2009 წლის ოქტომბრის თვიდან ახალგაზრდა მსაჯთა მომზადების კურსები ტარდება, რომელსაც ხელმძღვანელობს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო-სადამკვირვებლო კომიტეტის თავმჯდომარე, ფიფას ასისტენტი მამუკა ელიკაშვილი.
აღნიშნული სემინარი უწყვეტი ციკლია, მსურველებს სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლიათ დაუკავშირდნენ.
დღეს, ელიტ-ლიგის გათამაშების მორიგი ტურის მატჩი გაიმართა 1994 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის, სადაც "ნორჩი დინამო" - "ლიდერ-2009" დაუპირისპირდა.
აღნიშნულ მატჩში ორ ახალგაზრდა მსაჯს ასისტენტის რანგში დებიუტი ჰქონდა თემურ დადახავასა და გიორგი ავაზაშვილს. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა მსაჯებს საჩუქრად მსაჯების ეკიპირება გადასცეს.
www.tbff.ge