ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:23


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 1 » აკირემიმ კვლავ დადუბლა (ვიდეომასალა)
22:57
აკირემიმ კვლავ დადუბლა (ვიდეომასალა)

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 32–ე ტურში, თბილისის დინამომ ეროვნულ სტადიონზე მის უშუალო კონკურენტ ზესტაფონს უმასპინძლა.

მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და შეხვედრა დინამოელებმა 2:0 მოიგეს, თან ორივე გოლი დინამოს გაბონელმა ფეხბურთელმა ჯორჯ აკირემიმ გაიტანა, გოლები მე–18 და 35–ე წუთებზე გავიდა. დინამოელთაგან გამოსარჩევი არის, ჯორჯ აკირემის,  შოთა კაშიას, ალექსანდრე კოშკაძის და თექთურმანიძის გარჯა.

ზესტაფონმა კი შეიძლება ითქვას, დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, მთელი სეზონის განმავლობაში.


დინამო - ზესტაფონი

გოლი: აკირემი 18, 35



დინამო:
ლორია, თომაშვილი, კაკუბავა, გ. კაშია, ჩიკვილაძე, შ. კაშია, კოშკაძე, ედნილსონი, კახელიშვილი, თექთურმანიძე, აკირემი

ზესტაფონი: კვასხვაძე, ბენაშვილი, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი, ძარია, გორგიაშვილი, აფცსიაური, დვალი, გელაშვილი

მსაჯი: ლევან კვარაცხელია



მატჩის შემდგომ კი ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს კომენტარები ვთხოვეთ:

გურამ კაშია (დინამოს კაპიტანი): ძალიან კარგი თამაში იყო, რა თქმა უნდა კარგია როდესაც ზესტაფონის დონის გუნდს უგებ. მწვრთნელმა სწორი ტაქტიკური სქემა აირჩია და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

თორნიკე აფციაური (ზესტაფონის კაპიტანი): ანგარიში ლოგიკურია, პირველი გოლის შემდეგ გუნდი აირია და ვეღარ მოვახერხეთ თამაშის დალაგება. სამწუხაროა, რომ წავაგეთ დღევანდელი მატჩი და ვულოცავ დინამოს ამ გამარჯვებას.

გია გეგუჩაძე (ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი): სამწუხაროდ დავმარცხდით, შედეგი უნდა ვაღიაროთ, რომ ლოგიკურია, ჩვენ მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ჩავატარეთ. სამუშაო ბევრი გვაქვს, ანალიზს გავაკეთებთ ამ მატჩისა და იმედია ყველაფერი დალაგდება.

კახა კაჭარავა (დინამოს მთავარი მწვრთნელი): მოხარული ვარ, რომ დღეს შევძელით გამარჯვება, ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მომავალში რთული მატჩები გველის და ამისთვის სათანადოდ მომზადება გვმართებს, ასე რომ იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.


ვიდეო: fcdinamo.ge
თორნიკე ცირამუა
fanebi.com



ნანახია: 854 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!