ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 03:11


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 8 » ახლები ქეცბაიას სიაში – ალადაშვილი, ლიპარტია, ბარაბაძე
16:08
ახლები ქეცბაიას სიაში – ალადაშვილი, ლიპარტია, ბარაბაძე


საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს სლოვენიას შეხვდება, შეკრება კი თბილისში 11 ნოემბერს დაიწყება თბილისში. შეკრებაზე ეროვნულ ჩემპიონატში და უცხოეთში მოთამაშე ზოგიერთი ფეხბურთელი გამოცხადდება, სლოვენიაში კი მხოლოდ 22 გაემგზავრება. ნაკრებს პირდაპირ სლოვენიაში შეუერთდებიან კახა კალაძე ("ჯენოა") და ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი").

არასწორი გამოდგა ინფორმაცია ”ვიტესის" მცველის გურამ კაშიას ჩამოუსვლელობის თაობაზე. როგორც გაირკვა, არნემული კლუბი და მისი მეპატრონე მერაბ ჟორდანია ფეხბურთელის ნაკრებში გამომგზავრებას ხელს არ უშლიან და პრობლემა მოიხსნა.

სხვადასხვა პრობლემისა თუ კლუბების თხოვნის გამო, ჯერ კიდევ ვერ დაზუსტდა, ნაკრები რა შემადგენლობით მოემზადება. თემურ ქეცბაიას თავდაპირველი სია რამდენჯერმე შეიცვალა –ახლა გაირკვა, რომ სლოვენიაში ნუკრი რევიშვილი, მალხაზ ასათიანი და დავით სირაძე ვერ ითამაშებენ.

ამჯერად ქეცბაიამ საქართველოს პირველობიდან მიწვეულების გასინჯვა ამჯობინა – შეკრებაზე ”ზესტაფონიდან" როინ კვასხვაძე, თბილისის ”დინამოდან" გიორგი ლორია, ”ვიტ ჯორჯიადან" კი გიორგი ძაძამია მიიწვია.

პრემიერლიგის მნიშვნელოვანი ტურისთვის ნალჩიკის ”სპარტაკმა" ფეხბურთის ფედერაციას სირაძის დატოვება სთხოვა, მოსკოვის ”ლოკომოტივმა" კი ასათიანის. რადგან მატჩი ამხანაგურია, ფედერაციამ უპირველესად ფეხბურთელთა ინტერესები და ისიც გაითვალისწინა, რომ ქეცბაიას ახალი ფეხბურთელების გასინჯვა სურს, ასათიანისა და სირაძის შესაძლებლობებს კი მშვენივრად იცნობს.

ახლა, რუსულ პრემიერლიგაში გადასული ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგას" ფეხბურთელებზე გეტყვით - ოთარ მარცვალაძე ჩამოდის, გოჩა ხოჯავას კი რუსულმა პასპორტმა შეუქმნა პრობლემა - ფეხბურთის ფედერაციაში პასპორტის ქსეროასლი უნდა გამოეგზავნა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ვითარებაში გასარკვევად, ხოჯავას ნიჟნი ნოვგოროდში დავუკავშირდით.

- გოჩა, ნაკრებში გამოგიძახეს, მაგრამ ჯერაც გაურკვეველია, ჩამოდიხარ თუ არა?
- რას ჰქვია, არ ჩამოვდივარ! ჩემპიონატი დასრულდა, 9 ან 10 ნოემბერს თბილისში ვიქნები და შეკრებაზე აუცილებლად გამოვცხადდები. თემურ ქეცბაიას მიწვევამ ძალიან გამახარა და რატომ არ უნდა გამოვცხადდე, საპასპორტო პრობლემას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა. ისე, პრობლემის არსიც ვერ გავიგეთ.
- გეტყვით, რაც მოხდა: ხუთშაბათს ფედერაციიდან დამიკავშირდნენ და სლოვენიის ვიზის ასაღებად, რუსული პასპორტის ქსეროასლი მთხოვეს. ასლი მაშინვე გადავიღე, მაგრამ ვერ გამოვაგზავნე. ნიჟნი ნოვგოროდში დღესასწაულს აღნიშნავდნენ და ორშაბათამდე ყველა სახელმწიფო დაწესებულება ისვენებდა. სად არ მივედი, მაგრამ ამხელა ქალაქში ფაქსი ვერ ვნახე, კლუბის ოფისშიც არავინ იყო. ორშაბათს აუცილებლად გამოვაგზავნი. მე რომ ნაკრებში თამაში მინდა, მეეჭვება, ასე ვინმეს სურდეს. სეზონი დასრულდა, ”ვოლგა" პრემიერლიგაში გადავიდა და ხელი რამ უნდა შემიშალოს?

- პრემიერლიგაში გასულ სეზონში მახაჩყალის ”ანჟიც" გადაიყვანეთ, მაგრამ იქიდან წამოხვედით - ნიჟნი ნოვგოროდიდში მაინც თუ დარჩებით?
- დიახ, დავრჩები, რადგან პრემიერლიგაში თამაში ძალიან მინდა. ამას გარდა, გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს..

... დაბოლოს, როგორც შვეიტყვეთ, ფეხბურთელის ჩამოუსვლელობის გამო, ქეცბაიამ ეროვნულ პირველობიდან შეკრებაზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გამოიძახა - ”ზესტაფონის" მცველი კახა ალადაშვილი, ”ვიტ ჯორჯიას" შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია და რუსთავის ”ოლიმპში" ახლახანს ჩარიცხული თავდამსხმელი რეზო ბარაბაძე.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 793 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!