ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 11:05


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 10 » ახალგაზრდული კლუბის წევრები სპორტულ ჟურნალისტს _ დავით ქლიბაძეს შეხვდნენ
23:48
ახალგაზრდული კლუბის წევრები სპორტულ ჟურნალისტს _ დავით ქლიბაძეს შეხვდნენ

CiDA-ში, ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის ფარგლებში, ექსპერტებთან შეხვედრები გრძელდება. 8 მაისს, კლუბის წევრი ახალგაზრდები სპორტულ ჟურნალისტს დავით ქლიბაძეს შეხვდნენ.

 

შეხვედრა, ტრადიციულად, სტუმრის მონოლოგით დაიწყო და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა ახალგაზრდებთან ფეხბურთის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ცნობილ გუნდებსა და ფეხბურთელებზე ისაუბრა. საუბარში მან აქცენტი ქართულ ფეხბურთზე გააკეთა, ამ სფეროში დღეს არსებული პრობლემები მიმოიხილა და ქალთა და ბავშვთა ფეხბურთსაც შეეხო.

 

"მე შევეცადე, ზოგადად, ფეხბურთზე და ამ სპორტის მნიშვნელობაზე მელაპარაკა. ჩვენ ვისუბრეთ საქართველოს ნაკრების შესახებ და მე ახალგაზრდებს ვთხოვე, რომ ობიექტურად შეხედონ ჩვენს დღევანდელ საფეხბურთო რესურსებს. უდიდესი  შრომა, ენერგია და მოთმინება გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები, რომელიც არის ქართული ფეხბურთის პოტენციალის გამომხატველი, მივიდეს იმ დონემდე, ჩვენ რომ გვინდა”, განაცხადა დავით ქლიბაძემ.

 

ექსპერტებთან შეხვედრები ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ამ აქტივობის ფარგლებში, კლუბის წევრი ახალგაზრდები სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს იწვევენ და მათთან დისკუსიას მართავენ.

 

"ბევრი ისეთი რამ გავიგე ფეხბურთის შესახებ, რაც მანამდე არ ვიცოდი. ბატონმა დავითმა ფეხბურთთან დაკავშირებული კარგი ისტორიები მოგვიყვა და ჩვენს კითხვებსაც საინტერესო პასუხები გასცა. საერთო ჯამში, საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, კმაყოფილი ვარ”, აღნიშნა ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის წევრმა, 16 წლის გიორგი ხევსურიანმა.

 

ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბი "რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრისერთ-ერთი მიმართულებაა.

"რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრიდაფუძნებულია CiDA- მიერ პროექტის "იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონშიფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის (EC) მიერ.

პროექტს ახორციელებენ "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), "სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” (DVV International) და "სამოქალაქო განვითარების სააგენტო.
gff.ge
ნანახია: 768 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!