ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 23:52


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 24 » აკინო მინსკის "დინამოში" ითამაშებს
15:54
აკინო მინსკის "დინამოში" ითამაშებს
http://s41.radikal.ru/i092/1007/d9/7bdde16caf15.jpg

გასული სეზონის დაწყებამდე ბრაზილიაში მცხოვრები ქართველი სპეციალისტის, გოჩა ალადაშვილის, პროფლიგის დღევანდელი პრეზიდენტ გია ფირცხალავასა და ქვემო ქართლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძის ინიციატივით, რუსთავის ~ოლიმპისა” ~ატლეტიკო პარანაენსესთან” თანამშრომლობა გადაწყდა. პროექტის თანახმად, ბრაზილიის უმაღლესი დივიზიონის კლუბი ქართულ მხარეს მოთამაშეებს დაუთმობდა, ფეხბურთელები კლუბს მიზნის მიღწევასა და ევროთასებზე ღირსეულ გამოსვლაში დაეხმარებოდნენ, თავის მხრივ, ქართული კლუბი ბრაზილიელებს ევროპისკენ მიმართულ ვიტრინად წარმოედგინათ - მოთამაშეთა გაყიდვას ევროთასებზე მათი გამოსვლა ხელს შეუწყობდა.

~ატლეტიკო პარანაენსეს” დირექტორატის წევრები თბილისს ესტუმრნენ, ქვემო ქართლის ადმინისტრაციის ხელმძღანელ დავით კირკიტაძეს შეხვდნენ და ~ოლიმპის” თავკაცებთან კონტრაქტი გააფორმეს.

"ოლიმპში" სამხრეთამერიკულებს დიდი იმედებს უკავშირებდნენ: ბრაზილიის უმაღლესი ლიგის ~ატლეტიკო პარანაენსედან” რუსთავში ექვს ფეხბურთელი ჩამოიყვანეს: მცველი ალექს ფრაგა, ნახევარმცველები ჯერონიმო ოლივეირა, ანდერსონ აკინო, ფორვარდები გილერმე ესტევაო ჩოკო, ჟონატას კარდოზო და ედი სალესი.

საბოლოოდ, მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა საქართველო ვერ იგუა, ხალისით არ თამაშობდნენ და სამშობლოში წასვლა სურდათ. პირველივე წრეშივე გაუშვეს ჯერონიმო, ედი სალესი, ჩოკო და ჟონატასი. სამაგიეროდ, ~ოლიმპის” წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს აკინომ და ფრაგამ. პირველი 26 გოლით, ეროვნული პირველობის ბომბარდირი გახდა, ფრაგა კი პირველობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველად აღიარეს.

ზამთარში რუსთავის ~ოლიმპი” გაძლიერდა, მაგრამ ახალწვეულთა შორის არ იყვნენ ბრაზილიელები, რომელთა შესახებაც მანამდე ბევრს ლაპარაკობდნენ. უკვე მაშინ ჩანდა, რომ ~ბრაზილიური პროექტი” ჩაშლის პირას იყო. ამაზე გარკვეულწილად ისიც მიუთითებდა, რომ ~ატლეტიკო პარანაენსეს” პროექტის ბელარუსში განხორციელება მინსკის ~დინამომ” შესთავაზა. მათ განსაკუთრებით აკინოსა და ფრაგას აყვანა სურდათ. ზამთარში რუსთავს კლუბის  დელეგაცია ესტუმრა და ~ოლიმპს’ ბრაზილიელების არენდის გამოსყიდვაზე დაელაპარაკა.
კირკიტაძის ბრაზილიაში ვიზიტმა პროექტის გადარჩენის იმედი გააღვიძა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ან ევროლიგაზე გასვლის შემთხვევაში, ~პარანაენსე” რუსთაველებს ყველა პოზიციაზე ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშეს დაუთმობდა.

თუმცა, სეზონი დასრულდა, ანდერსონ აკინოს და ალექს ფარაგას საქართველოში დაბრუნების იმედი გადაიწურა. აკინოს აქ დარჩენა რომ არ სურდა, ბოლო ტურებში ზერელე თამაშზეც შეეტყო, ფრაგა კი ფიქრობდა. საბოლოოდ, მათი ჩამოსვლა გამოირიცხა, ~ოლიმპმა” არენდაში ბრაზილიელების მოთხოვნილი თანხა იძვირა.

გუშინ კი შევიტყვეთ, რომ აკინო კარიერას მინსკის ~დინამო” გააგრძელებს - სავარუდოდ, ფრაგაც, ბრაზილიურ პროექტს კი საქართველოს ნაცვლად, ბელარუსში განახორციელებენ.

საწყენია, რომ ალადაშვილის ეს მშვენიერი წამოწყება საქართველოში ვერ განხორციელდა. ვფიქრობ, ყაზახეთის ჩემპიონ ~აქტობესთან” მოსაგებად ~ოლიმპს” აკინოსა და ფრაგას კლასიც ეყოფოდა. თუმცა, სინანული უკვე უადგილოა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო”

ნანახია: 825 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!