ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 20:46


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 7 » ახალი სტადიონი თბილისისთვის
13:25
ახალი სტადიონი თბილისისთვის


თბილისი 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და ტურნირისთვის მზადება უკვე დაწყებულია - გუშინ ქალაქის მერმა გიგი უგულავამ თემქაზე სპორტული კომპლექსი "შატილი" გახსნა და აღფრთოვანება ვერ დამალა, როდესაც გაიგო, რომ ის ნაგავსაყრელზე აშენდა. ახალ კომპლექსში მოეწყო კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, ძიუდოს, ჭიდაობის, ძალოსნობის, ტრენაჟორების, საპრესკონფერენციო დარბაზები... "შატილი" ამ პროექტის ნაწილია, სადაც ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაო კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ბოლო წლებში ფეხბურთს უამრავი სტადიონი წაართვეს და ამიტომ ფასობს კომპლექსის გვერდით გარემონტებული "სიხარულის" სტადიონი - ორი თვის წინ ის ნაომარ ტერიტორიას ჰგავდა, ახლა კი სტანდარტული მოედანზე (68/105 მეტრზე) ბოლო თაობის ხალიჩა დააგეს, ააშენეს გასახდელები, მწვრთნელთა ოთახები, ტრიბუნები, მალე განათების სისტემასაც დაამონტაჟებენ. "სიხარულზე" "ნორჩი დინამოს" საფეხბურთო სკოლის ფილიალი ამოქმედდა. ეს ყველაფერი თბილისის მერიის ხელშეწყობით დილარ ხაბულიანმა და საფეხბურთო სკოლა "ნორჩი დინამოს" დირექტორმა ოთარ შენგელიამ განახორციელეს.

ოთარ შენგელია: "მთელი ცხოვრება შენების სურვილი მქონდა და მიხარია, ქართული ფეხბურთისთვის პატარა საქმეს რომ ვაკეთებ. "ნორჩმა დინამომ" სოლიდური მასშტაბი შეიძინა: ჩვენს განაკარგულებაშია "მერანის" ბალახისსაფრიანი სტადიონი და სათადარიგო მოედნები, ნაძალადევში "შრომით რეზერვები" და თექმაზე "სიხარული". მუშტაიდის გვერდით მდებარე "ნორჩი დინამო" კი, იმედია, გაზაფხულისთვის ამუშავდება. უკვე იმდენი მსურველია, ყველას ვერც ვავარჯიშებთ. სხვათა შორის, უბნის გათვალისწინებით ძალიან დაბალი გადასახადი დავაწესეთ".

ზორბეგ ებრალიძე, "ნორჩი დინამოს" მწვრთნელი:"თემქა ცენტრი არაა, მაგრამ სკოლას ბავშვები მაინც მიეტანებიან, რადგან ახლა ბევრად უკეთესი პირობები გაგვაჩნია, ვიდრე დიდუბეში. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან თანამედროვე სკოლაში მუშაობა დიდი სტიმულია".

ამიერიდან პირველი ლიგის "ნორჩი დინამო" მეტოქეებს თემქაზე მიიღებს.

"ნორჩი დინამოს" მთავარი მწვრთნელი ვალერი გაგუა:"ასეთი ხალიჩა საქართველოში არსად მეგულება, კომპლექსში ფეხბურთელებს ტრენაჟორებზეც ვავარჯიშებთ. გვაქვს გასახდელები, ტრიბუნები და ყველა ის პირობა, ფეხბურთელმა თავი კომფორტულად რომ იგრძნოს. ჩვენ სკოლის გუნდი ვართ, ანუ ჩვენი პრიორიტეტი ფეხბურთელების შერჩევა, გაზრდა და გზაზე დაყენებაა. ახალ სტადიონზე კი ეს ბევრად უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი".




ნანახია: 822 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!