ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 17.11.2018, 20:30


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 5 » აკაკი გოგია და გია გრიგალავა საქართველოს ნაკრებში?
00:11
აკაკი გოგია და გია გრიგალავა საქართველოს ნაკრებში?


ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეობამიღებული ქართველი ფეხბურთელების დამატებას არ გამორიცხავს. ინფორმაცია ნაკრების შტაბიდან შევიტყვეთ. ლაპარაკია ბუნდესლიგელი "ვოლფსბურგის” შემტევ ნახევარმცველ აკაკი გოგიასა და რუსული პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის ცენტრალურ მცველ გია გრიგალავაზე.

 

გოგია გერმანიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, რუსეთის მოქალაქე გრიგალავას კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების ფორმა მოურგია.

გრიგალავას თამაში "ვოლგაში” თურქეთში ნაკრების კანდიდატებზე დასაკვირვებლად ჩასულმა თემურ ქეცბაიამ ნახა, გია პირადად გაიცნო და როგორც გვითხრეს, მისი თამაში მოეწონა. თუმცა, ისიც აღნიშნეს, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ ჩქარობს, 21 წლის მცველს კიდევ დააკვირდება და თუ რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს, ნაკრებში აუცილებლად მიიწვევსო.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს გია გრიგალავას მამა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას შეხვდა და 21 წლის ფეხბურთელის სურვილი გაუმხილა, რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში გამოსვლის მიუხედავად, გიას საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ეროვნულ ნაკრებში თამაში სურსო.

როდესაც ეს ამბავი დაიწერა, ბევრმა თქვა, რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის იმედი გადაეწურა და საქართველოს ნაკრებში თამაში მხოლოდ ამიტომ სურსო. თუმცა გააჩნია, როგორ აღიქვამ სამყაროს, ზოგს ჭიქა ნახევრად სავსე ჰგონია, ზოგს ნახევრად ცარიელი.


გია პერსპექტიული ფეხბურთელი რომ არის და რუსეთის ეროვნული ნაკრების შესაძლო კანდიდატად მოიაზრება, "სპორტ-ეკსპრესთან" რუსეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილ პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოლოსკოვის ინტერვიუც ადასტურებს. კოლოსკოვის თქმით, რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოსაგებად უნდა იბრძოლოს, გუნდი კი 1989-94 წლებში დაბადებულმა ფეხბურთელებმა უნდა დააკომპოლექტონო და თვრამეტ პერსპექტიულ ფეხბურთელს შორის ვოლგელი გრიგალავაც ახსენა.

გრიგალავას მამა გვითხრა (ეს თავად ფეხბურთელმა "ლელოს” რედაქციაში სტუმრობის დროსაც დაგვიდასტურა), რომ გია ყოველთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობდა.

გიას ძველ კლუბ "როსტოვთან” კონტრაქტი დეკემბერში დაუსრულდა, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადავიდა და ხელფეხიც გაეხსნა. "ლელო" წერდა, რომ მან "ვოლგასთან" წინასწარ შეათანხმა პუნქტი, რომლის მიხედვითაც კლუბი საქართველოს ნაკრებში თამაშს არ აუკრძალავს, ასეთი რამ კი რუსულ კლუბებში ხდება.

ზვიად სიჭინავა გრიგალავას საქართველოს პასპორტის აღებაში ეხმარება, ეს საკითხი მალე მოგვარდება და შესაძლოა, გია ნაკრებში გამოიძახონ.

უფრო რთულად არის აკაკი გოგიას საქმე. 19 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი რუსთავშია დაბადებული და გაზრდილი. 11 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი გერმანიაში გადავიდა. ის "მგლებში” 2006 წლიდან თამაშობს, 19-წლამდელებში პირველად 16 წლისა ათამაშეს. გერმანელებმა გაზარდეს და ჯერ "ვოლფსბურგის” 17-წლამდელთა გუნდში აიყვანეს, შემდეგ 19-წლამდელებში, სადაც გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა -  19 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

სწორედ ამ დროს დაინტერესდა მისით საქართველოს 19-წლამდელთა და  ახალაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობა. თუმცა ამ დროს აკაკი გერმანიის ნაკრებში მიიწვიეს და მან ბუნდესნაკრებში ითამაშა.

ამის შემდეგ გოგია წინ მიიწევდა. ბუნდესლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ, გერმანიის ექს-ჩემპიონი ბუნდესლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფებოდა და გერმანიის თასიდანაც გავარდა. 24 დეკემბერს „ვოლფსბურგის" ხელმძღვანელებმა (მენეჯერი დიტერ ჰიონესია) მოულოდნელად ახალგაზრდების დაწინაურება გადაწყვიტეს და სხვებთან ერთად, ძირითად გუნდში აკაკი გოგიაც გადაიყვანეს.


"მან მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. სათადარიგოთა სკამზე უყოყმანოდ დავსვამდი”, - ეს სიტყვები "ვოლფსბურგის” მაშინდელმა ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა, სტივ მაკლარენმა გოგიას შესახებ თქვა.

ამ დროისთვის 19 წლის რუსთაველი ბიჭი გერმანიის 23-წლამდელთა ნაკრების კანდიდატია და „ვოლფების" საბუნდესლიგო განაცხადშიც შეიყვანეს.

მოკლედ, გოგია გერმანელთა ერთ-ერთი იმედია და ძნელი წარმოსადგენია, გერმანელები ასე იოლად შეელიონ. თავადაც გერმანიის სახელით თამაში სურს და ერთგვარად გასაგებიც არის სპორტული მოტივაცია ადამიანისა, რომელიც გერმანიას ემადლიერება - აბა სად გერმანული და სად ქართული ფეხბურთის პერსპექტივები? რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, საქართველოს სახელით ითამაშოს, მაგრამ ადამიანს არჩევანის უფლებას ვერავინ წაართმევს.

ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას კი მცირე იმედი მაინც აქვს, რომ გოგიას საქართველოში დააბრუნებს, ერთადერთ შანსად კი მისი ეროვნულ გუნდში გამოძახება მიაჩნიათ. როგორც გვითხრეს, ის ოთარ გაბელიამ ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაში კი დაასახელა, მაგრამ გოგიას ამ ნაკრებში თამაში არ სურს. ახალი წესებით, თუ ფეხბურთელს რომელიმე ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მეორე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება გააჩნია და ჩვენც იმედი დავიტოვოთ - ცდა ხომ ბედის მონახევრეა.

 

ნანახია: 507 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2018
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!