან კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვარჯიშობენ.

- სპეციალური პროგრამა რას ითვალისწინებს?
- უპირველესად, საბაზისო ტექნიკისა და ინდივიდუალური ტაქტიკის განვითარებას; ციკლი ერთიდან სამ თვემდე გრძელდება და ამ დროის განმავლობაში ფეხბურთელების სისწრაფის, მოქნილობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ.

- თვითონ ბრძანეთ, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები არიანო; ამას გარდა თავიანთ კლუბებშიც ხომ ექნებათ საწვრთნელი პროცესი და დამატებითი ინდივიდუალური ვარჯიშებიც ზედმეტი ხომ არ იქნება?
- არავითარ შემთხვევაში! ეს პროგრამა... თვითშემოქმედებად არავინ ჩამითვალოს, პირიქით, უცხოეთში ფართოდ აპრობირებული მეთოდია და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ინგლისშიც. იქაურ ნებისმიერ კლუბს საკუთარი საფეხბურთო აკადემია გააჩნია და ჭაბუკებსაც არავინ აბრკოლებს, კვირაში რამდენიმე ინდივიდუალური ვარჯიში ჩაატარონ სპეციალურად დაქირავებულ მწვრთნელებთან; ფაქტობრივად, კლუბის საწვრთნელი პროცესის დანამატია.

- ინგლისურ ვიზიტზეც ვისაუბროთ; ოღონდ, მანამდე თქვენს ვაჟზე გვინდა გკითხოთ და მისი სამწვრთნელო მიღწევები გვაინტერესებს.
- სამწვრთნელო საქმიანობას კვლავაც აგრძელებს და ინგლისური ნახევრადპროფესიული კლუბის "ლონდონ თაგერსის" მთავარი მწვრთნელია; ამას გარდა კვლავაც ინარჩუნებს ურთიერთობას ინგლისის რანგით მეორე ლიგის "კრისტალ პალასთან" და ამ კლუბის 18-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ამის პარალელურად სწავლასაც აგრძელებს: სექტემბრიდან "A" ლიცენზიის სამწვრთნელო კურსებს გადის და ერთი წლის შემდეგ უკვე ნებისმიერ, მათ შორის, პრემიერლიგის დონეზეც შეეძლება მუშაობა.

- ინგლისში ოთხი თვის განმავლობაში შვილთან ერთად გუნდშიც მუშაობდით.
- ჩემთვის საკმაოდ საინტერესო იყო იქაურ სამწვრთნელო პროცესში მონაწილეობა. როცა ინგლისში ჩავედი, გიორგიმ კლუბის ხელმძვანელობას სთხოვა, რომ გარკვეული პერიოდით მისი ასისტენტი მე ვყოფილიყავი და თანხმობაც მივიღეთ. ამას გარდა, სტაჟირებაზე ვიყავი სამ ლონდონურ კლუბში: "ფულემში", "ტოტენჰემში" და "კრისტალ პალასში" (სხვათა შორის, "კრისტალ პალასში" სტაჟირებაზე ყოფნისას გავიცანი იქ მოთამაშე ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ედგარ დავიდსი). არ დავმალავ: თავი სხვა სამყაროში მეგონა, იმდენად მოწესრიგებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ვნახე.

- ინგლისურ კლუბებში ქართველ ჭაბუკებს რეკომენდაციაც ხომ არ გაუწიეთ?
- სინჯებზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრი დავით დარსიმელია მყავდა წაყვანილი, "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდში თამაშობს და მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ნიჭიერი ფორვარდია. რაც მთავარია, გოლის ჩინებული ალღო აქვს, დღევანდელ ფეხბურთში უკვე იშვიათად რომ შეხვდებით.

- ამ ჩვენებურმა ინგლისელებზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- ჯერ იმას გეტყვით, რომ ამ ბიჭის პირადი მწვრთნელის სტატუსი მქონდა და ზემოთნახსენები სამი გუნდის გარდა, დარსიმელიამ რამდენიმე ვარჯიში ლონდონის კიდევ ორ კლუბში, "ვესტ ჰემსა" და "ბრენტფორდშიც" ჩაატარა. მოგეხსენებათ, ლონდონი თანამედროვე ფეხბურთის ღირებულთა სისტემის ეპიცენტრია და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ახალბედას მიმართ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სისწრაფეს, ტექნიკასა და აგრესიულ თამაშს. ფაქტობრივად, თითოეული ფეხბურთელის სავიზიტო ბარათი მუდმივად აქტიური თამაში უნდა იყოს. არადა, დარსიმელიამ მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა; 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მაგრამ გარკვეულ კომპონენტებში დახვეწა სჭირდებაო, - გვითხრეს.

- კონკრეტულად, რა კომპონენტებს გულისხმობდნენ?
- ხომ გითხარით, მოეწონათ-თქო; თითქმის ყველგან იმას მეუბნებოდნენ, ტექნიკურადაც კარგად არის მომზადებული და ტაქტიკურადაც აზროვნებსო; ერთადერთი, რაც ნაკლად ჩაუთვალეს, ასე ვთქვათ, "ეპიზოდური ფეხბურთელობა" იყო.

- ეს ტერმინი როგორღა გავიგოთ?
- რასაც მე იქ ყოფნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ინგლისურ საფეხბურთო აკადემიებში ძირითიდად ორ კრიტერიუმს აქცევდნენ ყურადღებას: სწრაფად და აგრესიულად თამაშს. ანუ, ფეხბურთელი მუდამ უნდა ამწვავებდეს ბრძოლას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ინგლისში გატარებული პერიოდი ამ მართლაც ნიჭიერი ბიჭის შემდგომ კარიერაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.

- იქაური კლუბების ზღაპრული ინფრასტრუქტურა ახსენეთ და მაინც რამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად?
- საწვრთნელი პროცესით დავიწყებ: იქ ხომ "ჩვეულებრივი" ვარჯიშები არ ტარდება! ბავშვების ვარჯიშსაც სამი მწვრთნელი უძღვება, რომელთაგან ერთ-ერთი, ფიზმომზადების სპეციალისტია: ვინც იწყებს (გახურებით) და ამთავრებს (მოდუნებით) კიდეც ვარჯიშს. დანარჩენი დრო კი, რაღა თქმა უნდა, ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების დახვეწას ეთმობა. საერთოდაც, შესძალოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ინგლისში 10-12 წლის ასაკიდან იწყებენ ბავშვების ტაქტიკური აზროვნების განვითარებას.

- მოკლედ, ძალიან ჩამოვრჩებით თანამედროვე მოთხოვნებს?
- ქართველებს ნიჭს ვერავინ წაართმევს, მაგრამ მხოლოდ ნიჭითა და მონდომებით წინ ვერ წავალთ. ყველაფერთან ერთად, თანამედროვე ფეხბურთში არნახულად გაზრდილია მწვრთნელის როლიც, ვინც თავის შეგირდებთან მიზანმიმართულად და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უნდა იმუშაოს. სხვათა შორის, ინგლისში ყოფნისას მუდამ მახსენდებოდა გაიოზ დარსაძის სიტყვები, "B" ლიცენზიის გასავლელ კურსებზე რომ გვეუბნებოდა ქართველ მწვრთნელებს: რასაც აქ თეორიულად სწავლობთ, პრაქტიკაში თუ არ დანერგავთ, მაშინ ყველანაირ ლიცენზიას აზრი აღარ ექნებაო.

- ახლა რას აპირებთ?
- კვლავაც გავაგრძელებ ინდივიდუალური პროგრამით ჭაბუკთა მომზადებას; თანაც, ინგლისიდან სპეციალური პროგრამაც ჩამოვიტანე, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელონ მწვრთნელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის პირობებში. სხვათა შორის, წეღანვე უნდა მეთქვა, რომ დავით დარსიმელიას ინგლისში ვერდარჩენას სხვა მიზეზმაც ხელი შეუშალა: მოგეხსენებათ, 18 წლამდე ფეხბურთელს იქ კონტრაქტს ვერავინ გაუფორმებდა. ანუ, "სამუდამოდ" კი არ დაიწუნეს, პირიქით - მომავალი ურთიერთობის გაგრძელების სურვილით დაგვემშვიდობნენ. დაბოლოს, იმასაც გეტყვით, რომ უახლოეს პერიოდში ჩემი ვაჟი "ჩელსიში" სამთვიან სტაჟირებას გაივლის...



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



ნანახია: 1063 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!